რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ასაკში სქესობრივი აქტის ხარისხი უფრო მაღალია
ასაკში სქესობრივი აქტის ხარისხი უფრო მაღალია
ბევრი ახალგაზრდის აზრით, ასაკში სექსი, ინტიმური სფეროს სხვადასხვა პრობლემის გამო, მოსაწყენი ხდება. მაგრამ მინესოტას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს მხოლოდ მითია. ხანდაზმულ ადამიანებს სქესობრივი აქტის ხარისხი უფრო აღელვებთ, ვიდრე მისი რაოდენობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ინტიმურ ცხოვრებაზე.

კვლევის მონაცემების მიხედვით, მდიდარი
გამოცდილება ხანდაზმულ ადამიანებს ექსპერიმენტირებისა და საკუთარი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ასაკთან ერთად ადამიანი იძენს „სექსუალურ სიბრძნეს“, რომელიც მას სქესობრივი აქტის ხარისხზე ფოკუსირებას აიძულებს და აღარ ფიქრობს მის ხანგრძლივობასა და რაოდენობაზე.

ხანდაზმული ადამიანები, ახალგაზრდებთან შედარებით, მეტ ყურადღებას უთმობენ პარტნიორის გრძნობებს და არარეალური მოლოდინებიც ნაკლებად აქვთ. ერექციული დისფუნქციაც ხანდაზმულებში მოსალოდნელზე ნაკლებადაა გავრცელებული.

სპეციალისტების აზრით, აქტიური სექსუალური ცხოვრება ორგანიზმს მთელი რიგი პრობლემებისგან იცავს.

ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 13-03-2017
vaimee vaime....remiqsi
ხანდაზმული და მოხუცი მამაკაცები,ყველანი იმპოტენტები არიან.,,, რა ხარისხიან სექსზეა საუბარი.... ზედ სკლეროზიც დაუმატეთ....
თარიღი : 07-02-2017
ანრი
ვეთანხმები თუ პარტიორი ბევტად ახალგაზრდაა შენზე
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
23 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელი მკვლევარების ცნობით, მამაკაცებში თვითდაკმაყოფილება, ჩვეულებრივ არასაკმარის სექსთანაა დაკავშირებული, ხოლო ქალებში - სქესობრივი აქტის დროს დამატებითი კმაყოფილების მიღების სურვილთან. 
სექსი ტვინის ახალგაზრდობის შენარჩუნების საწინდარია. ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად, უბრალოდ აუცილებელია სქესობრივი აქტივობის შენარჩუნება. სექსუალური აქტივობა ხელს უშლის ხანშიშესულთა ჭკუასუსტობის და ინტელექტთან დაკავშირებული სხვა პრობლემების განვითარებას.
ჰორმონული ფონი მნიშვნელოვნად მოქმედებს ადამიანზე. გლაზგოსა და ჰუმბოლტის უნივერსიტეტების კვლევის შედეგად დადგინდა, როგორ მოქმედებს ქალებზე ჰორმონები: ესტრადიოლი, პროგესტერონი და ტესტოსტერონი. აღმოჩნდა, რომ მათ პირდაპირი ზეგავლენა გააჩნიათ ინტიმური სიახლოვის სურვილზე.
მეცნიერები სექსის ოპტიმალურ სიხშირესთან დაკავშირებით კამათს განაგრძობენ . ამერიკელი სპეციალისტების აზრით, რაოდენობა პირდაპირაა დამოკიდებული ასაკზე. ახალგაზრდობაში სექსი უფრო ხშირადაა საჭირო, ხოლო ხანდაზმულ ასაკში უფრო მეტად თავშეკავების უნარი ფასდება.
ბევრი ქალი აღიარებს, რომ კაცობრიობის ძლიერი ნახევრის გარკვეული გატაცება აღაგზნებს. კვლევაში მონაწილე რესპონდენტი ქალების 70%-ს სექსუალურად მიაჩნდათ მამაკაცები, რომელთაც კულინარია ეხერხებოდათ. მეორე ადგილზე ცეკვა აღმოჩნდა - ამაზე ქალების 60% საუბრობდა.
სქესობრივი ცხოვრების მოუგვარებლობის გამო ქალების 70 %-სა და მამაკაცების 35 %-ს შრომის უნარი საგრძნობლად უქვეითდება. ნევროზების 60 %-ზე მეტს სწორედ ეს პრობლემა უდევს საფუძვლად. სქესობრივი თავშეკავება იწვევს ისეთ სერიოზულ დაავადებებს, როგორებიცაა სარძევე ჯირკვლების ფიბროადენომა, საშვილოსნოს ფიბრომა და სხვ.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.