პნევმოთორაქსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პნევმოთორაქსი

პნევმოთორაქსის სიმპტომები პლევრის ღრუში ჰაერის შესვლის სიჩქარესა და რაოდენობაზეა დამოკიდებული. ამ დროს შეინიშნება:

  • გულმკერდის მწვავე ტკივილი, რომელიც ჩასუნთქვისას ძლიერდება;
  • ქოშინი;
  • სუნთქვის გახშირება;
  • მშრალი ხველის შეტევა;
  • გულისცემის გახშირება;
  • პანიკური შიშის შეგრძნება;
  • სიფითრე.

განსაზღვრულ შემთხვევებში დიაგნოზის დასასმელად გასინჯვაც საკმარისია, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება გულმკერდის ღრუს რენტგენოლოგიური ან კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა. ზოგ შემთხვევაში პნევმოთორაქსი ჟანგბადის მძიმე უკმარისობას და არტერიული წნევის დაქვეითებას იწვევს და მკურნალობის გარეშე შესაძლოა გულის გაჩერებამდე მიგვიყვანოს. ამ მდგომარეობას დაჭიმულ პნევმოთორაქსს უწოდებენ.

პნევმოთორაქსის სახეობები

  • დახურული პნევმოთორაქსი. ამ დროს პლევრის ღრუში ხვდება მცირე რაოდენობის აირი, რომლის მოცულობაც არ იმატებს. გარემოსთან კავშირი არ შეინიშნება. ეს პნევმოთორაქსის ყველაზე მსუბუქ სახეობადაა მიჩნეული, რადგან ჰაერი, წესისამებრ, თავისთავად გაიწოვება.
  • ღია პნევმოთორაქსი. ამ დროს პლევრის ღრუს გარემოსთან აქვს კავშირი, ამიტომ მასში ატმოსფერულის მსგავსი წნევა იქმნება, რაც ფილტვის შეკუმშვას (ჩაფუშვას) იწვევს. ასეთი ფილტვი სუნთქვის პროცესიდან ითიშება, მასში აღარ ხდება აირთა ცვლა და სისხლი ჟანგბადით ვეღარ მდიდრდება. ამ ტიპის პნევმოთორაქსს ზოგჯერ თან ახლავს ჰემოთორაქსიც (გულმკერდში სისხლის დაგროვება).
  • სარქვლოვანი პნევმოთორაქსი. ის მაშინ ვითარდება, როცა არსებობს სარქვლოვანი სტრუქტურა, რომელიც ჰაერს მხოლოდ ერთი მიმართულებით - ფილტვიდან გარეთ ან გარემოდან პლევრის ღრუსკენ - ატარებს და ხელს უშლის მის უკუმიმართულებით დენას. ამ დროს ყოველი სუნთქვითი მოძრაობისას პლევრის ღრუში წნევა იმატებს. ეს პნევმოთორაქსის ყველაზე საშიში სახეობაა, რადგან, სუნთქვის პროცესიდან ფილტვის გამოთიშვასთან ერთად, ღიზიანდება პლევრის ნერვული დაბოლოებები, რასაც შესაძლოა პლევროპულმონური შოკი მოჰყვეს. გარდა ამისა, ადგილს ინაცვლებს შუასაყრის ორგანოები, რაც მათ ფუნქციას არღვევს და იქ მდებარე მსხვილ სისხლძარღვებზე ზეწოლას იწვევს.

პირველი დახმარება

პნევმოთორაქსზე ეჭვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება ან მიმართოთ ექიმს. თუ პნევმოთორაქსი ღიაა, უნდა დახუროთ დაზიანებულ ადგილზე ჰერმეტული ჰაერგაუმტარი ნახვევის (ოკლუზიური ნახვევი) დადებით. ამისთვის შეიძლება, მაგალითად, მუშამბის ან მთელი (დაუზიანებელი) პოლიეთილენის პარკის გამოყენება. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება დაედოს სქელი ბამბა-ბინტის ნახვევიც.

კვალიფიციური დახმარება

პანვმოთორაქსის მკურნალობა გულისხმობს მის ლიკვიდაციას პლევრის ღრუდან ჰაერის ამოქაჩვისა და ღრუში უარყოფითი წნევის შექმნის გზით.

დახურული პნევმოთორაქსის დროს საკმარისია ჰაერის ამოქაჩვა პუნქციით ან პნევმოთორაქსის ლიკვიდაციისთვის საჭირო სპეციალური ნაკრებით საოპერაციოს ასეპტიკურ პირობებში. თუ ნემსით ჰაერის ასპირაცია უეფექტოა, ეს ფილტვის ქსოვილიდან ჰაერის შემოსვლაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში ხდება პლევრის ღრუს ჰერმეტული დრენირება ან იქმნება აქტიური ასპირაციის სისტემა, მაგალითად, ელექტროვაკუუმური მოწყობილობის გამოყენებით.

თავდაპირველად ღია პნევმოთორაქსი გადაჰყავთ დახურულში, მერე კი პლევრის ღრუში უარყოფითი წნევის აღსადგენად ზემოხსენებულ პროცედურებს ატარებენ.

თუ ფილტვის ბულები (ბუშტუკები) გახეთქილია, შესაძლოა გადაწყდეს ფილტვის სეგმენტის ან მისი ნაწილის მოკვეთა, რათა თავიდან იქნეს აცილებული პნევმოთორაქსის განვითარება.

პროფილაქტიკა

პნევმოთორაქსის პროფილაქტიკა მოიცავს:

  • ფილტვის დაავადებათა დროულ მკურნალობას;
  • გულმკერდის მიდამოს ტრავმების თავიდან აცილებას;
  • განმეორებითი პნევმოთორაქსის პროფილაქტიკას.