რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
სწორად შევარჩიოთ ბავშვის საკვები
სწორად შევარჩიოთ ბავშვის საკვები

- 5-6 თვიდან, როცა ბავშვი შერეულ კვებაზე გადაგვყავს, რომელ პროდუქტს უნდა მოვარიდოთ?
- დიეტოლოგები გვარწმუნებენ, რომ თანამედროვე ბავშვების რაციონი უჯრედისის დეფიციტს განიცდის. სწრაფი მომზადების ფაფები ამ საკვებ ბოჭკოს უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს. თუ ჩვილს რეგულარულად აჭმევთ ასეთ ფაფებს, რაფინირებულ და დაკონსერვებულ ხილფაფებს, ადრეული ასაკიდანვე შეეჯახებით სერიოზულ პრობლემას - შეკრულობას (ყაბზობას). საზოგადოდ კი ჯანმრთელობისთვი საშიშია ყველა ის პროდუქტი, რომელიც შეიცავს:

  • ნატრიუმს, ნიტრატებსა და ნიტრიტებს;
  • საღებავებსა და სხვა საკვებ დანამატებს;
  • ჰიდროგენიზებულ ცხიმებს;
  • შაქარს.

გარდა ამისა, ორგანიზმისთვის ნაკლებად მარგებელია ნაწარმი, რომელიც მრავალსაფეხურიან დამუშავებას გადის, ზედმეტად რაფინირებულია. რაც უფრო ნაკლებად დამუშავებულია, ანუ რაც უფრო საღია საკვები, მით უფრო სასარგებლოა იგი ორგანიზმისთვის. მავნე პროდუქტების მიახლოებითი ნუსხა კი ასეთია:

  • შებოლილი ხორცი, სოსისი, ძეხვი - შეიცავს ნატრიუმს, ნაჯერ ცხიმებს, ნიტრატებსა და ნიტრიტებს, საკვებ საღებავებს;
  • კარტოფილის ჩიპსები და არომატიზებული ორცხობილა - შეიცავს ჰიდროგენიზებულ ცხიმებს, მავნე საკვებ დანამატებს და ბევრ მარილს;
  • გაზიანი სასმელები - შეიცავს ბევრ შაქარს, კოფეინს და საკვებ საღებავებს;
  • დამტკბარი მზა, სწრაფი მომზადების ფაფები - შეიცავს ჰიდროგენზირებულ ცხიმებს და საკვებ საღებავებს;
  • ხილის ტკბილი სასმელები - შეიცავს საკვებ საღებავებს და ძალიან ბევრ შაქარს;
  • კანფეტები და მსგავსი ტკბილეული - შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, არცთუ იშვიათად - საკვებ საღებავებს;
  • თევზისა და ხორცის კონსერვები - შეიცავს დიდი რაოდენობით მარილსა და კონსერვანტებს;
  • შემწვარი საკვები - შეიცავს კანცეროგენებსა და ტოქსინებს;
  • სწრაფი მომზადების სუპები (კუბიკები) - შეიცავს დიდი რაოდენობით კონსერვანტებს, მავნე საკვებ დანამატებს;
  • ე.წ მკვდარი ნაწარმი: თეთრი ფქვილი, თეთრი გარჩეული ბრინჯი, რაფინირებული ზეთები - დამუშავების დროს დაკარგული აქვთ ყველა სასარგებლო თვისება.

გახსოვდეთ: მავნე ნაწარმს ორგანიზმისთვის ზიანი თანდათანობით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებით მოაქვს. მეტ ყურადღებას მოითხოვს ბავშვთა საკვები. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ამა თუ იმ მავნე ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი, რომელზეც ნაწარმის შემადგენლობაა მითითებული. ნუ დაზოგავთ თანხას ბავშვის ჯანმრთელობის ხარჯზე! შეიძინეთ ძვირად ღირებული, მაგრამ ხარისხიანი ნაწარმი. ავადმყოფობა გაცილებით მეტ დანახარჯს მოითხოვს. ნურც დროის ეკონომიას გააკეთებთ ბავშვის საზიანოდ - კერძები საკუთარი ხელით მოუმზადეთ.


- არ შეიძლება არ შევეხოთ ყველა ასაკის ბავშვისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, საყვარელ საღეჭ რეზინს. ნუთუ ასეთი სასარგებლოა იგი პირის ღრუს ჰიგიენისთვის?
- არც მთლად ისეა, როგორც მწარმოებლები გვეუბნებიან... საღეჭი რეზინის შემადგენლობაში შედის სინთეტიკა. რეზინის საფუძველია ლატექსი, რომელიც ასევე მავნეა ორგანიზმისთვის. იგივე ითქმის შაქრის შემცვლელებსა და არომატიზატორებზე. ერთ-ერთი მათგანია ასპარტამი (E951), რომელსაც შეიცავს თითქმის ყველა იაფფასიანი გაზიანი სასმელი და საღეჭი რეზინა. მას შეიძლება ბიოლოგიური იარაღიც კი ვუწოდოთ. გარდა იმისა, რომ ტკბილია, იგი წარმოადგენს ფენილალანინის წყაროს, რომელიც არღვევს ჰორმონულ ბალანსს. იგი წლების განმავლობაში გროვდება ორგანიზმში და თანდათანობით იწვევს დაავადებას. განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, ჭარბწონიანი ადამიანებისთვის, დიაბეტიანებისთვის, ნივთიერებათა ცვლადარღვეული ადამიანებისთვის. ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი საღეჭი რეზინი სტიკერებით, ხელზე დასაწებებელი სურათებით პრაქტიკულად საწამლავია.


- ბავშვებს ძალიან უყვართ ტკბილი ჯოხიანი კანფეტები, რომლებიც ევროპიდან შემოაქვთ და ამის გამო ფართო რეკლამას უწევენ. სასარგებლოა თუ არა ისინი?
- მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ევროპული ხარისხის ტკბილეული სასარგებლოა. სინამდვილე სხვაგვარია... ცნობილი ხილის საწუწნი ჯოხიანი კანფეტები (ჩუპაჩუპსი) თუ ხილის საღეჭი პასტილები (ტუტი-ფრუტი, ტოფიტა და სხვა) ხილს საერთოდ არ შეიცავს. მათ შემადგენლობაში შედის შაქარი და გლუკოზა, ჟელატინი, სახამებელი, საკვები საღებავები, ცვილი, საგემოვნო დანამატები და საღებავი. ეტიკეტზე ხილის შემცველობა საერთოდ არ არის მითითებული. იგივე ითქმის გერმანული წარმოების საღეჭ კანფეტ "მამბაზე". მშობლებს ვურჩევთ, ბრმად ნუ ენდობიან რეკლამას, ყურადღებით წაიკითხონ პროდუქციის ეტიკეტი, მიაქციონ ყურადღება პროდუქტის ფერს. არასწორად შენახულმა სასარგებლო საკვებმაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

 

 



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გახდომის მსურველებს არ უნდა მიეღოთ ცხიმიანი და კალორიული ნიგოზი. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზი (ზოგადად თხილეული) მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ვიტამინებითა და ფიტოქიმიური ნაერთებით.
მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ნიგოზი, ზრდის ინტელექტს.
სპეციალისტები გვირჩევენ, სეზონზე რეგულარულად მივირთვათ ნესვი, ის ეფექტურად ებრძვის ქერტლს.
ტკბილი ნესვი გაჯერებულია ბეტა-კაროტინითა და A ვიტამინით, რომლებიც არეგულირებენ თავზე კანის უჯრედთა განახლებას, ცხიმის სეკრეციას კანის ზედაპირულ შრეებში, ხელს უშლიან ქერტლის წარმოქმნას.
ყველასათვის ცნობილია, რომ ქალის ჭარბი წონა ორსულობისას ჩვილის ჯანმრთელობის პრობლემების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომაც არ ურჩევენ მეან-გინეკოლოგები ორსულებს გადაძღომას, ხოლო ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი მთელი ორსულობის პერიოდში მეტად მნიშვნელოვანია.
ორი ჩაის კოვზი მარილი საშიშ მოცულობად შეიძლება ვერ აღვიქვათ, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია გულისთვის ზიანის მისაყენებლად. 3,73 გრამი მარილის მოხმარება (ეს არის ორი სუფრის კოვზი მარილის ეკვივალენტი) იწვევს გულის საკნების გაფართოებას.
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.