გულის დაავადებათა მიზეზი ტვინის სიღრმეში იმალება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის დაავადებათა მიზეზი ტვინის სიღრმეში იმალება

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები განსაკუთრებით ხშირად და თანაც ადრეულ ასაკშივე უვითარდებათ იმ პირებს, რომლებსაც ნუშისებური სხეულის (ემოციებზე პასუხისმგებელი თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა) მომატებული აქტივობა აღენიშნებათ. ჯაჭვი, რომელიც გულის დაავადებათა აღმოცენების მიზეზი ხდება, სინამდვილეში ძალიან მარტივა - პერმანენტული სტრესული ფაქტორები ნუშისებური კომპლექსის გადამეტებულ აგზნებადობას იწვევს, რაც თავის მხრივ პროვოცირებას უწევს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე პათოლოგიურ ძვრებს.

პროფესორი ტავაკოლი იმასაც აღნიშნავს, რომ ამ მოვლენის ბიოლოგიური მექანიზმი სისხლის თეთრი უჯრედების ანომალურად დიდი რაოდენობის სინთეზშია (წარმოქმნაშია). ლეიკოციტების დიდი მოცულობები კი გულისა და სისხლძარღვების არასწორად ფუნქციობის საფუძველი ხდება.

ამგვარად, ინფარქტებისა და ინსულტების განვითარებაში მთავარი დამნაშავე ნუშისებური სხეული ყოფილა, რომელიც ვერ უმკლავდება მუდმივ სტრესს.

თინათინ გოცაძე