როგორ ამოვიცნოთ პნევმონია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ პნევმონია

ქსოვილის ანთება ახასიათებს. მის პროვოცირებას ახდენს ფიზიკური ან ქიმიური ფაქტორები: ვირუსული დაავადებების შემდგომი გართულებები, ატიპური ბაქტერიები (ქლამიდიები, მიკოპლაზმა, ლეგიონელა), ქიმიური აგენტების - მომწამვლელი აირების - ზემოქმედება სასუნთქ სისტემაზე, რადიოაქტიური გამოსხივება, რომელსაც თან ერთვის ინფექცია, ალერგიული პროცესები, ალერგიული ხველა, ფქოდი, ბრონქული ასთმა, თერმული ფაქტორები - გადაცივება ან სასუნთქი გზების დამწვრობა. ასპირაციული პნევმონიის მიზეზი შესაძლოა გახდეს სითხის, საკვების ან უცხო სხეულის შესუნთქვა.

პნევმონიის განვითარების მიზეზი სხვადასხვა პათოგენური ბაქტერიისთვის ქვედა სასუნთქ გზებში გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა.

ფილტვების ანთების ორიგინალური გამომწვევია სოკო ასპერგილა - ეგვიპტის პირამიდების მკვლევრების უეცარი და იდუმალებით მოცული სიკვდილის მიზეზი. შინაური ფრინველების პატრონებს კი ქლამიდიური პნევმონიით დაავადება ემუქრებათ.

არსებობს პნევმონიის ორი ტიპი: ჰოსპიტალსგარე (აღმოცენდება სხვადასხვა ინფექციური თუ არაინფექციური აგრენტის ზემოქმედებით საავადმყოფოს გარეთ) და ჰოსპიტალური (იწვევს საავადმყოფოში არსებული მიკრობები, რომლებსაც ხშირად ტრადიციული ანტიბაქტერიული მკურნალობისადმი მდგრადობა ახასიათებთ).

პნევმონიის ტიპური ნიშნები მოზრდილებში

პნევმონიის ძირითად სიმპტომს წარმოადგენს ხველა, რომელიც დაავადების დასაწყის სტადიაში მშრალი, შემაწუხებელი და მუდმივია, თუმცა შესაძლოა ზოგჯერ იშვიათიც იყოს. ანთების განვითარებასთან ერთად ხველა სველი ხდება, გამოიყოფა ლორწოვან-ჩირქოვანი (მოყვითალო-მომწვანო ფერის) ნახველი.

ნებისმიერი გაციება 7 დღეზე მეტხანს არ გრძელდება. მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მწვავე რესპირატორული დაავადების ან გრიპის დაწყებიდან მე-4-7 დღეს ქვედა სასუნთქ გზებში ანთებით პროცესზე მიუთითებს. სხეულის ტემპერატურა შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს და 39-400С-ს აღწევდეს, თუმცა ატიპური პნევმონიისას სუბფებრილური - 37,1-37,50С რჩება. ამიტომ დაბალი სიცხის, ხველისა და სისუსტის დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ. საგანგაშოა ვირუსული ინფექციის მიმდინარეობისას მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ტემპერატურის ხელმეორედ აწევა.

ფილტვების ანთების ერთ-ერთი ნიშანი მაღალი ტემპერატურის დროს სიცხის დამწევი საშუალებების უეფექტობაა.

პნევმონიის ნიშანი შესაძლოა ღრმა ჩასუნთქვისას ტკივილი და ხველა იყოს. ფილტვების ანთებას ტკივილი არ ახლავს, რადგანაც ფილტვში ტკივილის რეცეპტორები არ არის, მაგრამ პროცესში პლევრის ჩართვა გამოხატული ტკივილის სინდრომს იძლევა. გარდა გაციების სიმპტომებისა, აღინიშნება ქოშინი და კანის სიფერმკრთალე.ზოგადი სისუსტე, გაძლიერებული ოფლიანობა და მადის დაქვეითება ინტოქსიკაციასა და ფილტვებში ანთებითი პროცესის დასაწყისს ახასიათებს. ასეთი სიმპტომების გამოვლენა გაციებისას ან მდგომარეობის გაუმჯობესებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლოა პნევმონიის პირველი ნიშნები აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სრული გამოკვლევების ჩატარება: სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, აუცილებლობის შემთხვევაში - კომპიუტერული ტომოგრაფია, ნახველის გამოკვლევა, ანტიბიოტიკებისადმი გამომწვევის მგრძნობელობის განსაზღვრა, ნახველის კვლევა ტუბერკულოზის მიკობაქტერიის გამოსავლენად.

პნევმონიის ძირითადი ნიშნები ბავშვებში

ბავშვებში პნევმონიის მიმდინარეობა რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. სხეულის ტემპერატურა 380С-ზე მაღალია, გრძელდება სამ დღეზე მეტხანს და არ ემორჩილრება სიცხის დამწევ საშუალებებს. პატარებში სხეულის ტემპერატურა შესაძლოა 37,50С-ს არ აღემატებოდეს. ამასთან, ვლინდება ინტოქსიკაციის ყველა ნიშანი - სისუსტე, ჭარბი ოფლიანობა, მადის დაქვეითება. მცირეწლოვან ბავშვებში (ისევე როგორც ხანდაზმულებში) ტემპერატურული ტალღები ზოგჯერ არ აღინიშნება, რაც თერმორეგულაციის არასრულყოფილებასა და იმუნური სისტემის უმწიფრობას უკავშირდება.

სუნთქვა

აღინიშნება გახშირებული ზედაპირული სუნთქვა: 2 თვემდე ასაკის ჩვილებში სუნთქვის სიხშირე შესაძლოა წუთში 60-ს აღწევდეს, წლამდე ბავშვებში - 50-ს, უფრო მოზრდილებში - 40-ს. ხშირად ბავშვი თვითნებურად ცდილობს ცალ გვერდზე დაწოლას. ზოგჯერ შეინიშნება პნევმონიის კიდევ ერთი ნიშანი - გახდილ მდგომარეობაში გულმკერდზე დაკვირვებისას დაავადებული ფილტვის მხარეს კანის ჩაზნექა ნეკნებს შორის და სუნქვისას გულმკერდის ცალი მხარის ჩამორჩენა. შესაძლოა გამოვლინდეს სუნთქვის რიტმის დარღვევა სუნთქვის პერიოდული გაჩერებით, სუნთქვის სიხშირისა და სიღრმის ცვლილება. ქოშინის დროს პატარა თავის ქნევას იწყებს და სუნთქვის ტაქტს აყოლებს, გამობურცავს ტუჩებს და ბერავს ლოყებს, აღენიშნება ქაფისებური გამონადენი ცხვირ-პირიდან.

ხველა

ყელის ჩაფხაჭნის გამო თავიდან პატარას შეიძლება მხოლოდ წამოახველოს, შემდეგ კი ხველა მშრალი და მტანჯველი ხდება და ტირილის, ჭამის დროს ძლიერდება. მოგვიანებით ხველა ნახველიანი ხდება.

ბავშვის ქცევა

პატარები ჭირვეულობენ, ტირიან, ერღვევათ ძილი, უარს ამბობენ საჭმელზე, აღენიშნებათ დიარეა და ღებინება. ჩვილები ძუძუს აღარ წოვენ.

სისხლის ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზში აღინიშნება მწვავე ანთებითი პროცესისთვის დამახასიათებელი ცვლილებები - ედს-ის მომატება, ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, ლეიკოფორმულის მარცხნივ გადახრა ჩხირბირთვიანი და სეგმენტბირთვიანი ლეიკოციტების გაზრდით. ვირუსული პნევმონიისას ედს-ის მაღალ მაჩვენებელთან ერთად აღინიშნება ლეიკოციტების მომატება ლიმფოციტების ხარჯზე.

ექიმთან დროულად მიმართვის, ადეკვატური თერაპიისა და შესაბამისი მოვლის შემთხვევაში პნევმონია სერიოზულ გართულებებს არ იწვევს. ამიტომ, როგორც კი იეჭვებთ ფილტვების ანთებას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.