თუ პრეზერვატივი დაიკარგა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ პრეზერვატივი დაიკარგა

დაზიანდეს, ჩამოცურდეს ან საშოში დარჩეს, ეს კი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება მოხდეს. პანიკას ნუ მიეცემით, არ იფიქროთ, რომ ჩარჩენილი პრეზერვატივი საშვილოსნოში მოხვდება.

თუ პრეზერვატივი საშოში დარჩა, მისი ამოღება დიდი სიფრთხილით თავად ან პარტნიორის დახმარებით უნდა სცადოთ. დაუშვებელია მჭრელი, მჩხვლეტავი საგნით, პინცეტით ან მაკრატლით მოქმედება, რადგან შესაძლოა ბასრი საგნით დაზიანდეს როგორც საშოს ნაზი ლორწოვანი გარსი, ისე პრეზერვატივიც და კიდევ უფრო გართულდეს მისი ამოღება.

როგორ ამოვიღოთ საშოდან პრეზერვატივი:

  • ხელები კარგად დაიბანეთ საპნითა და თბილი წყლით;
  • დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში და ფართოდ გადაშალეთ გვერდზე. ასე გაიხსნება საშოში შესავალი.
  • ფრთხილად შეიყვანეთ საშოში ორი თითი და შეეცადეთ შეეხოთ პრეზერვატივს წრიული მოძრაობებით. ამ დროს სიფრთხილე გმართებთ, რომ ფრჩხილებით არ დააზიანოთ საშოს კედლები.
  • პრეზერვატივი მჭიდროდ დაიჭირეთ თითებით და გარეთ გამოიტანეთ.
  • თუ პრეზერვატივის ამოღება ვერ მოხერხდა, მაშინ ნუ გადადებთ გინეკოლოგთან ვიზიტს. ექიმისა ნუ მოგერიდებათ, რადგან ეს საკმაოდ გავრცელებული სიტუაციაა და გინეკოლოგს ამით ვერ გააკვირვებთ.
  • სასქესო ინფექციებისა და არასასურველი ორსულობისათვის თავის არიდება მხოლოდ დაუცველი სქესობრივი აქტის დასრულებიდან პირველ საათებშია შესაძლებელი.

რა უნდა გაკეთდეს პრეზერვატივის ამოღების შემდეგ:

  • ქალმა სასქესო ორგანო გარედანაც და შიგნიდანაც ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი ხსნარით ან მალამოთი უნდა დაიმუშაოს, რაც შესაძლო სასქესო ინფექციის გავრცელებას აარიდებს. პროცედურას აზრი მხოლოდ სქესობრივი აქტიდან პირველ ორ საათში აქვს.
  • არასასურველი ორსულობისგან დასაცავად კონტრაცეპტივის მიღებაა შესაძლებელი. თუ პოსტკოიტალურ საშუალებებს არ გამოიყენებთ, სქესობრივი აქტიდან 2 კვირის შემდეგ აუცილებელია ორსულობის ტესტის შეძენა.
  • თუკი პირველივე საათებში შესაძლო ინფექციების განვითარების პროფილაქტიკა არ მოხერხდა და დასნებოვნების ეჭვი არსებობს, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ვენეროლოგს.
  • ნებისმიერი დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ მნიშვნელოვანია დროული ზომების მიღება. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მაგალითად, ურეაპლაზმოზის, გენიტალური ჰერპესის, ტრიქომონიაზის, ქლამიდიოზის პროფილაქტიკა და პრევენცია უფრო მარტივია, ვიდრე ხანგრძლივი და რთული მკურნალობა.