რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
სათვალე თუ კონტაქტური ლინზა
სათვალე თუ კონტაქტური ლინზა

- მაინც რა უპირატესობა აქვს კონტაქტურ ლინზას?
- მაღალი მიოპიის, ჰიპერმეტროპიის, ასტიგმატიზმის შემთხვევაში კონტაქტური ლინზა უზრუნველყოფს მხედველობის ფართო არეალს, სათვალის ხმარებისას კი მხედველობის არე ერთგვარად შეზღუდულია. კონტაქტური ლინზა არ იორთქლება სიცივეში ქუჩიდან შენობაში შესვლისას, წვიმაში არ სველდება, გარდა ამისა, სათვალეზე ნაკლებად ტრავმულია.


- რა ტიპის კონტაქტური

ლინზები არსებობს?
- კონტაქტური ლინზები ერთმანეთისგან განსხვავდება ცვლისა და უწყვეტი მოხმარების ვადით. გარდა ამისა, ისინი იყოფა მკვრივ და რბილ ლინზებად. მომხმარებელთა უმრავლესობა რბილს ამჯობინებს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მკვრივი კონტაქტური ლინზის დანიშვნა აუცილებელია. თბილისში არის ლაბორატორია, სადაც ასეთი ლინზები მუშავდება. თანამედროვე რბილი კონტაქტური ლინზები ორი ტიპის მასალისგან: ჰიდროგელისა და სილიკონჰიდროგელისგან - მზადდება. ჰიდროგელის ლინზები დღისით სახმარია, ხოლო სილიკონჰიდროგელისა შეიძლება ვიხმაროთ ღამითაც. ჰიდროგელის ფაზა საჭიროა თვალის ქსოვილური შეთავსებისთვის, ხოლო სილიკონისა - რქოვანას ჟანგბადით კვების უზრუნველსაყოფად.


- ზემოთ ლინზის მოხმარების ვადა ახსენეთ...
- ლინზას მოხმარების განსაზღვრული ვადა აქვს. არსებობს ერთდღიანი, ორკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი და უფრო ხანგრძლივი მოხმარების ლინზები. ვადა დამოკიდებულია მასალაზე, რომლისგანაც დამზადებულია ლინზა. არსებობს კონტაქტური ლინზები, რომლებიც ცვლის თვალის ფერს, მაგრამ მათი გამოყენება მხოლოდ დღისით შეიძლება. მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო რბილი ლინზების წარმოებაში არსებულ სიახლეზე. ვფიქრობ, ის განსაკუთრებით დააინტერესებს ასტიგმატური სათვალეების მომხმარებლებსა და პრესბიოპებს, რომლებსაც სჭირდებათ სათვალე როგორც შორს, ასევე ახლოს ხედვისთვის, ასევე მათაც, ვინც უკვე ატარებს პროგრესულ სათვალეს: რამდენიმე წელია, თბილისშიც გამოჩნდა ასტიგმატური და პროგრესული კონტაქტური ლინზები, რომლებიც უზრუნველყოფს კარგ ხედვასა და კომფორტს.


- რას მოითხოვენ ექიმი კონტაქტოლოგები თავიანთი პაციენტებისგან?
- უმთავრესი მოთხოვნაა ლინზის მოხმარების ვადის მკაცრი დაცვა. ერთთვიანი ლინზა უნდა ვატაროთ ერთი თვე და არამც და არამც ამაზე მეტი, სამთვიანი - სამი თვე და ა.შ. მეორე მოთხოვნაა ზედმიწევნითი ჰიგიენა - როგორც პირადი, ასევე ლინზისა. ლინზის მოსავლელი ხსნარი უნდა შეიცვალოს ლინზის ყოველი მოხმარების შემდეგ, ლინზას უნდა შევეხოთ მხოლოდ დაბანილი ხელებით. დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში შემოვიდა ერთდღიანი ფერადი ლინზები, რომლებსაც ზოგი თითქმის ერთი კვირა ატარებს. ეს იმიტომ, რომ ლინზა ხარისხიანია და არ იწვევს არავითარ დისკომფორტს. ასეთი რამ დაუშვებელია! ჯობს, საერთოდ არ ვატაროთ ლინზა, თუკი არ გვაქვს მისი დროზე შეცვლის საშუალება.


- შეიძლება თუ არა ლინზის ხმარება ბავშვებისთვის?
- ბავშვებისთვის ლინზის ხმარება შეიძლება სამი წლიდან. ცხადია, ჩასმა, ამოღება და მოვლა ამ დროს უფროსს ეკისრება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც კონტაქტური ლინზის დანიშვნა პირდაპირ არის ნაჩვენები, სახელდობრ, ასეთია:

  • მაღალი ხარისხის მიოპია;
  • ჰიპერმეტროპია;
  • ასტიგმატიზმი;
  • აპათიის შემთხვევები ტრავმული ან თანდაყოლილი კატარაქტის ექსტრაქციის შემდგომ;
  • ანიზომეტროპია, როცა სათვალით სასურველი შედეგი ვერ მიიღწევა.


- ხშირად გაიგონებთ, რომ კონტაქტურ ლინზას სათვალე სჯობია, რადგან ლინზა თვალს ვნებს.
- ვინც ჩვენს ინტერვიუს გაეცნობა, ვფიქრობ, რადიკალურად შეცვლის წარმოდგენას კონტაქტური ლინზის შესახებ. დასასრულ კი, აი, რა მინდა გითხრათ: არ აქვს მნიშვნელობა, ლინზას ატარებთ თუ სათვალეს; მთავარია, ის ხარისხიანი იყოს.


 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
არასოდეს დაფიქრებულხართ თვალის ფერზე? შავი, ყავისფერი, თაფლისფერი, ცისფერი, მწვანე, რუხი... კაცობრიობის არსენალში მართლაც ამდენი სხვადასხვანაირი პიგმენტის ნაკრებია დაგროვებული?
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა და გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ოფთალმოლოგის, ბაჩო შენგელიას რჩევები მშობლებს:
ოჯახის მკურნალი იწყებს კამპანიას - #შვილებისათვის. 16 და 17 სექტემბერს, 13:00-დან 17:00-საათამდე, მობრძანდით თქვენს შვილებთან ერთად „თბილისი მოლში“, სადაც მედიცინის დოქტორი და შპს ,,მანანა შეროზიას თვალის კლინიკის’’ დამფუძნებელი - მანანა შეროზია, თქვენს შვილს შეუმოწმებს მხედველობას სრულიად უფასოდ.
მზისგან დამცავი სათვალე ფერადი, კერძოდ, წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ვარდისფერი თუ ცისფერი ლინზებით - ბევრს აქვს. რაც მთავარია, ამ ტიპის სათვალეს ზოგიერთი მუდმივად ატარებს. არადა ასეთი სათვალის გამოყენებას ოფთალმოლოგები არ გვირჩვენ.
მწეველებმა ალბათ არც კი იციან, რომ მოწევა სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების გარდა მხედველობასაც ძალიან ვნებს. თამბაქოსა და მის ნაწარმში იდენტიფიცირებულია 4 ათასზე მეტი სხვადასხვა შენაერთი. მათგან სამასი ბიოლოგიური შხამია და განსაკუთრებულად საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
მშრალი თვალის სინდრომი კომპიუტერის მომხმარებლებს შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მის მიზეზად სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის მთავარია:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.