ფილტვის კიბო - ვერაგი დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილტვის კიბო - ვერაგი დაავადება

საინტერესო ფაქტები

ფილტვის კიბო მამაკაცებში ქალებზე 7-10-ჯერ ხშირად გვხვდება. ავადობა ასაკის პირდაპირპროპორციულად იზრდება. 60-69 წლის მამაკაცებში მისი 60-ჯერ მეტი შემთხვევა აღირიცხება, ვიდრე 30-39 წლის პირებში.

რუსეთში ფილტვის კიბო ყველა სხვა ონკოლოგიურ პათოლოგიაზე მეტადაა გავრცელებული. ამ დაავადებით მამაკაცთა სიკვდილიანობა თურმე ყველაზე მაღალია შოტლანდიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთსა და ლუქსემბურგში. ქალთა სიკვდილიანობით ლიდერობს ჰონკონგი, მეორე ადგილზე კი შოტლანდიაა. სალვადორში, სირიაში, გვატემალასა და ბრაზილიაში კი ფილტვის კიბო პრაქტიკულად არ გვხვდება.

ნორმალური უჯრედების ავთვისებიანად გადაგვარების ანუ სიმსივნურ უჯრედებად ტრანსფორმაციის მექანიზმები ბოლომდე გაშიფრული არ არის, თუმცა მრავალი მეცნიერული კვლევის შედეგად გამოყოფილია ქიმიურ ნივთიერებათა ჯგუფი, რომელიც უჯრედთა ავთვისებიან გადაგვარებას იწვევს. მოგეხსენებათ, ამ ნივთიერებებს კანცეროგენები ეწოდება.

ფილტვის კიბოს რისკფაქტორებია:

  • კანცეროგენების ჩასუნთქვა - შემთხვევათა 90%-ში დაავადება შეჭიდულია მოწევასთან, უფრო კონკრეტულად, თამბაქოს კვამლში არსებულ კანცეროგენებთან. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დღეში ორი ან მეტი ღერის მოწევა 25-125-ჯერ (სხვა რისკფაქტორებთან კომბინაციის კვალობაზე) ზრდის ფილტვის კიბოს რისკს;
  • ატმოსფეროს დაბინძურება - ინდუსტრიულ რაიონებსა და გადამამუშავებელი საწარმოებით მდიდარ რეგიონებში ადამიანები 3-4-ჯერ ხშირად ავადდებიან ფილტვის სიმსივნით, ვიდრე სოფლად;
  • აზბესტთან, რადონთან, დარიშხანთან, ნიკელთან, კადმიუმთან, ქრომსა და ქლორმეთილის ეთერთან კონტაქტი;
  • რადიაქტიური დასხივება;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები (პნევმონია, ტუბერკულოზი).

სამწუხაროდ, ფილტვის კიბოს უჯრედები დიდი სიჩქარით მრავლდება, რის გამოც სიმსივნური წარმონაქმნი სწრაფად იზრდება. არანამკურნალევი კიბო ვრცელდება (იზრდება) მეზობელ ორგანოებში - გულში, მსხვილ სისხლძარღვებში, საყლაპავში, ხერხემალში, აზიანებს ამ ორგანოებს და მათი ფუნქციის მოშლას იწვევს. სისხლითა და ლიმფით კიბოს უჯრედები მთელ ორგანიზმში ვრცელდება და წარმოქმნის ახალ სიმსივნურ კერებს - მეტასტაზებს. მეტასტაზები ყველაზე ხშირად ვითარდება ლიმფურ კვანძებში, მერე ფილტვში, ღვიძლში, თავის ტვინში, ძვლებში, თირკმელებსა და თირკმელზედა ჯირკვლებში.

ფილტვის კიბოს ტიპები

ფილტვის კიბოზე საუბრისას სპეციალისტები სიმსივნის რამდენიმე სახეობას მოიაზრებენ. თითოეული მათგანი ფილტვის სხვადასხვა ქსოვილისგან სხვადასხვა პრინციპით ვითარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფილტვის კიბო ფილტვის სხვადასხვა ქსოვილისგან განვითარებული სიმსივნეების ჯგუფია.

ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:

  • ფილტვის ცენტრალურ კიბოს - ასეთი ლოკალიზაციის სიმსივნე შემთხვევათა 2/3-ში გვხვდება. ის უმეტესად მთავარი და წილოვანი ბრონქებიდან ვითარდება, ხშირად რთულდება აბსცესით (შემოფარგლული ანთებით) ან პნევმონიით (ფილტვის ანთებით), რომლებიც დიაგნოსტიკას ართულებს.
  • ფილტვის პერიფერიულ კიბოს - ლოკალიზდება სეგმენტურ ბრონქებსა და მათ ტოტებში. სიმპტომატიკა უხშირესად წაშლილია, ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი ვრცელდება პლევრაზე ან სხვა ქსოვილებსა და ორგანოებზე.
  • ფილტვის მასიურ კიბოს, რომელიც ზემოთ დასახელებულ ორივე ტიპს მოიცავს.

ქსოვილის ტიპის მიხედვით განასხვავებენ ფილტვის კიბოს ორ დიდ ჯგუფს, წვრილუჯრედოვანსა და არაწვრილუჯრედოვანს.

პირველი ტიპი შედარებით იშვიათია (დიაგნოსტირდება შემთხვევათა 15-20%-ში), ახასიათებს სწრაფი მეტასტაზირების უნარი, წაშლილი სიმპტომატიკა, სწრაფი მიმდინარეობა და არაკეთილსაიმედო პროგნოზი. ფილტვის წვრილუჯრედოვან კიბოს სხვაგვარად “დაბალდიფერენცირებულ ნეიროენდოკრინულ კარცინომას” ან “წვრილუჯრედოვან არადიფერენცირებულ კარცინომასაც” უწოდებენ.

არაწვრილუჯრედოვანი კიბო, თავის მხრივ, შემდეგ ქვეტიპებს აერთიანებს:

  • ფილტვის ბრტყელუჯრედოვან კიბოს - ყველაზე მეტად გავრცელებულ ტიპს, რომელიც სასუნთქი გზების ამომფენი გარქოვანებული ეპითელური უჯრედებისგან აღმოცენდება;
  • ადენოკარცინომას - სიხშირით ის მეორე ადგილზეა, ვითარდება ლორწოს გამომყოფი უჯრედებისგან;
  • მსხვილუჯრედოვან კიბოს, რომელსაც “არადიფერენცირებულ კარცინომასაც” უწოდებენ. ამ დროს მიკროსკოპით მსხვილ მრგვალ უჯრედებს აღმოაჩენენ.

სიმსივნის ზრდისა და მეტასტაზირების უნარზე, მკურნალობის სტრატეგიასა და თერაპიის პერსპექტივებზე საუბრისას ონკოლოგები, წესისამებრ, სიმსივნის ტიპიდან გამომდინარე მსჯელობენ.

ფილტვის მეტასტაზური ანუ მეორეული სიმსივნე

ამ ფორმის კიბოს დროს სიმსივნე ფილტვში მეორე ფილტვიდან ან სხვა ორგანოდან ვრცელდება ლიმფური სისტემის ან სისხლის ნაკადის მეშვეობით. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ფილტვის მეტასტაზური სიმსივნე, ჩვეულებრივ, განსხვავდება ფილტვის პირველადი კიბოსაგან (ანუ იმ სიმსივნისგან, რომელიც საკუთრივ ფილტვის ქსოვილისგანაა განვითარებული).

მეტასტაზები ფილტვში შესაძლოა გავრცელდეს ისეთი სიმსივნური წარმონაქმნებიდან, როგორებიცაა:

  • მსხვილი ნაწლავის კიბო;
  • შარდის ბუშტის კიბო;
  • თირკმლის კიბო;
  • სარძევე ჯირკვლის კიბო;
  • ნეირობლასტომა;
  • პროსტატის კიბო;
  • ვილმსის სიმსივნე;
  • სარკომა.