რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
ყელი, ყური, ცხვირი
საულიუს ვაიტკუსი "ლიტვის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის" (Lithuanian University of Health Sciences) პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ოტო-რინო-ლარინგოლოგიის დეპარტამენტის სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელია. პროფესიული გამოცდილება გერმანიაში, აშშ-სა და ლიტვაში აქვს მიღებული. 22 წლის წინ, ლიტვაში სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა ენდონაზალური ქირურგია, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიის შედეგები.პროფესორი ვაიტკუსი თანამედროვე მეთოდებითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით (ლაზერით, შეივერით) მუშაობს. ქირურგიულ ჩარევებს ყველაზე ნაკლებინვაზიური მეთოდებით - ენდონაზალური და ენდოსკოპიური მიდგომით ახორციელებს, რაც გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე. ენდონაზალური მიდგომის დროს ხდება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით კონკრეტული უბნის ვიზუალიზაცია, რაც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით უფრო ეფექტური და ნაკლებტრავმულია. შედეგად, პაციენტისთვის რეაბილიტაციის პერიოდი საგრძნობლად მარტივდება. საულიუს ვაიტკუსი უკვე რამდენიმე თვეა "ნიუ ჰოსპიტალსში" უწევს პაციენტებს კონსულტაციას და ატარებს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიულ ოპერაციებს ბავშვებსა და მოზრდილებში. "ნიუ ჰოსპიტალსში" არსებული ულტრათანამედროვე აპარატურის დახმარებით, საულიუს ვაიტკუსი მკურნალობს ყელ-ყურ-ცხვირის სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებს და მუშაობს ნებისმიერი სირთულის პაციენტთან, მათ შორის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან. დაუსვი კითხვა პროფესორ საულიუს ვაიტკუსს კითხვები, რომლებსაც საულიუს ვიატკუსმა უკვე უპასუხა: - გამარჯობათ. ვარ 30 წლის. ტონზილეტქომიიდან 3თვეში, დამეწყო პერიოდულად ყურების დაგუბება და შუილი ყურებში, შეიძლება დილით დამიგუბდეს და მერე თავისით მეხსნება (წნევა ნორმაში მაქვს). რას მირჩევთ? (მაქვს ავტოიმუნური თირეოდიტი კვანძოვანი ჩანართით) მადლობთ. ჩემი 4 წლის ბავშვი ხშირად იტკიებს ყურს. ექიმთან მყავდა და გასინჯვით არაფერი აქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა გამოკვლევა უნდა ჩავუტარო? წლების მანძილზე სხვადასხვა ცხვირის წვეთებს ვიყენებ ძილის წინ რადგან დაწოლის დროს მეფარება ნესტო და მგონია დავიგუდები, არადა ყველა მეუბნება რომ საკმარისი ჰაერი შედის, ამის გამო სიმშრალე მაქვს ცხვირის, პოლიპები ყველანაირი ამოჭრილი მაქვს. გთხოვთ მომცეთ რეკომენდაცია პრობლემის მოგვარების.მადლობა გამარჯობა, ვარ ალერგიული სეზონურად, ძირითადად გაზაფხულში:აპრილი-მაისი, თუმცა მთელი წლის განმავლობაში მაწუხებს გაჭედილობა ცხვირში, მეგონა რომ ძგიდე მქონდა გაღუნული ან საოპერაციო , თუმცა ექიმებმა ეგ პრობლემები გამორიცხეს... რაიმე ცხვირის წამალს(წვეთებს, სპრეის) ხომ ვერ მეტყოდით ან ზღვის წყლით წვეთებს, რომელიც ჰორმონალური არაა, დამოკიდებულებას არ იწვევს და მიშველის ამ პრობლემაზე? გამარჯობა. 29 წლის ვარ და გლანდები მაქვს საოპერაციო. ამ ასაკში რამე გართულებებთან ხომ არ არის ოპერაცია დაკავშირებული და რა პერიოდში ჯობია ოპერაციის გაკეთება?   1
ნაჩვენებია მე-1 გვერ 11 - დან
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.