რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
უჯრედისი - სასარგებლო და საჭირო თუ უსარგებლო ბალასტი
უჯრედისი - სასარგებლო და საჭირო თუ უსარგებლო ბალასტი
უჯრედისის სასარგებლო თვისებებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა ეს ერთგვარი პარადოქსია, რადგანაც ეს ნივთიერება არ აითვისება, გადის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ტრანზიტით. იყო დრო, როდესაც კვების მსგავს კომპონენტებს უწოდებდნენ ბალასტს და მის მოშორებაზეც ზრუნავდნენ. მაგალითად ამისთვის ამზადებდნენ განსაკუთრებულად წვრილად დაფქვილ ფქვილს, რომელსაც აცილებდნენ უმცირეს მინარევსაც კი. ის დღესაც ძალიან პოპულარულია და ცნობილია, როგორც უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი, რომელსაც იყენებენ თეთრ პურში, ნამცხვრებში, ბაგეტებსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმში.

რითია სასარგებლო ნივთიერება, რომელიც
არ შეიწოვება? სარგებელი მას ნაწლავში გადაადგილებისას მოაქვს.

• უჯრედისი საკვებს ანიჭებს მოცულობას, არ ზრდის მის კალორიულობას, რის ხარჯზეც ადამიანი სწრაფად ნაყრდება.
• არეგულირებს კუჭ
ის მოქმედებას და ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას. უჯრედისი აკავებს წყალს და განავლოვან მასებს ანიჭებს მოცულობასა და ნორმალურ კონსისტენციას.
• უჯრედისი ხელს უშლის მსხვილ ნაწლავში მჟავა გარემოს შექმნას, რის შედეგადაც ვეღარ მრავლდება მავნე ბაქტერიები.
• ის ხელს უშლის ნაწლავის მრავალი დაავადების, მათ შორის კოლიტის, კრონის დაავადების, დივერტიკულიტის, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
• უჯრედისი ღრუბელივით ისრუტავს მავნე და ტოქსიურ ნივთიერებებს და გამოაქვს გარეთ, რითაც ამცირებს ორგანიზმზე ტოქსიურ დატვირთვას.
• ის ამცირებს ქოლესტერინისა და ცხიმების შეწოვას. უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება აქვეითებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებსა და სიკვდილიანობას.

უჯრედისით მდიდარია ბოსტნეული - ჭარხლის, ისპანახის ფოთლებისაგან მომზადებული საკვები, პარკოსნები, ლობიო, ბარდა, სტაფილო, მწვანილი; ჭვავის პური, კაკალი, თხილი, შვრია, ქერი, ხილი - ვაშლი, შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარი, ატამი, ციტრუსები. კანგაცლილ ხილში ბოჭკოს შემცველობა ნაკლებია.


ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
განტვირთვის დღე ორგანიზმისთვის ეფექტურია, რადგანაც თავისუფლდება ზედმეტი სითხისგან, ქვეითდება
18-05-2018
ტკბილეული - ნაოჭების გამომწვევი: შაქარი ჩვეულებრივ, სასიამოვნო ასოციაციის გამომწვევია: ტკბილი
15-05-2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე პარკოსნების გავლენა შეისწავლეს.
01-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ხაჭაპური, ელარჯი, პიცა, ყველის სხვადასხვა სახეობა, ბერძნული სალათი ნაზი ფეტათი-ყველასთვის საყვარელი და
პარკინსონის დაავადება მძიმე ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც თავის ტვინში იღუპება ნეირომედიატორ
განტვირთვის დღე ორგანიზმისთვის ეფექტურია, რადგანაც თავისუფლდება ზედმეტი სითხისგან, ქვეითდება
ტკბილეული - ნაოჭების გამომწვევი: შაქარი ჩვეულებრივ, სასიამოვნო ასოციაციის გამომწვევია: ტკბილი
ბევრი, ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, მელატონინის შემცველ პრეპარატებს ღებულობს. ეს ჰორმონი არეგულირებს
ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევების შედეგად შეისწავლეს როგორ მოქმედებდა თავის ტვინის, იმუნური, ენდოკრინული
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.