გულის მსოფლიო დღე - როგორ შევამციროთ დაავადების რისკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის მსოფლიო დღე - როგორ შევამციროთ დაავადების რისკი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობით, გულის მსოფლიო ფედერაცია 100-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს ღონისძიებებს, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობის მასობრივ შემოწმებას, საჯარო ლექციებს, სამეცნიერო ფორუმებს, სპექტაკლებს, გამოფენებს, კონცერტებს, ფესტივალებს, ორგანიზებულ სეირნობებსა და სპორტულ შეჯიბრს.

დღეისათვის გულსისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ინვალიდობისა და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორებია: ატერიული წნევის, სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის დონის მომატება, თამბაქოს მოხმარება, ხილისა და ბოსტენულის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ჭარბი წონა, სიმსუქნე და ფიზიკური ინერტულობა.

ინფარქტითა და ინსულტით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილის 80% თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით, თამბაქოს აკრძალვითა და ფიზიკური აქტივობით. ფიზიკური ვარჯიში, ფეხით სიარული ყოველდღიური მოთხოვნილება უნდა გახდეს ყველასთვის, თუ გვსურს შევინარჩუნოთ შრომის უნარი, გვქონდეს სრულფასოვანი და ხალისიანი ცხოვრება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარება, რაც რეგულარულ სამედიცინო დაკვირვებასა და სტრესთან ბრძოლას გულისხმობს.

საქართველოში გულის მსოფლიო დღე წლებია აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ეწყობა სპეციალური ღონისძიებები. წლევანდელი ღონისძიებები გაიმართება ბათუმში და მისი ორგანიზატორები არიან "გულის საერთაშორისო ფედერაცია", "საქართველოს გულის ფონდი", აჭარის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, კარდიოლოგიური კლინიკა “ადაპტი”.

როგორც "მკურნალი.გე"-ს "საქართველოს გულის ფონდის" პრეზიდენტმა, პროფესორმა მერაბ მამაცაშვილმა განუცხადა, ღონისძიებები მიეძღვნება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ხოლო დევიზია “გული ჯანმრთელობისთვის”.

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ნუსხა მრავალფეროვანია და მოიცავს სამეცნიერო კონსულტაციას, ლექციებს, გამოფენას, პაციენტების პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, სკრინინგს, სპორტულ ასპარეზობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მოსახლეობის ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფებზე, ვინაიდან ბოლო ხანებში ყურადღებას იპყრობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაახალგაზრდავების ტენდენცია, განსაკუთრებით ქალებში. ამის მიზეზად სახელდება თამბაქოს მზარდი მოხმარება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია ადრეული ასაკიდან უნდა ხორციელდებოდეს, ვინაიდან არასწორი კვება, პასიური ფიზიკური ცხოვრება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებების რისკებს.

გულის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ძირითადი ღონისძიება ბათუმში 7 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულები მიიღებენ საჩუქრებს და გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები. სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაწილი გაიხსნება ველომრბოლელთა ასპარეზობით. დღის მეორე ნახევარში სასტუმრო ”Wyndham"-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქართველი და უცხოელი ექიმების მონაწილეობით.

ლალი ჩხიკვაძე

თამარ მამაცაშვილი იხილეთ სხვა სტატიები და რჩევები კარდიოლოგიის საკითხებზე