მეცნიერები ძილის დარღვევებს D ვიტამინის დეფიციტს უკავშირებენ
D ვიტამინი და ხარისხიანი ძილი ეფექტური კომბინაციაა მენსტრუალურ, ზურგის ქრონიკულ ტკივილთან და ართრიტთან გასამკლავებლად.
კვლევის მონაცემების თანახმად, D ვიტამინს შეუძლია ორგანიზმის ანთებით პასუხზე ზემოქმედება. ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული ტკივილის შეგრძნება. D ვიტამინის დეფიციტთანაა დაკავშირებული ძილის დარღვევებიც. სპეციალისტები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ D ვიტამინი მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ რთულ პროცესში, ძილისა და ტკივილის შეგრძნების რეგულაციის ჩათვლით.
მეცნიერების მტკიცებით, D ვიტამინს უნიკალური თვისებები გააჩნია. იგი იცავს უჯრედებს ცილების მუშაობის დარღვევისა და მათი არასწორი შედედებისას.
ლალი ჩხიკვაძე