რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
რა რაოდენობის შაქრის მოხმარებაა დასაშვები
რა რაოდენობის შაქრის მოხმარებაა დასაშვები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შაქრის უსაფრთხო, ზღვრული ლიმიტი დაადგინა. ექსპერტების აზრით, ადამიანმა დღეში 25-დან 50 გრამამდე შაქარი უნდა მოიხმაროს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ შაქრის მოხმარება. მაგრამ სრულად მას ვერ გამოვრიცხავთ და არც
არის საჭირო, რადგანაც მცირე დოზებით, ნატურალური შაქარი საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ბევრი მცენარეული პროდუქტი (ხილი, კენკრა, ბოსტნეული, ნიგოზი) შეიცავს ბუნებრივ შაქარს-ფრუქტოზას, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ადვილად და სრულად ითვისებს. თუ ადამიანი ფრუქტოზას ნაკლებობას განიცდის, მას უჩნდება ტკბილის-ტორტის, კანფეტის, შოკოლადის მიღების სურვილი, რის გამოც ორგანიზმი თანდათანობით ეჩვევა მავნე რაფინადს, რაც შაქარზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების პირდაპირი გზაა.

საერთოდ, სჯობს თავი შევიკავოთ კანფეტების, შედედებული რძის, ტორტების, მურაბების (მათში კონცენტრირებული რაფინირებული შაქრის მაღალი შემცველობაა) მიღებისაგან. შოკოლადიც არ არის საუკეთესო არჩევანი. გამონაკლისს მწარე შოკოლადი წარმოადგენს.


ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კაკაოს მოყვარულთა ორგანიზმში დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შენელებულია, - აცხადებენ გერმანელი მეცნიერები. ეს არომატული სასმელი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, რადგანაც ის ასტიმულირებს კანის უჯრედების მეტაბოლიზმს და კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. 
სტატინები ქოლესტერინის დამაქვეითებელი მძლავრი საშუალებაა, თუმცა, ბევრი - გვერდითი ეფექტის შემცველი. მაგალითად, ერთ-ერთი სტატინის - ატორვასტატინის უარყოფითი (გვერდითი) მოვლენებიდან აღსანიშნავია გულისრევა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სისხლში შაქრის დონის მომატება.
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი „პლასტირი“. ის ორგანიზმს, სპეციალური მიკროსკოპული ნემსების საშუალებით, პრობლემურ ზონებში აწვდის ცხიმის დამწველ საშუალებას. მოწყობილობა უკვე გამოსცადეს თაგვებზე.
იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს კურკუმინი და კვერცეტინი. პირველი ნაერთი შეიძლება პოპულარულ სანელებელ კურკუმაში მოვიძიოთ. მეორე კი წითელ ხილსა და ბოსტნეულშია (ალუბალი, ვაშლი, პომიდორი და სხვ.). შესაბამისად, სხვადასხვა დაავადებისგან დასაცავად, მეცნიერები ამ პროდუქტებთან ერთად კურკუმას მიღებას გვირჩევენ.
დადგენილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლაც ნელდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება 35 წლის შემდეგ. ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად კარგი იქნება რამდენიმე წესის გათვალისწინება.
შოკოლადის მოყვარულებს ალბათ ძალიან გაახარებთ იტალიელი მეცნიერების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ შოკოლადი გაცილებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე აქამდე გვეგონა!
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.