5 სიმპტომი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 სიმპტომი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება

ზოგჯერ წვრილმანი და ერთი შეხედვით მეტად უმნიშვნელო ცვლილებები ორგანიზმის ამა თუ იმ სისტემაში არსებული სერიოზული პრობლემებისა და საყურადღებო დაავადებების მანიშნებელია.

დახეთქილი ტუჩები - თუ ტუჩების გარდა ნახეთქები პირის კუთხეებთანაც შეინიშნება, ადამიანს კუნთების ზოგადი სისუსტე, ყურადღების დაქვეითება და თმის გაძლიერებული ცვენა აღენიშნება -  ეს B2 ვიტამინის (რიბოფლავინის) დეფიციტის სერიოზული ნიშანია.

თეთრი ნადები ენაზე - უმეტესად მათი თანამგზავრია, ვისაც ხშირად უწევს შიმშილობა ან კიდევ გაციებულია. თუ შემომგარსველი თეთრი ნადების ფონზე მკვეთრად არის გამოხატული ენის კიდეების გაწითლება - გასტრიტია სავარაუდო.

კანის აქერცვლა - ხშირად A და B2 ვიტამინის ნაკლებობის მანიშნებელი სიმპტომია. სრულფასოვანი კვება, როგორც წესი, კანს მალევე უბრუნებს ნორმას. თუ კანის აქერცვლას ძლიერი ქავილიც ახლავს თან, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს, შესაძლოა სოკოვან დაავადებასთან გქონდეთ საქმე.

შეშუპებული ქუთუთოები - ზოგჯერ თირკმლის პათოლოგიის მანიშნებელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ზოგადი სისუსტე, მთელ სხეულში მტვრევის შეგრძნება და რაც მთავარია, კანის სიცივე და სიფერმკრთალე ახლავს თან.

მუქი შარდი - ხშირად იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი სათანადო მოცულობის წყალს არ იღებს. თუ ამ სიმპტომს, მაღალი ტემპერატურა და სისუსტეც ერთვის თან, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმ-უროლოგს, რათა შარდ-სასქესო სისტემის საშიში დაავადება არ გამოგეპაროთ.

თინათინ გოცაძე