რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
სამკურნალო კვება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს
სამკურნალო კვება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს

თურმე ჩვენი თირკმელები ტიტანურ შრომას ეწევიან. თავად განსაჯეთ: 1,5 ლ შარდის (ეს დღიური ნორმაა) წარმოსაქმნელად აუცილებელია, თირკმლის გორგლებმა სისხლიდან 170 ლ პირველადი შარდი გამოფილტრონ, საიდანაც 168,5 ლიტრი უკან, სისხლშივე ბრუნდება. ამ ფილტრატის წარმოსაქმნელად თირკმელებში დღე-ღამეში ორმა ტონა სისხლმა უნდა გაიაროს. შარდკენჭოვანი დაავადება (უროლითიაზი) ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ვითარდება. ამის შედეგად თირკმელებსა და შარდგამომტან გზებში წარმოიქმნება სხვადასხვა ქიმიური თვისების, ფორმისა და ზომის კენჭები.

თუ ჯერ მხოლოდ მარილოვანი ცვლაა დარღვეული, შარდში ქვიშა ჩნდება, კენჭი კი ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული - ამ შემთხვევაში შარდმჟავა დიათეზზე საუბრობენ. ამ სტადიაში თირკმელებში კენჭის ჩამოყალიბების თავიდან აცილება შესაძლებელია სამკურნალო კვების დახმარებით. ექიმები ავადმყოფებს სამკურნალო დიეტას იმის მიხედვით უდგენენ, რომელი მარილი ჭარბობს მათ შარდში – ურატები, ოქსალატები, ფოსფატები თუ სამივე ჭარბადაა. ურატული კენჭები თირკმელებში პურინული ცვლის დარღვევის შედეგად წარმოიქმნება.


ამ შემთხვევაში ინიშნება დიეტა #6:

  • იკრძალება პურინების შემცველი საკვები - ტვინი, ღვიძლი, თირკმელები, შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ბულიონი, ძეხვეული, ხორცისა და თევზის კონსერვები, მწნილი, მარინადი, მჟაუნა, სატაცური, ლობიო, სოია, მუხუდო, ყავა, კაკაო, შოკოლადი, მაგარი ჩაი. ცოტაოდენი ხორცი შეიძლება, მაგრამ კარგად მოხარშული.
  • სუფრის მარილი დღეში 10 გ-მდე უნდა შეიზღუდოს, იმავდროულად უნდა გაიზარდოს გამატუტიანებელი პროდუქტები, მაგალითად, მცენარეული საკვები და რძის ნაწარმი.
  • თუ პურს, შაქარს, ბურღულეულს, კვერცხს ბუნებრივი სახით მივიღებთ, ორგანიზმში გაცილებით ნაკლები მჟავას ეკვივალენტი წარმოიქმნება, ვიდრე დამუშავებული სახით მიღებისას. ასე რომ, უპირატესობა უნდა მიენიჭის ყვითელ შაქარს, დაცეხვილი მარცვლეულის პურს, გაურჩეველ ბრინჯს, კანიანად მოხარშულ კარტოფილს და სხვა.
  • შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს თეთრი შაქარი და ჩაენაცვლოს მას ჩირი და თაფლი.
  • უმი ბოსტნეული, მათ შორის - კარტოფილი, კიტრი, ჭარხალი, ასევე - ხილი, კენკრა, მათ შორის - საზამთრო, მსხალი, ატამი, შეიძლება მიიღოთ განუსაზღვრელი რაოდენობით.
  • შეიძლება მიიღოთ შავი ბოლოკის წვენი თაფლით (1:2), ერთი სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ (მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 კვირას). ამ ნარევს აქვს შარდმდენი მოქმედება და ხელს უწყობს კენჭების გამოძევებას.
  • რეკომენდებულია დიდი რაოდენობით (დღეში 2 ლ და მეტი) სითხის (მათ შორის - ვიტამინიზებული წვენების, ტუტე მინერალური წყლების) მიღება კვებიდან კვებამდე და უზმოდ. თუ შარდთან ერთად დიდხანს გამოიყოფა ურატები, აუცილებელია სპეციალური განსატვირთი დიეტა ხილით, კარტოფილით. კარტოფილ-ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით.
  • ოქსალატური კენჭები მჟაუნმჟავას მარილებია. როცა ეს მარილები შარდში ჭარბადაა, ვითარდება ოქსალურია, რომლის ძირითადი მიზეზია ორგანიზმში გლიცინისა და გლიოქსილის მჟავას ცვლის დარღვევა.


ავადმყოფებისთვის რეკომენდებულია დიეტა #14:

  • რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მჟაუნმჟავას შემცველი პროდუქტები: მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი, ისპანახი, ნატურალური ყავა, რევანდი, ხახვი, ოხრახუში და სხვა ფოთლოვანი მწვანილი და პომიდორი. მათ ნაცვლად მიირთვით ბადრიჯანი, გოგრა, მუხუდო, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, სოკო, რომელშიც ეს მჟავა ცოტაა, ასევე - ბ6 ვიტამინით და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
  • ოქსალატების ორგანიზმიდან გამოძევებას ხელს უწყობს ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ყურძენი, კომში.
  • თუ დიეტას მკაცრად დაიცავთ, ორგანიზმში ოქსალატების წარმოქმნა მედიკამენტების გარეშეც საგრძნობლად (40%-ით და მეტით) შემცირდება.
  • ფოსფატურიის დროს (შარდში ფოსფორ-კალიუმის
    მარილების გამოყოფა ხდება) იზღუდება გამატუტიანებელი მოქმედების და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. მიირთვით საკვები, რომელიც ცვლის შარდის რეაქციას მჟავიანობისკენ (პური და ფქვილის ნაწარმი, ბურღულეული, ხორცი და თევზი).
  • იკრძალება: რძის, ბოსტნეულისა და ხილის წვნიანები, შაშხი, დამარილებული და შებოლილი თევზი, რძე და რძის ნაწარმი, კარტოფილი, ბოსტნეულის სალათები, ვინეგრეტი და ბოსტნეულის კონსერვი, რძეზე მომზადებული ტკბილი კერძები, ხილის, კენკრის და ბოსტნეულის წვენები.
  • რეკომენდებულია სითხის უხვად მიღება (უზმოზე და კვებიდან კვებამდე), რასაკვირველია, თუ უკუჩვენება არ აქვს.
  • სუფრის მარილის დღიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გრამს.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყველასათვის კარგად ნაცნობი ტერმინი - “გლომერულონეფრიტი” - თირკმლის იმ დაავადებების აღსანიშნავად გამოიყენება, რომელთაც ახასიათებს თირკმლის ძალიან პატარა სისხლძარღვების - კაპილარებისაგან წარმოქმნილი გორგლების ანთება. თავის მხრივ, თირკმლის გორგალი არის მისი ძალიან პატარა ზომის ფილტრი. თითოეული თირკმელი მილიონობით გორგალს შეიცავს.

ორგანიზმს სჭირდება ფოსფორი, ძლიერი ძვლების შესანარჩუნებლად და აღსადგენად. ეს ელემენტი ასევე მნიშვნელოვანია ნერვებისა და ორგანიზმის სხვა სისტემებისთვის. აღნიშნული მინერალური ელემენტი, გავრცელების მიხედვით მეორეა, კალციუმის შემდეგ.
ჯანმრთელი თირკმელი, სხვა ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციასთან ერთად, ორგანიზმის ნარჩენებისაგან გაწმენდისა და ჭარბი წყლის მოცილების ფუნქციასაც ასრულებს. ამის გათვალისწინებით, თავადაც მიხვდებით, რომ სისხლისა და შარდის ლაბორატორიული გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს, რამდენად უმკლავდება ორგანიზმისათვის ასეთი აუცილებელი ორგანო თავის ფუნქციას. გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევენ გამომსახველობითი კვლევები და თირკმლის ქსოვილის მიკროსკოპული შესწავლა. ქვემოთ შევეცდებით მოკლედ გავნიხილოთ ეს კვლევები.

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდიკა, რომელიც შეიძლება გახდეს დიალიზის ან ტრანსპლანტაციის ალტერნატივა. საუბარია ბიოხელოვნურ თირკმელზე, რომელიც განკუთვნილი იქნება თირკმლის უკმარისობიანი პაციენტებისთვის.მეცნიერების აზრით, ანალოგიურად შესაძლებელი იქნება ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და სხვა ორგანოების შეცვლა.
თურმე ყავისა და სხვა კოფეინიანი სასმელების ხშირი სმა შარდკენჭოვანი დაავადების პროგრესს აჩქარებს.
მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი მიკროჩიპიანი ხელოვნური თირკმელი შექმნეს. ამ ბიოჰიბრიდულ მოწყობილობას შეეძლება
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.