რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
როგორ შევამციროთ იმპოტენციის რისკი აბების გარეშე
როგორ შევამციროთ იმპოტენციის რისკი აბების გარეშე
კენკრა და წითელი ღვინო ახალ ვიაგრად შეიძლება განვიხილოთ. ამ მოსაზრების ავტორებს თუ დავუჯერებთ, შესაძლებელია აბების გარეშე, შევამციროთ იმპოტენციის რისკი. ექსპერტები გვირჩევენ, კვირაში სამჯერ, მივირთვათ თითო მუჭა კენკრა ან რამოდენიმე ბოკალი წითელი ღვინო. ეფექტურობის თვალსაზრისით, კენკრა შეიძლება შევადაროთ კვირაში 5 საათის ხანგრძლივობის ფეხით გასეირნებას.

საიდუმლო კენკრაში არსებულ ბუნებრივ შენაერთებში - ფლავანოიდებსა და ანტოციანიდებშია. მაგალითად, მოცვში არსებული ფლავანოიდები სქესობრივი უძლურობის ხარისხს 14%-ით აქვეითებს. იგივე ნაერთებს შეიცავს ალუბალი, შავი მოცხარი, ლურჯი მოცვი და ბოლოკი. ციტრუსებში არსებული ფლავონები ანალოგიური ეფექტით
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხასიათდება.

თუ ფეხით სიარულის ჩვევას ხილითა და კენკრით მდიდარ რაციონს შევუხამებთ, სექსუალური დისფუნქციის რისკი 21%-ით შემცირდება. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ნაერთები და ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლძარღვთა სტატუსს. სქესობრივი უძლურება კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცუდი მუშაობის შედეგიცაა.

ბუნებრივი ნაერთების კვლევის ფარგლებში, მეცნიერები 1986 წლიდან აკვირდებოდნენ საშუალო ასაკის, 50000-ზე მეტ მამაკაცს. მათ აინტერესებდა რაციონში ანტოციანიდების, ფლავანოიდებისა და ფლავანების არსებობა. აღმოჩნდა, რომ ამ შენაერთების შემცველი პროდუქტების რეგულარული მიღება ერექციული დისფუნქციის განვითარების ალბათობას 10%-ით აქვეითებდა.


ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერები სექსის ოპტიმალურ სიხშირესთან დაკავშირებით კამათს განაგრძობენ . ამერიკელი სპეციალისტების აზრით, რაოდენობა პირდაპირაა დამოკიდებული ასაკზე. ახალგაზრდობაში სექსი უფრო ხშირადაა საჭირო, ხოლო ხანდაზმულ ასაკში უფრო მეტად თავშეკავების უნარი ფასდება.
ბევრი ქალი აღიარებს, რომ კაცობრიობის ძლიერი ნახევრის გარკვეული გატაცება აღაგზნებს. კვლევაში მონაწილე რესპონდენტი ქალების 70%-ს სექსუალურად მიაჩნდათ მამაკაცები, რომელთაც კულინარია ეხერხებოდათ. მეორე ადგილზე ცეკვა აღმოჩნდა - ამაზე ქალების 60% საუბრობდა.
სქესობრივი ცხოვრების მოუგვარებლობის გამო ქალების 70 %-სა და მამაკაცების 35 %-ს შრომის უნარი საგრძნობლად უქვეითდება. ნევროზების 60 %-ზე მეტს სწორედ ეს პრობლემა უდევს საფუძვლად. სქესობრივი თავშეკავება იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორებიცაა სარძევე ჯირკვლების ფიბროადენომა, საშვილოსნოს ფიბრომა და სხვ.
ახალი თაობის პრეზერვატივი დიამეტრულად შეცვლის ბარიერულ კონტრაცეპტივებზე წარმოდგენას. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შეიმუშვეს განსაკუთრებული ჰიდროგელი, რომელმაც შეიძლება ერთბაშად შეცვალოს ცხოვრების რამდენიმე სფერო.
ვაგინიზმი არის ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომატებული მგრძნობელობა, რომელიც სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს იწვევს მენჯის ძირის მთელი მუსკულატურის ტონურ შეკუმშვას (სპაზმს) და საშოს შესასვლელის გადაკეტვას, რამაც შესაძლოა გააძნელოს ან შეუძლებელი გახადოს სქესობრივი აქტის ჩატარება.
თუ სქესობრივი კონტაქტი კვირაში მინიმუმ 2-ჯერაა, დაბერების პროცესის შენელება შესაძლებელი ხდება. ამასთან, როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, ინტიმური სიახლოვისგან განსაკუთრებული სიამოვნების მიღება არაა აუცილებელი.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.