რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
როგორ შევარჩიოთ წვენების კომბინაცია დანიშნულების მიხედვით
როგორ შევარჩიოთ წვენების კომბინაცია დანიშნულების მიხედვით
წარმოგიდგენთ გამაჯანსაღებელი წვენების 12 რეცეპტს, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება:
1.სტაფილო + კოჭა +ვაშლი - ამაგრებს და იცავს იმუნურ სისტემას.
2.ვაშლი + კიტრი + ნიახური - იცავს ორგანიზმს კიბოსგან, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აწესრიგებს კუჭის მოქმედებასა და გვაშორებს თავის ტკივილს.
3.პომიდორი +სტაფილო+ვაშლი - აუმჯობესებს კანის ფერს და აქრობს პირიდან უსიამოვნო სუნს.
4.მწარე წიწაკა + ვაშლი + რძე - პირიდან უსიამოვნო სუნს აქრობს და აქვეითებს ტემპერატურას.
5.ფორთოხალი + კოჭა + კიტრი - აუმჯობესებს კანის ფერს, ატენინებს მას და აქვეითებს ტემპერატურას.
6.ანანასი + ვაშლი+
საზამთრო - გამოჰყავს ზედმეტი მარილები, კვებავს საშარდე გზებს.
7.ვაშლი + კიტრი + კივი - ატენიანებს და აუმჯობესებს კანის ფერს.
8.მსხალი და ბანანი - არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.
9.სტაფილო + ვაშლი + მსხალი + მანგო - ზრდის ტოქსინებისადმი წინააღმდეგობას. აქვეითებს წნევას
10.ყურძენი + საზამთრო + რძე - С ვიტამინს +B2 ვიტამინი, რომელიც ზრდის უჯრედულ აქტივობას და ორგანიზმის იმუნიტეტს.
11.პაპაია + ანანასი +რძე - С, E ვიტამინები, რკინა - აუმჯობესებს კანის ფერსა და ნივთიერებათა ცვლას.
12.ბანანი + ანანასი + რძე - მდიდარია ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით, ხსნის ყაბზობის პრობლემას.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კაკაოს მოყვარულთა ორგანიზმში დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შენელებულია, - აცხადებენ გერმანელი მეცნიერები. ეს არომატული სასმელი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, რადგანაც ის ასტიმულირებს კანის უჯრედების მეტაბოლიზმს და კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. 
სტატინები ქოლესტერინის დამაქვეითებელი მძლავრი საშუალებაა, თუმცა, ბევრი - გვერდითი ეფექტის შემცველი. მაგალითად, ერთ-ერთი სტატინის - ატორვასტატინის უარყოფითი (გვერდითი) მოვლენებიდან აღსანიშნავია გულისრევა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სისხლში შაქრის დონის მომატება.
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი „პლასტირი“. ის ორგანიზმს, სპეციალური მიკროსკოპული ნემსების საშუალებით, პრობლემურ ზონებში აწვდის ცხიმის დამწველ საშუალებას. მოწყობილობა უკვე გამოსცადეს თაგვებზე.
იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს კურკუმინი და კვერცეტინი. პირველი ნაერთი შეიძლება პოპულარულ სანელებელ კურკუმაში მოვიძიოთ. მეორე კი წითელ ხილსა და ბოსტნეულშია (ალუბალი, ვაშლი, პომიდორი და სხვ.). შესაბამისად, სხვადასხვა დაავადებისგან დასაცავად, მეცნიერები ამ პროდუქტებთან ერთად კურკუმას მიღებას გვირჩევენ.
დადგენილია, რომ ასაკის მატებასთან ერთად ნივთიერებათა ცვლაც ნელდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება 35 წლის შემდეგ. ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად კარგი იქნება რამდენიმე წესის გათვალისწინება.
შოკოლადის მოყვარულებს ალბათ ძალიან გაახარებთ იტალიელი მეცნიერების მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ შოკოლადი გაცილებით სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ვიდრე აქამდე გვეგონა!
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.