როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა

10 მარტივი რჩევა

1. უარი თქვით ნიკოტინზე, რადგან მოწევა ზრდის თვალის წნევას, ეს კი, თავის მხრივ, დაავადების მიზეზად იქცევა.

2. არ იკითხოთ მწოლიარემ.

3. კითხვის დროს თვალებიდან წიგნამდე მანძილი დაახლოებით 30 სმ უნდა იყოს.

4. თუ ტელევიზორს დღისით უყურებთ, ოთახი ჩააბნელეთ, ხოლო ღამით ყურების დროს გაანათეთ.

5. ეცადეთ, ნაკლები ხანი გაატაროთ კომპიუტერთან. ჩვენს დროში ცუდი მხედველობის მიზეზთა სტრუქტურაში უფრო და უფრო იმატებს კომპიუტერთან დიდხანს მუშაობის პროცენტული წილი.

6. ყოველდღიურად (ან კვირაში რამდენჯერმე მაინც) გაიკეთეთ თვალებზე ჩაის ნაყენის კომპრესი და მასაჟი.

7. ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე - ეს დადებითად აისახება თვალების ჯანმრთელობაზე.

8. თვალებისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი კვება. ვიტამინების ნაკლებობისას მცირდება მხედველობის სიმახვილე, თვალები ადვილად იღლება და გტკივდებათ. გახსოვდეთ, რომ პომიდორი, ნესვი, მწვანე ბარდა და ღვიძლი მდიდარია ა ვიტამინით და რაც შეიძლება ხშირად მიირთვით.

9. თუ თვალების სიმშრალეს და გაღიზიანებას უჩივით, ბ ვიტამინის ნაკლებობა გქონიათ. ამ შემთხვევაში რაციონი სოკოთი ან ბანანით უნდა გაამდიდროთ.

10. თვალებისთვის აუცილებელია დასვენება. თვალები განსაკუთრებით სამუშაო დღის ბოლოს იღლება, რადგან მუშაობის დროს მათზე დიდი დატვირთვა მოდის. სამსახურიდან შინ დაბრუნების შემდეგ წამოწექით, ჩააქრეთ სინათლე და 15-20 წუთი თვალგახელილი იწექით.