რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ვიტამინები - მითი და რეალობა
ვიტამინები - მითი და რეალობა

ა ვიტამინი - რეტინოლი
ა ვიტამინს ვიღებთ ხილით, ბოსტნეულით, კვერცხით, რძით, კარაქით, ხორცით, ზღვის თევზით. ამ ვიტამინის დანიშნულება არის ა ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა. A ვიტამინი შესაძლოა ეფექტური იყოს:

  • ისეთი დაავადებების გართულებათა სამკურნალოდ, როგორებიცაა მალარია, შიდსი, წითურა და ფაღარათი;
  • ა ვიტამინის დეფიციტისას ბავშვებში;
  • ორსულობის დროს;
  • სარძევე ჯირკვლის სიმსივნისას;
  • თვალის ლაზერული ქირურგიის შემდეგ ე ვიტამინთან ერთად.

ა ვიტამინი შესაძლოა უეფექტო იყოს:

  • ორსულობის შეწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის წინააღმდეგ;
  • კვებითი დეფიციტის მქონე ქალებში;
  • ანემიისას;
  • ქიმიოთერაპიის გართულებების შემცირებისთვის.

სავარაუდოდ, ა ვიტამინი უეფექტოა:

  • თავისა და კისრის სიმსივნეთა რისკის შესამცირებლად;
  • ბავშვებში ფილტვების ანთების სამკურნალოდ.

არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება ა ვიტამინის ეფექტიანობის შესახებ:

  • ფილტვის, საკვერცხის, საშვილოსნოს ყელის, საყლაპავის, პანკრეასის, მსხვილი ნაწლავის, კუჭის სიმსივნეების დროს;
  • მხედველობის გაუმჯობესების კუთხით მაკულოდისტროფიის, გლაუკომის დროს;
  • იმუნური სისტემის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.


უსაფრთხოა თუ არა ა ვიტამინი?
A ვიტამინი აუცილებელია თვალების, კანის, იმუნური სისტემის და სხვა ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მოზრდილებში დღეში 10 000 ერთეულზე ნაკლები დოზით გამოყენებისას ა ვიტამინი უსაფრთხოა. დადგენილია, რომ მოზრდილებს, რომლებიც საკმარისი რაოდენობით იღებენ რძის ნაწარმს ცხიმის დაბალი შემცველობით, ბოსტნეულსა და ხილს, ა ვიტამინის დამატება არ ესაჭიროებათ.  ა ვიტამინის ხანგრძლივი დროით ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, გაღიზიანება, უმადობა, მუცელში დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მატება, ოფლიანობა. A ვიტამინის ჭარბი რაოდენობა მენოპაუზის პერიოდში ზრდის ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების რისკს. სადღეისოდ სულ უფრო მეტი ინფორმაცია გროვდება ა ვიტამინის ჭარბი დოზების გამოყენებით გამოწვეული ზიანის და არა სარგებლობის შესახებ. ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, რომ შესაძლოა გაიზარდოს გვერდითი ეფექტებისა და სიკვდილის რისკი. A ვიტამინის მიღება არ არის რეკომენდებული, თუ:

  • პაციენტი იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
  • მაღალი აქვს გარკვეული ტიპის ქოლესტერინი;
  • აქვს ღვიძლის დაავადება.


ვიტამინი ბ3
ვიტამინი ბ3 ანუ ვიტამინი პპ, ნიაცინამიდი, ნიკოტინის მჟავა ეფექტურია ნიაცინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ცნობილია, რომ ნიაცინის დეფიციტი იწვევს პელაგრას. დაავადება ხასიათდება კანის ცვლილებით, ლორწოვანის ანთებით, ფაღარათით, გონებრივი დარღვევებით. Gდადგენილია ნიაცინის როლი ჰიპერქოლესტერინემიის მკურნალობისას. შესაძლოა ნიაცინი ეფექტური იყოს:

  • ფაღარათისას;
  • შაქრიანი დიაბეტისას;
  • კატარაქტის პროფილაქტიკისათვის;
  • ოსტეოართრიტისას;
  • ალცჰაიმერის დაავადების დროს - გამოვლინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც საკმარისად იღებს ნიაცინს საკვებით ან ვიტამინებით, ალცჰაიმერის დაავადების ნაკლები რისკი აქვს, თუმცა ეს არ არის დიდი კვლევებით დამტკიცებული და ამიტომ ნიაცინი პროფილაქტიკურად ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ არ ინიშნება.

არ არის დადასტურებული ნიაცინის ეფექტურობა შაკიკის, თავბრუხვევის, დეპრესიის, ალკოჰოლიზმის, აკნეს დროს.


რამდენად უსაფრთხოა ნიაცინი და ნიაცინამიდი (ვიტამინი ბ3)
ნიაცინი და ნიაცინამიდი აუცილებელია ორგანიზმში ცხიმისა და ნახშირწყლების ნორმალური ცვლისათვის და უჯრედების ფუნქციონირებისათვის. ადამიანთა დიდი ნაწილისათვის ის უასფრთხოა. ზოგჯერ მან შეიძლება გამოიწვიოს ალების მსგავსი რეაქცია - სახის, ზედა კიდურების და გულმკერდის არეში წვა, სიწითლე, თავის ტკივილი. ამ სიმპტომებს აუარესებს ალკოჰოლის მიღება. პრეპარატის უფრო დიდი დოზების მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს სერიოზული გვერდითი ეფექტები, რის გამოც მსგავსი მკურნალობა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება მიმდინარეობდეს. ნიაცინი და ნიაცინამიდი შეიძლება სისხლში გლუკოზის მატების მიზეზად იქცეს, ამიტომ მათი მიღებისას დიაბეტით დაავადებულებმა უნდა აკონტროლონ სისხლში გლუკოზის დონე. ნიაცინი და ნიაცინამიდი არ არის რეკომენდებული:

  • ალერგიისას - შესაძლოა სიმპტომების გამწვავება;
  • ნაღვლის ბუშტის დაავადებისას;
  • პოდაგრისას;
  • სტენოკარდიისას;
  • დაბალი წნევისას;
  • თირკმლისა და ღვიძლის დაავადებებისას;
  • კუჭის ან ნაწლავის წყლულისას;
  • ახლო მომავალში დაგეგმილი ოპერაციის წინ.

პრეპარატის რეკომენდებული დოზა 14-16 მგ-ია, მაქსიმალური კი 30 მგ.


ვიტამინი ბ5 - პანტოთენის მჟავა
ბ5 ვიტამინი ფართოდ არის გავრცელებული მცენარეულ და ცხოველურ პროდუქტებში. ამ ვიტამინის დანიშნულება მისი დეფიციტის პროფილაქტიკაა. მართალია, ბ5 ვიტამინს მრავალი პათოლოგიის დროს იყენებენ, მაგრამ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება მისი ეფექტურობის შესახებ კანის დაავადებების, ალკოჰოლიზმის, ალერგიის, რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართროზის, თმის ცვენის, ასთმის, გულის, ფილტვების და სხვა დაავადებების დროს.


ვიტამინი ბ5-ის როლი
ვიტამინი ბ5 ანუ პანტოთენის მჟავა აუცილებელია ჯანმრთელი კანისა და ნორმალური ნივთიერებათა ცვლისთვის.




თარიღი : 20-01-2015
es staitia rodis aris dawerili da atvirtuli? dzalian mchirdeba gtxovta
es staitia rodis aris dawerili da atvirtuli? dzalian mchirdeba gtxovta
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კაკაოს მოყვარულთა ორგანიზმში დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შენელებულია, - აცხადებენ გერმანელი მეცნიერები. ეს არომატული სასმელი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, რადგანაც ის ასტიმულირებს კანის უჯრედების მეტაბოლიზმს და კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. 
სტატინები ქოლესტერინის დამაქვეითებელი მძლავრი საშუალებაა, თუმცა, ბევრი - გვერდითი ეფექტის შემცველი. მაგალითად, ერთ-ერთი სტატინის - ატორვასტატინის უარყოფითი (გვერდითი) მოვლენებიდან აღსანიშნავია გულისრევა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სისხლში შაქრის დონის მომატება.
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი „პლასტირი“. ის ორგანიზმს, სპეციალური მიკროსკოპული ნემსების საშუალებით, პრობლემურ ზონებში აწვდის ცხიმის დამწველ საშუალებას. მოწყობილობა უკვე გამოსცადეს თაგვებზე.
იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს კურკუმინი და კვერცეტინი. პირველი ნაერთი შეიძლება პოპულარულ სანელებელ კურკუმაში მოვიძიოთ. მეორე კი წითელ ხილსა და ბოსტნეულშია (ალუბალი, ვაშლი, პომიდორი და სხვ.). შესაბამისად, სხვადასხვა დაავადებისგან დასაცავად, მეცნიერები ამ პროდუქტებთან ერთად კურკუმას მიღებას გვირჩევენ.
დადგენილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლაც ნელდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება 35 წლის შემდეგ. ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად კარგი იქნება რამდენიმე წესის გათვალისწინება.
შოკოლადის მოყვარულებს ალბათ ძალიან გაახარებთ იტალიელი მეცნიერების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ შოკოლადი გაცილებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე აქამდე გვეგონა!
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.