გულის მკვებავი სისხლძარღვების დაავადების განვითარების მიზეზები, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის მკვებავი სისხლძარღვების დაავადების განვითარების მიზეზები, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საშუალებები

- ქალბატონო ნინო, რა როლი და ფუნქცია აქვს კორონარულ სისხლძარღვებს?

-კორონარული სისხლძარღვები ამარაგებენ გულს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების დაავადებას კორონარული დაავადება ეწოდება. სისხლძარღვის შიგნით ქოლესტერინის ფოლაქების, კალციუმის ან ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის ჩალაგება იწვევს გვირგვინოვანი არტერიების სანათურის შევიწროებასა და გულისკენ მიმავალი სისხლის ნაკადის შემცირებას. ამის შედეგად გულის კუნთი არასაკმარისად მარაგდება ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. ვითარდება ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ჩივილები: ტკივილი გულმკერდის არეში, სიმძიმის შეგრძნება, სუნთქვის გახშირება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მიოკარდიუმის ინფარქტი და უეცარი კარდიალური სიკვდილიც კი.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს მდგომარეობა?

ამის განვითარების რამდენიმე მიზეზი არსებობს. შეგვიძლია შემდეგი რისკის ფაქტორების რეგულირება:

  • მომატებული არტერიული წნევა;
  • ქოლესტერინის მაღალი დონე;
  • სიგარეტი;
  • ალკოჰოლი;
  • სისხლში შაქრის დონის მატება (შაქრიანი დიაბეტი);
  • სიმსუქნე;
  • სტრესი;
  • ცხოვრების უმოძრაო წესი.

არსებობს რისკფაქტორები, რომელთა მართვაც შეუძლებელია:

  • ასაკი;
  • გენეტიკური განწყობა;
  • სქესი.

- თქვენ აღწერეთ გვირგვინოვანი სისხლძარღვების დაავადების დროს განვითარებული ჩივილები. იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა სიმპტომები ახასიათებს ამ პრობლემას.

- კორონარული დაავადების ტიპური ნიშანია მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან ან ზეწოლის, სიმძიმის შეგრძნება, ასევე ქრონიკული ტკივილი, რომელიც მცირე დატვირთვისას შეიძლება აღმოცენდეს. ტკივილი გადაეცემა მარცხენა ხელში, ყბისა და ბეჭის არეში. ამ სიმპტომებს შეიძლება ახლდეს ქოშინი, ღებინება, ოფლიანობა, გახშირებული პულსი და შიშის გრძნობა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს დაავადების უტკივილო ფორმაც, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვხვდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებთან.

- რა სადიაგნოსტიკო მეთოდებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

- ტრადიციულად იკვლევენ: ანამნეზს, ეკგ-ს, ეკგ-ს დატვირთვისას, კეთდება გულის ექოკარდიოგრაფია და გულის კუნთის სცინტიგრამა. ეს არის დიაგნოსტიკის უინვაზიო მეთოდები. კვლევის ყველაზე ცნობილი და ხშირად გამოსაყენებელი ინვაზიური მეთოდია კორონაროგრაფია, რომლის დროსაც კონტრასტული ნივთიერების საშუალებითაც ხილული ხდება გულის სისხლძარღვები და მათი შევიწროების ადგილები. ამდენად, კორონაროგრაფია საშუალებას იძლევა დადგინდეს, კონკრეტულად რომელი არტერია რა ხარისხითაა შევიწროებული.

- როგორ მკურნალობენ ამ პათოლოგიას?

- მკურნალობის საშუალებებმაც განიცადეს ცვლილება. თუმცა მიოკარდიუმის ნორმალური კვებისთვის ძირითად პრინციპად რჩება დახშულ სისხლძარღვში სისხლის მიმოქცევის აღდგენა. ეს კი მიიღწევა ორი გზით - მედიკამენტურად და ქირურგიულად.

- როდის რომელი მეთოდი გამოიყენება?

- სამკურნალო პრეპარატების ძირითადი ფუნქცია სისხლძარღვების სანათურის გაფართოების უზრუნველყოფაა. ამ მხრივ კლასიკური პრეპარატია ნიტროგლიცერინი, რომელიც “სასწრაფო დახმარებასავით” გამოიყენება. კორონარული არტერიების ფონური გაფართოებისათვის გამოიყენება ნიტროგლიცერინის პროლონგირებული სხვადასხვა ფორმა და სხვა პრეპარატები, რომლებიც, როგორც წესი, დღეში ერთხელ მიიღება. ასევე აუცილებელია სისხლში “ცუდი ქოლესტერინის” დონის დაქვეითება, ამისათვის კარდიოლოგების არსენალში არსებობს სხვადასხვა პრეპარატი, რომლებიც ამპრობლემას აგვარებს. ამას გარდა, კორონარული სისხლძარღვების დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება: ანტიაგრეგანტები (სისხლის გამათხელებლები), ანტიარითმიული, ანტიჰიპერტენზიული და სხვა საშუალებები.

- ქირურგიული ჩარევა როდის ხდება?

- არსებობს მკურნალობის შემდეგი მეთოდები: ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირება. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, პირველის გაგრძელებაა. შევიწროებული სისხლძარღვები ფართოვდება ბალონის კათეტერით. თუ აღნიშნული ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია (სხვადასხვა კორონარული სისხლძარღვის შევიწროებისას), აუცილებელია შუნტირება (შემოვლითი არტერიული ანასტომოზის შექმნა). ამ შემთხვევაში მკურნალობის ყველაზე რადიკალური ქირურგიული მეთოდია (აორტოკორონარული შუნტირება). მკურნალობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შევიწროებულ არტერიაში სისხლის მიმოქცევის აღდგენასა და შესაბამისად, მიოკარდიუმის უბნის კვების გაუმჯობესებას გულისხმობს.

- რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ მდგომარეობას?

- მკურნალობის გარეშე გვირგვინოვანი სისხლძარღვების დაავადება იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს ან უეცარ კარდიალურ სიკვდილს. გადაუდებელი დახმარების გარეშე კი ჟანგბადით მომარაგების დარღვევა იწვევს გულის კუნთის უბნის კვდომას. ამას გარდა, შესაძლებელია რიტმის დარღვევა და გულის კუნთის სისუსტე.

- რას გულისხმობს პროფილაქტიკური ღონისძიებები?

  • სიგარეტისთვის თავის დანებებას;
  • სიმსუქნისას სხეულის მასის კორექციას;
  • რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას;
  • არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონის კორექციას;
  • აუცილებელია მუშაობის რეჟიმის დაბალანსება, ასევე რისკის ფაქტორების მინიმიზება.