ხშირი ავადობა, სახსრების ტკივილი, შეკრულობა, დაღლილობა - ორგანიზმის გაუწყლოების 11 ნიშანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხშირი ავადობა, სახსრების ტკივილი, შეკრულობა, დაღლილობა - ორგანიზმის გაუწყლოების 11 ნიშანი

მიუხედავად ამისა, ბევრი ყოველდღიურად, საკმარისი რაოდენობით წყალს არ იღებს, რითაც ორგანიზმს სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსს უკარგავს.

1. პირის სიმშრალე.

საკმაოდ თვალსაჩინო სიმპტომია, განსხვავებით მისი შედეგებისა. ცხადია, ნებისმიერ მომენტში, როდესაც ამ უსიამოვნო გრძნობას აწყდებით, გსურთ რაიმე სითხის მიღება. მაგრამ ტკბილი სასმელები პრობლემას მხოლოდ დროებით აგვარებს. სასმელი წყალი ატენიანებს პირისა და ყელის ლორწოვან გარსს და წყურვილის გრძნობაც დიდხანს აღარაა შემაწუხებელი.

2. მშრალი კანი.

კანი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელსაც ესაჭიროება დატენიანება. მშრალი კანი სრული გაუწყლოების ერთ-ერთი ნაადრევი სიმპტომია, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. წყლის უკმარისობა, ოფლის ნაკლებობას ნიშნავს. ეს უკანასკნელი კი აუცილებელია ორგანიზმიდან დღის განმავლობაში გამომუშავებული ჭარბი ცხიმისა და ჭუჭყის გამოსადევნად. ამის თავიდან აცილების ყველაზე მარტივი საშუალება მეტი წყლის დალევაა.

3. გაძლიერებული წყლურვილის გრძნობა.

ნაბახუსევის სინდრომისთვის დამახასიათებელი მოვლენაა. ალკოჰოლი ორგანიზმის სრულ გაუწყლოებას იწვევს, რის გამოც ტვინი ჯიუტად აგზავნის SOS სიგნალს.

4. თვალის სიმშრალე.

არასაკმარისი რაოდენობით წყლის მოხმარების ნიშანია მშრალი, ჩაწითლებული თვალები. საკმარისი რაოდენობის წყლის გარეშე საცრემლე არხიც შრება, რაც თვალისთვის საზიანოა, განსაკუთრებით კონტაქტური ლინზების ხმარებისას.

5. სახსრების ტკივილი.

სახსრები და ხრტილოვანი დისკები 80% წყლისგან შედგება, რათა ძვლები, სიარულისას ერთმანეთს არ ეხახუნებოდეს და სახსრებმა გაუძლოს მკვეთრი მოძრაობების (სირბილი, ხტუნვა ან უხერხული დაცემა) შედეგებს.

6. კუნთოვანი მასის შემცირება.

კუნთებიც მეტწილად წყლისგან შედგება, ამიტომ რაც უფრო ნაკლებია ორგანიზმში წყალი, მით ნაკლებია კუნთური მასა. ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ წყლის დალევა, აუცილებელია არა მარტო კომფორტისთვის, არამედ ფიზიკურ ვარჯიშთან დაკავშირებული ანთებისა და ტკივილის განვითარების ალბათობის შესამცირებლად.

7. ხშირად ავადობა.

წყალი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უწყობს ხელს. არასაჭირო პროდუქტების გასაფილტრად, ორგანოები ერთიანი მექანიზმივით მუშაობს. მაგრამ წყლის გარეშე მექანიზმი საჭიროებისამებრ ვერ იფუნქციონირებს. საბოლოო ჯამში გაუწყლოებულ ორგანიზმში ორგანოები იწყებენ წყლის „გადაქაჩვას“ სისხლიდან, რაც პრობლემებს კიდევ მეტად აჩენს.

8. დაღლილობა, ძილიანობა.

როდესაც სხეული წყალს სისხლიდან „იღებს“, გაუწყლოება იწვევს ორგანოებთან გადასატანი ჟანგბადის ნაკლებობას, რაც პირდაპირ კავშირშია ძილიანობასა და დაღლილობასთან.

9. შიმშილის გრძნობა.

გაუწყლოებული ორგანიზმი შიმშილის სიგნალსაც აგზავნის. ეს ხდება დღის განმავლობაში, ხოლო ღამით ვითარდება შემაწუხებელი შიმშილის გრძნობა. საკვების მიღება კი სხეულს მუშაობას აიძულებს, მაშინ, როდესაც წყალი ასუფთავებს მას და ყველა პროცესისთვის აუცილებელ „საწვავს“ აწვდის.

10.საკვების მონელების პრობლემები.

მნიშვნელოვანია არა მარტო პირის ღრუს, არამედ მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის დატენიანება. საკმარისი სითხის არარსებობისას კუჭში ლორწოს რაოდენობა და სიმკვრივე მცირდება, რის შედეგადაც კუჭის წვენი აზიანებს შინაგან ორგანოებს, რაც იწვევს გულძმარვასა და კუჭის ფუნქციონირების დარღვევას.

11. ნაადრევი დაბერების ნიშნები.

ორგანიზმის მიერ შეკავებული წყლის რაოდენობა ასაკთან ერთად მცირდება, ამიტომ აუცილებელია წყლის მოხმარების გაზრდა. ნაადრევი დაბერების ნიშნები უფრო თვალსაჩინო გარეგნულადაა, მაგრამ შინაგანი ორგანოების მიმართ მიყენებული ზიანი დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება. ამასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად, მთელი ცხოვრების მანძილზე აუცილებელია წყლის რეჟიმის დაცვა.

ლალი ჩხიკვაძე