ადამიანის ნერწყვში საშიში პარაზიტი ბუდობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის ნერწყვში საშიში პარაზიტი ბუდობს

როგორც ვარაუდობენ, ისინი დაკავშირებულნი არიან ღრძილების პათოლოგიასთან, მუკოვისციდოზთან და წამლებისადმი მდგრადობასთან (რეზისტენტობასთან). New Scientist აცხადებს: "ცნობილია მხოლოდ ერთი შტამი ამ ბაქტერიებისა, რომლებიც სხვა ბაქტერიათა ინფიცირებას ახდენს. ეს არის Bdellovibrio – თავისუფლად მცხოვრები უჯრედი, რომელიც უბრალოდ ნადირობს თავის მსხვერპლზე. ახლახან აღმოჩენილ ორგანიზმს ძალიან ცოტა გენი აქვს. ის მთლიანად დამოკიდებულია პატრონ-ორგანიზმზე (სხვა ბაქტერიათა ზედაპირზე ბინადრობს). შედეგად დაინფიცირებული ორგანიზმი კიდევ უფრო მეტად საშიში ხდება ადამიანისთვის. გარდა ამისა, მისი გამოვლენა ძალიან ძნელია. თუმცა, მეცნიერებმა შეძლეს ამ მიკროორგანიზმისთვის დამახასიათებელი რნმ-ის ნიმუშის გამოყოფა. როგორც გაირკვა პარაზიტი ბინადრობს Actinomyces odontolyticus ბაქტრეიებზე და ეს არის კლასიკური მაგალითი პარაზიტიზმისა".

საყურადღებოა ისიც, რომ ეს პარაზიტი უნიკალურია. ის თავის პატრონს თანდათანობით ანგრევს (ანადგურებს). მას სულ 700 გენი აქვს (შესადარებლად Actinomyces odontolyticus ბაქტერიას 2200 გენი გააჩნია) და ეს გახლავთ პირველი სახეობა ბაქტერიისა, რომელსაც თავად არ შეუძლია ამინმჟავების წარმოება. ამიტომაც ის ამ ნივთიერებებს სხვა ბაქტერიებისგან იღებს. არ არის გამორიცხული, რომ ეს პარაზიტი სხვა ბაქტერიებსაც "ეწებება". როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ამ პარაზიტის კვალი ხშირი იყო ღრძილების პათოლოგიით და მუკოვისციდოზით დაავადებულებში. Actinomyces odontolyticus , ჩვეულებრივ, იწვევს ღძილების პათოლოგიებს და მაკროფაგები (სისხლის თეთრი უჯრედები) მას შესანიშნავად ებრძვიან. პარაზიტის არსებობა ბაქტერიებზე კი,  აფერხებს დამცავ სისტემას, არღვევს მის ფუნქციას და დაავადების მიმდინარეობას მნიშვნელოვნად ართულებს.

თინათინ გოცაძე