რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
დიეტოლოგია
იშვიათია ადამიანი, რომელსაც სიამოვნებას არ ანიჭებს ისეთი გამორჩეული პროდუქტი, როგორიცაა ნაყინი. ის ძალიან კალორიულია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რამდენად ჯანსაღ საკვებს წარმოადგენს ის. ალბათ, ვერავის წარმოუდგენია ზაფხული ცივი ტკბილეულის - ნაყინის გარეშე. ის დიდსა თუ პატარას ერთნაირად უყვარს. ამჟამად ნაყინის უამრავი ნაირსახეობა არსებობს. სხვადასხვა ფერის, ფორმისა თუ შემადგენლობის ტკბილეულს შორის ყველა იპოვის სასურველს. შემადგენლობის, უფრო სწორად, რძის ცხიმის შემცველობის მიხედვით ნაყინის სახეობები შეიძლება 5 დიდ ჯგუფად დავყოთ: პლომბირი, ნაღებისა და რძის ნაყინი, მცენარეული ცხიმით (ნაწილობრივ ან მთლიანად) მომზადებული ნაყინი, ნაყინი შაქრის სიროფით (ურძეოდ), ნაყინი ხილითა და კენკრით.
საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია. მისი 98% წყალია, ამიტომ საზამთრო დაბალკალორიულია - 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება არ აღემატება 30 კილოკალორიას. შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, მინერალურ ნივთიერებებს, ბეტა-კაროტინს. საზამთროს დიეტის მეშვეობით შეგიძლიათ მოკლე ხანში შესამჩნევად გახდეთ და გაჯანსაღდეთ. საზამთროს დიეტა ადვილი ასატანია. ზედმეტი წონისგან გათავისუფლება სითხის ინტენსიური გამოდევნის ხარჯზე ხდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმის ფენების შემცირებას და წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ამასთანავე, საზამთროს დიეტა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.
ზაფხულში, ორგანიზმის მოთხოვნილებების შესაბამისად, არა მარტო ჩვეული ცხოვრების რიტმი, კვების რაციონიც იცვლება. ყველასთვის ცნობილია, რომ ზამთარში სხეულის გასათბობად ორგანიზმი დიდი რაოდენობით ცხიმებს საჭიროებს. ზაფხულში კი ჭამაც არ უნდება, ჩქარდება ნივთიერებათა ცვლა და ეს დიეტისთვის ყველაზე შესაფერისი პერიოდია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ორგანიზმს ნაკლები კალორია სჭირდება, მაინც უნდა გაკონტროლდეს კვების რაციონი. დღის განმავლობაში, როცა ჭამა არ გინდათ, შეიძლება მსუბუქად წახემსებამ საღამოსთვის მადა გაგიხსნათ. ამასთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან კვების ასეთი გრაფიკი შეიძლება მავნებელი იყოს ნაწლავებისთვისაც და ზედმეტი წონაც დაგროვდეს.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 64 - დან
მეცნიერები მეუღლეებს ურჩევენ, ძილის წინ ერთმანეთს კარგი ამბები შეატყობინონ. სასიამოვნო სიახლეების შესახებ საუბარი არა მარტო ქორწინებას, არამედ ჯანმრთელობასაც ამყარებს, რაც დაამტკიცა 162 წყვილზე ჩატარებულმა კვლევამ. მონაწილეებს ერთად თანაცხოვრების მინიმუმ 6-თვიანი სტაჟი ჰქონდათ და ურთიერთობის საშუალო ხანგრძლივობა 12 წელს შეადგენდა.
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული ჰაერის ინდიკატორული გაზომვების მეცხრე ეტაპი განახორციელა. როგორც “მკურნალი.გე”-ს გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს 20 ქალაქში განთავსებული იყო 128 ცალი ინდიკატორული მილაკი.
ადამიანების უმრავლესობა შხაპს იღებს ძილის წინ, ან ადრე დილას. კვლევებით დასტურდება, რომ შხაპის მიღების დრომ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. დილის შხაპი გვეხმარება კრეატიულ ყაიდაზე გადართვაში და ნაჩვენებია სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. საღამოს შხაპი კი დაძინებაში გვიწყობს ხელს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.