სექსის დროს მიღებული ყველაზე მოულოდნელი ტრავმები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სექსის დროს მიღებული ყველაზე მოულოდნელი ტრავმები

პირველ ადგილზე აღმოჩნდა ცხარე საკვების ზემოქმედების შედეგად გენიტალიების დამწვრობა. ტეხასელ ექიმ გეიბ ვილსონს მოუწია ქალის მკურნალობა, რომელმაც ორალური სექსის დროს მიიღო დამწვრობა. მისმა პარტნიორმა სქესობრივი კონტაქტის წინ მიირთვა ცხარე კერძი. ცხარე სოუსმა ქალბატონის გენიტალიების სერიოზული დამწვრობა გამოიწვია.

მეორე ადგილზე პაციენტების სწორ ნაწლავში აღმოჩენილი სხვადასხვა საგნებია. ნიუ-იორკელმა პლასტიკურმა ქირურგმა ჯოშუა ცუკერმანმა ჩაატარა ოპერაცია და სწორი ნაწლავიდან ამოიღო ბურთი და საკმაოდ დიდი ზომის კარტოფილი.

თავის მხრივ, კალიფორნიელმა ექიმმა დევიდ მეიერსმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მიიღო ქალი, რომელსაც სასქესო ორგანოების მიდამოში ძლიერი დისკომფორტი აღენიშნებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ ტრავმის მიზეზი იყო შუშხუნა კანფეტი. შედეგი იყო შეშუპება, ქავილი, გაღიზიანება და მტკივნეულობა.

მეოთხე ადგილს იკავებს სასქესო ასოს სხვადასხვა მოტეხილობები. უროლოგ რობერტ ჰატმანის განმარტებით ასეთი ტრავმები ჩვეულებრივ, უცნაური სექსის დროს ხდება.

ბრეკეტებში ორალური სექსი მეხუთე ადგილზეა. ჰატმანთან მოხვდა ახალგაზრდა პაციენტი სასქესო ასოს ძლიერი შეშუპებით და კანზე ხილული დაზიანებებით. ტრავმის მიზეზი აღმოჩნდა ორალური სექსი პარტნიორთან, რომელსაც ეკეთა ბრეკეტები. ბრეკეტებით მიყენებული ტრავმები გახდა ინფექციის შეჭრის მიზეზი - ბრეკეტებში არსებული ბაქტერიები და საკვების ნარჩენები მოხვდა ასოს ჭრილობებში. ახალგაზრდას მოუწია ანტიბიოტიკების კურსით მკურნალობის ჩატარება.

მეექვსე ადგილზე მოხვდა შემთხვევა ისევ ექიმი ჰარტმანის პრაქტიკიდან. მას მიმართა 60 წლის მამაკაცმა, რომლის სასქესო ასო ნეკროზულ მდგომარეობამდე იყო მისული. საქმე იმაში იყო, რომ ასო გაეჩხირა ქორწინების ბეჭედში. ამგვარად ცდილობა მამაკაცი ერექციულ დისფუნქციასთან გამკლავებას. ერექციას კი მიაღწია, მაგრამ სისხლი შეგუბდა ბეჭდით მოჭერილ ასოში, რამაც გამოიწვია ძლიერი შეშუპება და სასქესო ორგანოს ნეკროზის საშიშროება.

ლალი ჩხიკვაძე