რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ბუასილის მკურნალობის მეთოდები
ბუასილის მკურნალობის მეთოდები

ექიმ პროქტოლოგ დავით კალანდაძეს მედიცინის დოქტორის საპატიო წოდება

აკადემიკოსმა ბურაკოვსკიმ მიანიჭა, რითაც ბატონი დავითი დღემდე ამაყობს. ეს მრავალი წლის წინ იყო - მაშინ, როდესაც ჩვენი რესპონდენტი მოსკოვში მუშაობდა და სისხლძარღვთა ქირურგი გახლდათ. ოცდახუთიოდე წლის წინ ბატონი დავითი საქართველოში დაბრუნდა და დიამეტრულად განსხვავებულ პროფესიაზე - პროქტოლოგიაზე  გადაერთო, თუმცა ბუასილი, რომლის სიმპტომებზე, მკურნალობის მეთოდებსა და პროფილაქტიკაზე საუბარსაც ახლა ვაპირებთ, სწორედ სისხლძარღვოვანი დაავადებაა.

 

- ბუასილი სწორი ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ამ პათოლოგიის მქონეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თანაც უმთავრესად შრომისუნარიანი მოსახლეობის ხარჯზე. დასაწყისშივე ვიტყვი, რომ

როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, ყოველთვის დაძაბულია. უმრავლესობას ის აზრი უტრიალებს თავში, სიმსივნე ხომ არ აქვს. ამას აქვს გამართლება, რადგან სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი, გარდა ბუასილისა, სხვა, საკმაოდ სერიოზული დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს. ამიტომ სისხლის შემჩნევისთანავე ჯობს სასწრაფოდ მიაკითხოთ ექიმს, რადგან დასაწყის სტადიაში თვით
ყველაზე მძიმე დაავადების - სიმსივნის მკურნალობაც კი - არაფერს ვამბობ სხვა დაავადებებზე - საუკეთესო შედეგებს იძლევა. რაც შეეხება ბუასილს, ის სიმსივნედ არ გვარდება, რადგან სიმსივნური უჯრედის გაჩენა-განვითარებისთვის საჭირო ქსოვილები ირგვლივ არ არის. ეს გახლავთ წმინდა წყლის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სისხლძარღვოვანი დაავადება. მისი ლათინური სახელწოდებაც - ვარიცეს ჰემოროიდალის (ქართულად - ჰემოროიდული ვენების ვარიკოზი) - ამაზე მეტყველებს. დაზიანებული ვენა, წესისამებრ, ვერ უზრუნველყოფს არტერიით მოდინებული სისხლის ევაკუაციას; შესაბამისად, ბუასილის კვანძის შიგთავსი - ეს არის ჩაღვრილი, ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჭუჭყიანი ვენური სისხლი. სწორედ ამიტომ იყო, რომ უხსოვარი დროიდან ბუასილის კვანძებს წურბელებით მკურნალობდნენ. წურბელა წოვდა ამ სისხლს და პაციენტი თავს უკეთ გრძნობდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბუასილი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. მის განვითარებაში დიდი როლი აკისრია მემკვიდრეობას. როგორც მოწმენდილ ცაზე არ მოდის წვიმა, ისე სუფთა, ჯანმრთელ ნაწლავზე არ ჩნდება ბუასილი. მისი განვითარების წინაპირობა დაავადებული, დაზიანებული ნაწლავია. თავიდათავი გახლავთ კოლიტი - მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის ანთება, დაზიანებული ნაწლავის მიდრეკილება შეკრულობისკენ ან ხშირი დეფეკაციისაკენ. სხვათა შორის, კოლიტი ორი სახისაა: მშრალი და სველი, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ადამიანს ორივე ფორმა ერთდროულად ჰქონდეს: ერთი კვირა შეკრულობა აწუხებდეს, ერთი კვირა - აშლილობა. არსებობს სხვა, დამატებითი მიზეზებიც, რომლებიც აღრმავებენ და ართულებენ ამ დაავადებას. ესენია ცხოვრების წესი, კვება...


- მოდი, თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე შევჩერდეთ.


- ჰემოროიდული დაავადების ისტორიის აღწერისას ყველა სახელმძღვანელოში მითითებულია, რომ ეს არის მაღალი წრის დაავადება. ის ადამიანები, რომლებიც უმეტესად სხედან, დაწყებული მონარქებიდან და მაღალი თანამდებობის პირებიდან, დამთავრებული პედაგოგებით, მძღოლებით, იურისტებით და სხვა, რისკჯგუფში შედიან, ანუ მათ რიცხვში, ვისაც შეიძლება ბუასილი გაუჩნდეს. ეს არის იმ ადამიანების დაავადება, რომლებსაც სანიაზო კერძები უყვართ. გლეხკაცს, მუშას, რომელთაც არ აქვთ საშუალება, ისეთი კერძები მიირთვან, ნაწლავს რომ აღიზიანებს, ბუასილი ძნელად თუ გაუჩნდება. კოლიტიან ნაწლავს არ უყვარს ცივზე, ქვაზე ჯდომა. კოლიტის დროს ლორწოვანი გათხელებულია, სიფრიფანა ქაღალდივით არის, ამიტომ ადვილად ტრავმირდება. შეშუპებული, ანთებადი ნაწლავი აირების დაგროვებისკენ არის მიდრეკილი. აირები ანალური ნაწლავიდან უნდა გამოვიდეს გარეთ, დარტყმის ძალა კი ყველაზე მეტად სწორედ იმ სეგმენტში ლოკალიზდება, სადაც ბუასილის კვანძები ჩნდება.


- ცხოვრების წესის გარდა, კვებაც ახსენეთ.


- კოლიტიანი პაციენტისთვის კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს საკვები, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას: ნიორი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი, ნიგოზი, ცხარე წიწაკა, აჯიკა, ცხვრის ხორცი და ყველი, ღორის ხორცი და სხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლიტით ან ბუასილით დაავადებულმა არასდროს მიირთვას ჩამოთვლილი საკვები. უბრალოდ, ნაწლავს მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ. თუ სათანადოდ მოუვლით, კვირაში ერთხელ გოჭის ხორცსაც აიტანს ნაწლავი, ლობიოსაც და სხვა საკვებსაც. ჰემოროიდულ დაავადებას არ უყვარს წითელი ღვინო, არ უყვარს ლუდი, რადგან ეს უკანასკნელი აირების დაგროვებას უწყობს ხელს. საკმაოდ გამაღიზიანებელია ღომიც.  ღომის მოყვარულებთან ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ ის არ ანაყრებს, მხოლოდ აირებით ბერავს ნაწლავებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას, ტუალეტს. ადრე ქაღალდის ნაცვლად ბიდეს უფრო ეტანებოდა ხალხი. ჩაბანილ ადგილს რბილი პირსახოცით იშრობდნენ და ეს გაცილებით უკეთესი იყო. ამ დაავადებას არ უყვარს ზაფხულში ჩახურება, ოფლიანობა, არ უყვარს სინთეტიკური საცვალი. მართალია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ზაფხულობით მოდური სინთეტიკური საცვლების ჩაცმა მაინც არ არის მიზანშეწონილი.



თარიღი : 30-10-2017
saba
buasili maqvs momkla kaci ver davdivar ver vjdebi da vapshe mtkiva amgrad verc gavdivar mitxarit rame eeeeeeeeeeeeeeee
თარიღი : 15-04-2017
ლია
რომელ ექიმს მირჩევთ
თარიღი : 14-02-2017
mzia
ბუასილს კურნავს მუმია.იყიდება აფთიაქში.გააკეთეთ ტამპონები გაიკეთეთ ძილის წინ
თარიღი : 04-01-2017
Malvina
Sashineli mdgomareoba maqvs gexvewebit mitxarit riti vimkurnalo ukve cremlebi momdis tkivilisa da wvisgan
თარიღი : 13-07-2016
გიო
გამარჯობათ იშვიათად მემართება ხოლმე ბუასილი და მესამე დღეს მცირე რაოდენობით სისხლი მოდის და რავკნა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში ფოტო სურათებს ავრცელებს და ბავშვობა
საქართველოში პაციენტის მუცელში 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს.
ევროკავშირი შაურმის აკრძალვას ითხოვს. მიზეზი ის ნივთიერებაა, რომლითაც
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სწორი ნაწლავის კიბოს გამომწვევ მიზეზებზე, კვლევისა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ქირურგი-ონკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გიორგი ბაქრაძე.

- ბატონო გიორგი, რა იწვევს სწორი ნაწლავის კიბოს და როგორია მისი გავრცელება?

ანალური ქავილი ის პრობლემაა, რომელზეც გულახდილად ვერ ილაპარაკებ. არადა, იმდენი უხერხულობა მოაქვს, რომ მისი ატანა შეუძლებელია. ანალური ქავილი მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებებს კი არა, ანალური მიდამოს კანის დაზიანებასაც იწვევს. კანი ან შრება, ან სკდება და შედეგად ქავილიც უფრო მეტად მძაფრდება. ანალური ქავილის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, - და შეუძლებელიცაა, - ის ხომ ყოველთვის უფრო სერიოზული დაავადებების თანამგზავრია.

სწორი ნაწლავის ნახეთქი
სწორი ნაწლავის ნახეთქი (ფისურა) წარმოადგენს პათოლოგიურ პროცესს, რომელსაც ახასიათებს ძლიერი ტკივილი შორისის არეში, დაუამებელი წვის შეგრძნება როგორც საკუთრივ ნაწლავის შიგნით, ასევე ანალური ხვრელის გარშემო. ამ პრობლემით უპირატესად 18-50 წლის ქალები იტანჯებიან, თუმცა ის ზოგჯერ მამაკაცებშიც გვხვდება. პათოლოგიური პროცესის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმირება მყარი ფეკალური მასებით და/ან უცხო სხეულით. პათოლოგიის პირველი სიმპტომი უკანა ხვრელის არეში ტკივილია. ტკივილი მუდმივია, დღის ნებისმიერ პერიოდშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ძლიერდება დეფეკაციისას.

სწორი ნაწლავი ადამიანის საჭმლის მომნებელი სისტემის ბოლო ნაწილია. მისი სიგრძე დაახლოებით 10-12,5 სანტიმეტრია. მისი ღია დაბოლოებაა ანუსი ანუ ანალური არხი. ამ არის პრობლემები საკმაოდ ხშირია, მაგრამ ბევრი უკიდურესობამდე ითმენს დისკომფორტს და ექიმს მანამდე არ მიმართავს, სანამ ვითარება გაუსაძლისი არ გახდება. საბედნიეროდ, სწორი ნაწლავის პრობლემათა უმეტესობა ადვილად იკურნება, ერთი პირობით: თუ დროულად აღმოაჩინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ ის, რაც არაერთხელ გვითქვამს: სწორი ნაწლავის ტკივილის, ამ არიდან სისხლდენისა და სხვა სიმპტომების შემჩნევისას დროულად უნდა მიმართოთ ექიმს. ქვემოთ რამდენიმე პათოლოგიას მიმოვიხილავთ.

mkurnali.geარიან ექიმები, რომელთა სახელები ყველას პირზე აკერია: გინეკოლოგები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ოკულისტები... ექიმი პროქტოლოგები მათ რიცხვში რატომღაც ვერ ხვდებიან, თუმცა კი ის დაავადებები, რომელთაც პროქტოლოგები მკურნალობენ, ძალიან ბევრს აწუხებს. იმისთვის, რომ გავიგოთ, როდის მივმართოთ პროქტოლოგს, უნდა ვიცოდეთ, რას მკურნალობენ ამ სპეციალობის ექიმები. პროქტოლოგი მკურნალობს მსხვილი და სწორი ნაწლავის დაავადებებს. ეს მეტად დელიკატური სფეროა, ამიტომ ბევრი დიდხანს არიდებს თავს ექიმთან მისვლას, ზოგიერთმა კი არც იცის, რომელ სპეციალისტს მიმართოს ან სად იპოვოს. ამ საკითხებზე სასაუბროდ ვეწვიეთ ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმ პროქტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რომან პირტახიას.

თუ მთელი დღე კომპიუტერს უზიხართ და, საზოგადოდ, უმოძრაო, მჯდომარე ცხოვრებას ეწევით, დიდია ალბათობა, ადრე თუ გვიან ჰემოროიდული დაავადების გამო ექიმთან მისვლა მოგიხდეთ.

14 დეკემბერი 2017
ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს
13 დეკემბერი 2017
საფრანგეთის სკოლებში მომავალი წლიდან მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება აეკრძალებათ, - ამის შესახებ The Times წერს.
პოლიციამ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი მძღოლი გააჩერა. უთხარი "არა" ნარკოტიკს!
ქირურგი-იმპლანტოლოგი ლევან ხარატიშვილი:

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადამიანები, რომელთაც კბილები აკლდათ