რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
პულმონოლოგია
პნევმონია ინფექციური წარმოშობის დაავადებაა, რომელსაც ფილტვის ქსოვილის ანთება ახასიათებს. მის პროვოცირებას ახდენს ფიზიკური ან ქიმიური ფაქტორები: ვირუსული დაავადებების შემდგომი გართულებები, ატიპური ბაქტერიები (ქლამიდიები, მიკოპლაზმა, ლეგიონელა), ქიმიური აგენტების - მომწამვლელი აირების - ზემოქმედება სასუნთქ სისტემაზე, რადიოაქტიური გამოსხივება, რომელსაც თან ერთვის ინფექცია, ალერგიული პროცესები, ალერგიული ხველა, ფქოდი, ბრონქული ასთმა, თერმული ფაქტორები - გადაცივება ან სასუნთქი გზების დამწვრობა. ასპირაციული პნევმონიის მიზეზი შესაძლოა გახდეს სითხის, საკვების ან უცხო სხეულის შესუნთქვა.
პლევრიტი ფილტვების შემომგარსველი შემაერთებელქსოვილოვანი ფურცლების ანთებაა. პლევრული გარსი ორი - შიგნითა (უშუალოდ ფილტვებზე გადაკრული) და გარეთა - ფურცლისგან შედგება. მათ შორის მცირე ნაპრალია - ე. წ. პლევრის ღრუ. ინფექციური აგენტების, აუტოიმუნური პროცესებისა და სხვა ფაქტორების გავლენით (რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლევრიტის განვითარებაში) პლევრის სისხლძარღვთა გამავლობა იზრდება და სისხლის პლაზმის თხევადი ნაწილი და ცილები პლევრის ღრუში ხვდება. თუ სითხე ცოტაა, ის უკუგაიწოვება, გარდა სისხლის ცილისა - ფიბრინისა. ეს უკანასკნელი ლაგდება პლევრის ფურცლებზე, ასქელებს მათ და ახორკლიანებს. ასე ვითარდება მშრალი ანუ ფიბროზული პლევრიტი. თუ გამონაყოფი ბევრია და სრულ უკუგაწოვას არ განიცდის, სითხე პლევრის ღრუში გროვდება და ექსუდაციური ანუ სველი პლევრიტის განვითარებას აძლევს დასაბამს.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 5 - დან
მეცნიერები მეუღლეებს ურჩევენ, ძილის წინ ერთმანეთს კარგი ამბები შეატყობინონ. სასიამოვნო სიახლეების შესახებ საუბარი არა მარტო ქორწინებას, არამედ ჯანმრთელობასაც ამყარებს, რაც დაამტკიცა 162 წყვილზე ჩატარებულმა კვლევამ. მონაწილეებს ერთად თანაცხოვრების მინიმუმ 6-თვიანი სტაჟი ჰქონდათ და ურთიერთობის საშუალო ხანგრძლივობა 12 წელს შეადგენდა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრე ეტაპი განახორციელა. როგორც “მკურნალი.გე”-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს 20 ქალაქში განთავსებული იყო 128 ცალი ინდიკატორული მილაკი.
ადამიანების უმრავლესობა შხაპს იღებს ძილის წინ, ან ადრე დილას. კვლევებით დასტურდება, რომ შხაპის მიღების დრომ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. დილის შხაპი გვეხმარება კრეატიულ ყაიდაზე გადართვაში და ნაჩვენებია სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. საღამოს შხაპი კი დაძინებაში გვიწყობს ხელს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.