ადამიანის უჯრედებით გლაუკომის დამარცხება შესაძლებელი გახდება
როგორც ცნობილია, ეს უჯრედები ინტერპრეტაციისთვის მხედველობით ინფორმაციას თვალიდან ტვინს აწვდიან. განგლიოზური უჯრედების დაზიანება იწვევს სიბრმავეს.
ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააკეთეს მემკვიდრეობითი გლაუკომის მქონე და ჯანმრთელი მოხალისეების კანის ბიოფსია და გადააპროგრამეს ეს უჯრედები. შედეგად სპეციალისტებმა მიიღეს ღეროვანი უჯრედები, რომელთაც ორგანიზმის ნებისმიერი ტიპის უჯრედებად გარდაქმნის უნარი შესწევთ. კვლევის მსვლელობისას მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებიდან შექმნეს ბადურას განგლიოზური უჯრედები. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ხელს შეუწყობს გლაუკომის მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებას.
ლალი ჩხიკვაძე