რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
კურკუმას მალამო ერექციულ დისფუნქციას ამარცხებს
კურკუმას მალამო ერექციულ დისფუნქციას ამარცხებს
ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერების მიერ შექმნილ ახალ მალამოს, მამაკაცის სექსუალური ლტოვლვის გაძლიერება შეუძლია. მისი საშუალებით ძლიერი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაივიწყონ ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები. მალამო შეიცავს კურკუმინს - კურკუმის (აზიურ სამზარეულოში პოპულარული სანელებელი) აქტიურ ინგრედიენტს.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მისი წასმის შემდეგ იზრდება გენიტალიებში სისხლის ნაკადის მოდინება. მალამო იწოვება კანში და აფართოებს საზარდულის მიდამოს სისხლძარღვებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საკვებში კურკუმას გამოყენება მსგავსი ეფექტით არ ხასიათდება, რამეთუ სანელებლის დიდი ნაწილი კუჭში იშლება.

მალამოს შესაქმნელად, სანელებლიდან მეცნიერებმა მიიღეს მილიონობით ნანონაწილაკი. თითოეული ნანაონაწილაკი
ადამიანის თმის დიამეტრზე 100-ჯერ მცირეა. ამიტომ ნანონაწილაკები ადვილად ხვდება კანიდან კაპილარებში. ნაწილაკების წყალთან შერევით მკვლევარებმა მიიღეს თხელი პასტა.

მალამოს ორი კვირის განმავლობაში აზელდნენ საცდელ ცხოველებს მუცლის მიდამოში. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ის დადებითად მოქმედებდა სისხლის მიმოქცევასა და ერექციაზე. ამდენად კურკუმინს შეუძლია ერექციულ დისფუნქციასთან გამკლავება.

კაიროს უნივერსიტეტის
კვლევის მონაცემების მიხედვით, კურკუმინი ვიაგრაზე (სილდენაფილი) დიდხანს მოქმედებს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ექიმებმა მამაკაცთა მასტურბაცია დეტოქს-პროგრამას შეადარეს. ავსტრალიელი მეცნიერები დარწმუნებულები
ექსპერტების განცხადებით, შეკავება უარყოფითად აისახება ადამიანის ფსიქიკაზე. რეგულარული ინტიმური სიახლოვის არქონის პირობებში
ბრიტანელი მეცნიერების მტკიცებით, მთელს მსოფლიოში ქალების 43% საერთოდ არ განიცდის ან სუსტი სქესობრივი ლტოლვა აქვს.
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.