რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობა ნელ-ნელა ბრმავდება
სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობა ნელ-ნელა ბრმავდება
ინგლისელი მეცნიერების მოსაზრებით, უახლოესი 40 წლის განმავლობაში, დედამიწაზე უსინათლო ადამიანების რიცხვი გასამმაგდება. 2050 წლისთვის ის 36 მილიონიდან 115 მილიონამდე გაიზრდება. სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ფინანსური დონაციითა და მკურნალობით (მაგალითად კატარაქტის ოპერაციების ჩატარება). სამწუხარო პროგნოზები სტატისტიკაზე დაყრდნობით კეთდება - მსოფლიოს მოსახლოება სწრაფად ბერდება.

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სიბრმავის მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ აზიასა და ტროპიკულ აფრიკაში აღინიშნება.

თავისი დასკვნები ექსპერტებმა 188 ქვეყნის მონაცემის საფუძველზე გააკეთეს, სადაც 200 მილიონ ადამიანზე მეტს, მხედველობის ზომიერი და მნიშვნელოვანი დარღვევები აღენიშნება.

2050 წლისთვის, მხედველობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამიანების რიცხვი 550 მილიონს გადააჭარბებს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
არასოდეს დაფიქრებულხართ თვალის ფერზე? შავი, ყავისფერი, თაფლისფერი, ცისფერი, მწვანე, რუხი... კაცობრიობის არსენალში მართლაც ამდენი სხვადასხვანაირი პიგმენტის ნაკრებია დაგროვებული?
აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკისა და გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ოფთალმოლოგის, ბაჩო შენგელიას რჩევები მშობლებს:
ოჯახის მკურნალი იწყებს კამპანიას - #შვილებისათვის. 16 და 17 სექტემბერს, 13:00-დან 17:00-საათამდე, მობრძანდით თქვენს შვილებთან ერთად „თბილისი მოლში“, სადაც მედიცინის დოქტორი და შპს ,,მანანა შეროზიას თვალის კლინიკის’’ დამფუძნებელი - მანანა შეროზია, თქვენს შვილს შეუმოწმებს მხედველობას სრულიად უფასოდ.
მზისგან დამცავი სათვალე ფერადი, კერძოდ, წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი, ვარდისფერი თუ ცისფერი ლინზებით - ბევრს აქვს. რაც მთავარია, ამ ტიპის სათვალეს ზოგიერთი მუდმივად ატარებს. არადა ასეთი სათვალის გამოყენებას ოფთალმოლოგები არ გვირჩვენ.
მწეველებმა ალბათ არც კი იციან, რომ მოწევა სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების გარდა მხედველობასაც ძალიან ვნებს. თამბაქოსა და მის ნაწარმში იდენტიფიცირებულია 4 ათასზე მეტი სხვადასხვა შენაერთი. მათგან სამასი ბიოლოგიური შხამია და განსაკუთრებულად საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
მშრალი თვალის სინდრომი კომპიუტერის მომხმარებლებს შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. მის მიზეზად სპეციალისტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის მთავარია:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.