რა პრობლემებს ქმნის D ვიტამინის დეფიციტი
თურმე D ვიტამინის დეფიციტი ჭკუასუსტობის განვითარებას განაპირობებს. ბევრ ფუნქციასთან ერთად D ვიტამინი ამცირებს გულის დაავადებათა, გაფანტული სკლეროზისა და რევმატოიდული ართრიტის განვითარების რისკს.
ახლახან ავსტრალიელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ის პირები, რომლებიც საკმარის დროს ატარებენ მზეზე (ხელს უწყობენ D ვიტამინის გამომუშავებას), იშვიათად იტანჯებიან დემენციით. დასკვნა 1600 ადამიანზე 6-წლიანი დაკვირვების შედეგად გაკეთდა. ამ პირებს შორის მეცნიერები საგულდაგულოდ შეისწავლიდნენ ალცჰაიმერისა და სხვა ტიპის დემენციის შემთხვევებს.
ადამიანებს, რომლებსაც D ვიტამინის ზომიერი დეფიციტი აღენიშნებოდათ, დემენციის განვითარების 53 %-იანი რისკი აღმოაჩნდათ. D ვიტამინის მძიმე დეფიციტი კი აღნიშნული პათოლოგიის რისკს 122 %-ით ზრდიდა. ახლა მეცნიერები იმას იკვლევენ, შეძლებს კი D ვიტამინით გამდიდრებული ბადები (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები) და საკვები რაციონის ცვლილება (მაგალითად, თევზის ქონის ჩართვა) მდგომარეობის გამოსწორებას.
D ვიტამინის დეფიციტთან მეხსიერების დაქვეითებისა და აზროვნებითი ფუნქციის შესუსტების კავშირი ჯერ კიდევ 2015 წელს დაადგინდა.
თინათინ გოცაძე