რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ დავამარცხოთ თვალის ტკიპა
როგორ დავამარცხოთ თვალის ტკიპა

დემოდეკოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. როგორ ავიცილოთ თავიდან ის ან რა გზას დავადგეთ დასნებოვნების შემთხვევაში? გვესაუბრება შპს "რონიკოს" ექიმი ოფთალმოლოგი დარეჯან ქელბაქიანი.


- რა არის დემოდეკოზი? როგორ ვრცელდება ის?
- დემოდეკოზი კანის დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპული ტკიპა დემოდექსი იწვევს. ეს პაწაწინა, სულ რაღაც 0,2-0,5 მმ ზომის ცოცხალი ორგანიზმი - თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან უჯრედებში იბუდებს. განაყოფიერების შემდეგ მდედრი ტკიპა კანის ზედაპირზე ამოდის, თავისუფალ ცხიმოვან ჯირკვლებსა და თმის ძირებს პოულობს და კვერცხებს ყრის, საიდანაც მალე ახალი ტკიპები იჩეკება.

ტკიპების ცხოველმყოფელობის უბანში კანი წითლდება, უჩნდება წვრილი გამონაყარი. ყველაზე ხშირად ზიანდება ცხვირი, ლოყები, ტუჩები და ქუთუთოები. ზოგჯერ პროცესი ამაზე შორს აღარ მიდის, დემოდექსი მშვიდობიანად ბინადრობს კანზე და ჩამოფცქვნილი უჯრედებით იკვებება, მაგრამ საკმარისია, ორგანიზმი დასუსტდეს, რომ პარაზიტი კანის ღრმა შრეებში იჭრება და ანთებას იწვევს. დაავადების გამწვავებას უკავშირებენ ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციურ დარღვევას, სტრესს, იმუნიტეტის დაქვეითებას. შესაძლო მიზეზებად მიიჩნევენ აგრეთვე დიდი ოდენობით ყავის, ალკოჰოლის და ცხარე/მჟავე საკვების მიღებას, კომპიუტერთან ხანგრძლივ მუშაობას, ჭარბ გარუჯვას. თვალებზე ვითარდება ბლეფარიტი (ქუთუთოების ანთება) და კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანის ანთება), რასაც თან სდევს თვალების სწრაფი დაღლა, გაძლიერებული ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი. ქავილი მეტისმეტად შემაწუხებელია, განსაკუთრებით - ღამით. ქუთუთოები შუპდება, წითლდება, წამწამის ძირებში ჩნდება ნადები, წამწამებს შორის - წვრილი ჩირქოვანი ბუშტუკები. წარმოიქმნება ნაცრისფერი ფუფხი. ხშირია თვალიდან ლორწოვან-წებოვანი და ქაფიანი გამონადენი. დაბოლოს, ქუთუთოს ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის გამო მცირდება ცრემლის აპკის ფენა, რასაც მშრალი თვალის სინდრომის განვითარებამდე მივყავართ. მაგრამ დემოდეკოზი განსაკუთრებით აუტანელი მაშინ ხდება, როდესაც წამწამები იწყებს ცვენას.


- როგორ სვამენ დემოდეკოზის დიაგნოზს?
- დიაგნოზს სვამენ წამწამების ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.


- როგორ მკურნალობენ?
- სამკურნალოდ, უპირველეს ყოვლისა, ის საშუალებები ინიშნება, რომლებიც ტკიპას გაანადგურებს, მაგრამ ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ მკურნალობა საკმაო დროს მოითხოვს: თუ ადრეულ სტადიაში მივუსწარით - 4-6 კვირა, დაგვიანების შემთხვევაში - 6 თვიდან 1 წლამდე, ამიტომ როგორც პაციენტს, ასევე ექიმსაც მოთმინება მართებთ. ამჟამად ქუთუთოების დემოდეკოზის სამკურნალოდ ფართოდ იყენებენ ბლეფაროგელ II-ს, ბლეფაროლოსიონს, ბლეფარეტეს საწმენდს, 1-2%-იან ვერცხლისწყლის ყვითელ მალამოს, დემალანის მალამოს, ცინკომეთილის წვეთებს, აგრეთვე - საშუალებებს, რომლებიც აღადგენს დაზიანებულ უბნებს, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების შიგთავსის სანაციას (გაწმენდას), ამცირებს განმეორებითი ინფექციის რისკს. მშრალი თვალის სინდრომის შემთხვევაში საჭიროა ხელოვნური ცრემლის პრეპარატების (სისტეინი, ოქსიალი, პურე, ნატურალური ცრემლი, ოფთაგელი) გამოყენება. აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის მკურნალობა, იმუნობიოლოგიური  და ნივთიერებათა ცვლის აღდგენა, მხედველობის დარღვევის ოპტიკური კორექცია.


- რას გვეტყვით ჰიგიენასა და დაავადების პროფილაქტიკაზე?
- მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, თუ არ დავიცავით პირადი ჰიგიენა. საზოგადოდ, დემოდეკოზი გადამდებია - შესაძლოა, არამცთუ სხვა ადამიანი, არამედ საკუთარი თავიც კი დავაინფიციროთ ხელმეორედ. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, სახე ხშირად იბანოთ ანტისეპტიკური საპნით (ამ გზით ტკიპის ცხოველმყოფელობის პროდუქტებს მოიცილებთ), თვალში ჩაიწვეთოთ ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატები, კარგად დაიმუშაოთ ქუთოთები და წამწამები. მკურნალობის პერიოდში იკრძალება კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება,

You must have Flash Player installed in order to see this player.
ტკბილეულის, ალკოჰოლის, ალერგიის გამომწვევი პროდუქტების მიღება, მზეზე დიდხანს ყოფნა, გარუჯვა, მხედველობის გაძლიერებული დატვირთვა. მკურნალობის დროს და მის შემდეგ პაციენტებს ვურჩევთ, დაიცვან ელემენტარული ჰიგიენა და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ის კოსმეტიკური საშუალებები, რომლებსაც დაავადების დროს იყენებდნენ.


- არსებობს თუ არა ალბათობა, დაავადება შინაური ცხოველებისგან გადმოგვედოს?
- ცნობილია ტკიპა დემოდექსის 150 სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში პარაზიტობენ, მაგრამ, მაგალითად, ძაღლისთვის საშიში სახეობები ადამიანს არ გადაედება.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ტილი თავისებური პარაზიტია, არც ხტუნავს და არც დაფრინავს, მხოლოდ დაღოღავს, რაც მთავარია, ერთი თავიდან მეორეზე შეხებისთანავე შესაშური სიმარდით ძვრება. ტილები სისხლს დღეში რამდენჯერმე წოვენ. მათი კბენა უმტკივნეულოა, თუმცა, პარაზიტის ნერწყვი ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქავილს იწვევს.
პარაზიტული ბაქტერიები მთლიანად არიან დამოკიდებულნი სხვა ორგანიზმზე. ახლახან მეცნიერებმა ასეთი ბაქტერიები ადამიანის ნერწყვშიც აღმოაჩინეს.
ზაფხულის ცხელ დღეებს, მცხუნვარე მზითა და მწვანე ბალახით, თან სდევს მომაბეზრებელი ბუზები, კოღოები და სხვა მწერები.
ადამიანის ტრიქინელოზი მძიმედ მიმდინარე პარაზიტული დაავადებაა. მისი გამომწვევი ჭიის განვითარების თავისებურებებსა და დაავადების კლინიკურ მახასიათებლებზე გვესაუბრება ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი მარინა მანჯგალაძე.

ადამიანის ფასციოლოზი კლინიკური მიმდინარეობის მრავალფეროვნებით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, მით უმეტეს, ერთეული შემთხვევების გამო ექიმებს ამ ნოზოლოგიაზე ეჭვი იშვიათად მიაქვთ. პაციენტებს საბოლოო დიაგნოზისთვის ერთი სპეციალისტისგან მეორესთან უწევთ სიარული, ზოგი მცდარი დიაგნოზის გამო სულ სხვა მკურნალობას იტარებს. ყოველივე ეს პრობლემის აქტუალობაზე მეტყველებს და ჩვენც კომენტარი ვთხოვეთ ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების თანამშრომელს, მედიცინის დოქტორ მარინა მანჯგალაძეს.

ჭიებზე საუბარი არასასიამოვნოა, მაგრამ აქტუალური. 6-7 თვიდან ჩვილი აქტიურად იწყებს გარე სამყაროს შემეცნებას ხელის შეხებით. ამ დროს ჰელმინთებთან შეხვედრის რისკი ყველაზე უზრუნველყოფილი ბავშვებისთვისაც კი მაღალია. გვესაუბრება პედიატრი მაია მუზაშვილი.

- ბავშვები უფრო ადვილად ინვაზირდებიან ჭიებით, ვიდრე უფროსები. რატომ არის ასე?

23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.