როგორ ვმართოთ ჰიპერტონია და ჰიპოტონია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვმართოთ ჰიპერტონია და ჰიპოტონია

წნევის კონტროლი, ხანგრძლივი რემისია და ცხოვრების დონის ოპტიმიზაცია, ინფარქტის, ინსულტის, სტენოკარდიისა და სხვა გართულებების პროფილაქტიკის ამოცანა დგას ექიმისა და პაციენტის წინაშე. მაღალი წნევისა და ჰიპოტონიის მართვაზე გვესაუბრება "დ. აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის" ექიმი-კარდიოლოგი, მარი გრიგორიანი.

- ქალბატონო მარი, რა უნდა გავითვალისწინოთ ჰიპერტენზიის მართვის პროცესში?

- ჰიპერტენზიის მართვისას, სხვადასხვა დაავადების დროს, უპირველესად გასათვალისწინებელია ძირითადი ან თანმხლები დაავადება, სისხლის შედედების ფაქტორები, ლიპიდური ცვლის დარღვევები, გენეტიკური წინასწარი განწყობა და ა.შ.

- რომელი ჯგუფის პრეპარატებით იმართება ჰიპერტონიული დაავადებები?

- ჰიპერტონიული დაავადები იმართება 5 ძირითადი ჯგუფის პრეპარატებით, ამ ჩამონათვალშია:

  • შარდმდენი საშუალებები;
  • აგფ ინჰიბიტორები;
  • ჰიპოტენზიური საშუალებები ცენტრალური მოქმედებით;
  • კალციუმის არხების ბლოკატორები;
  • ანგიოტენზინ II ფერმენტების ბლოკატორები.

- როდის ინიშნება მონოთერაპია?

- მონოთერაპია ძირითადად ინიშნება მსუბუქი არტერიული ჰიპერტენზიის დროს.

- როდის დგება კომბინირებული თერაპიის საკითხი?

- კომბინირებული თერაპიის დანიშვნის საკითხი მაშინ დგება, როცა ორკვირიანი მონოთერაპიის მკურნალობის დონეზე არტერიული წნევის ციფრები არ აღწევს სამიზნე ციფრებს.

- რა გვერდითი ეფექტები შეიძლება აღენიშნოს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს და როგორ უნდა შემუშავდეს ოპტიმალური სქემა?

- ჩვენ ვიცით, რომ თითქმის ყველა ჯგუფის მედიკამენტს ახასიათებს გვერდითი ეფექტები, მაგალითად:

  • მშრალი ხველა;
  • თავბრუსხვევა;
  • თავის ტკივილი;
  • გულისრევა;
  • დიარეა;
  • ალერგიული გამონაყარი.

მათ შორის, ანტიჰიპერტენზიულსაც, ამიტომ ყველა პაციენტისათვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ოპტიმალური მკურნალობა.

- მედიკამენტური თერაპიის გარდა, ცხოვრებისა და კვების რეჟიმზე რა რჩევები შეიძლება მიეცეს პაციენტს?

- არტერიული ჰიპერტენზიის ძირითადი მკურნალობა, რა თქმა უნდა, მედიკამენტური უნდა იყოს, მაგრამ პაციენტის რეჟიმი და მისი კვების რეჟიმი უმნიშვნელოვანესია.

ცხოვრების ჯანსაღი წესი, მაგალითად, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, დღეში 4-5 კმ სიარული აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ნივთიერებათა ცვლას, რაც გვეხმარება არტერიული წნევის ციფრების დარეგულირებაში. უნდა ვიცოდეთ, რომ წონის მატებასთან ერთად იმატებს არტერიული წნევის მაჩვენებლები. საჭიროა:

  • სიგარეტზე, ალკოჰოლზე უარის თქმა;
  • მარილიანი საკვების შეზღუდვა;
  • კვების რაციონში მცენარეული, კალციუმით, მაგნიუმითა და კალიუმით მდიდარი საკვების გაზრდა, ცხოველური ცხიმების შეზღუდვა.

- როგორ შეიძლება ჰიპოტონიის კონტროლი და რომელი მედიკამენტებია განკუთვნილი მის სამკურნალოდ?

- არტერიული ჰიპოტონიის სიმპტომებიდან უნდა აღინიშნოს:

  • თავბრუსხვევა;
  • ადვილად დაღლა;
  • ძილიანობა;
  • შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • ტკივილი თავის არეში და ა.შ.

უმთავრესია ძილის დარეგულირება, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ფიზიკური აქტივობა: ცურვა, ფეხით სიარული, ფიტნესი. რაციონალური კვება 4-5-ჯერ დღეში, ვიტამინოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობაც ასევე აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ამაღლებს სისხლძარღვთა ტონუსს.