რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
გულისთვის სასარგებლო საკვები
გულისთვის სასარგებლო საკვები

სამეცნიერო კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანის გულს ნორმალურად, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე, 150 წლის განმავლობაში შეუძლია ფუნქციობა. ეს ცნობა ზოგს გააოცებს, ზოგს კი ღიმილს მოჰგვრის. გასაგებია, რომ თანამედროვე ადამიანს სიცოცხლის ასეთი ხანგრძლივობა არარეალური ეჩვენება. არადა, თურმე ამაზე მეტხანსაც შეიძლება ვიცოცხლოთ! მთავარია, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, ხელი შევუწყოთ გულს (მოგეხსენებათ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში უწინდებურად პირველი ადგილი უკავია). ამ დაუღალავ ორგანოს სიჯანსაღე რაც შეიძლება  მეტხანს რომ შევუნარჩუნოთ, ბევრი რამ არის საჭირო: სპორტი, სუფთა ჰაერი, სრულფასოვანი დასვენება, მშვიდი და ჰარმონიული გარემო, მხიარულება, დადებითი ემოციები და, რაც მთავარია, სასარგებლო საკვებით რაციონალური კვება. ამჯერად, თქვენს ყურადღებას სწორედ საკვებზე შევაჩერებთ.


გულისთვის  სასარგებლო პროდუქტები

თევზი. ხორცსა და ხორცის პროდუქტებს ადამიანის საკვებ რაციონში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ზოგს ხორცი ისე უყვარს, რომ უხორცოდ უბრალო წვნიანსაც კი არ შეჭამს. ხორცთან ერთად ხშირად მიირთმევენ ყველს, კვერცხსა და სხვა არათავსებად პროდუქტებს. ჩვენს გულს კი ხორცზე მეტად თევზი სჭირდება, თანაც რაც შეიძლება ხშირად - კვირაში 2-3-ჯერ მაინც. გულისთვის ყველაზე სასარგებლოა ზღვის ცხიმიანი თევზი - ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია, სარდინი, თინუსი. მართალია, ტბებსა და მდინარეებში ბინადრობს, მაგრამ ასევე სასარგებლოა გულისთვის კალმახი. ყველა ჩამოთვლილი სახეობის თევზი აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, რითაც აფერხებს გულის დაავადებათა განვითარებას.

მარცვლეული აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესებისა და იშემიური დაავადების განვითარებას. განსაკუთრებით სასარგებლოა საღი, დაუმუშავებელი ხორბალი, მურა ბრინჯი, შვრია, ქერი, სიმინდი, წიწიბურა. ეს უკანასკნელი მარცვლოვან კულტურებს არ მიეკუთვნება, თუმცა ენათესავება მათ. წიწიბურა მდიდარია რუტინით, რომელიც უზრუნველყოფს კაპილარების და, საზოგადოდ, წვრილი სისხლძარღვების ელასტიკურობასა და სიმტკიცეს, რითაც ხელს უშლის მათ დაცობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ქერი მდიდარია სასარგებლო საკვები ბოჭკოებით, რომლებიც ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს. სიმინდი ორგანიზმს საჭირო ამინმჟავებითა და ანტიოქსიდანტებით ამარაგებს. გულისთვის მეტად სასარგებლოა ბარდა და სხვა პარკოსნებიც, მათ შორის - ოსპი. ეს კულტურები უხვად შეიცავს მცენარეულ ცილას, უჯრედისს და, რაც მთავარია, კალიუმს, რომელიც გულისთვის აუცილებელია. დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ სავსებით შესაძლებელია, რაციონში ხორცი პარკოსნებით შევცვალოთ - ისინი, ხორცისგან განსხვავებით, არ შეიცავენ მავნე ცხიმებს; სამაგიეროდ გაჯერებულნი არიან ფლავონოიდებით, ფოლიუმის მჟავათი და რკინით, რომელთა ნაკლებობაც, უწინარეს ყოვლისა, სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურაზე აისახება. პარკოსნების რეგულარული მიღება, ისევე როგორც მარცვლოვნებისა, გულს ინფარქტისგან იცავს.

ბოსტნეული საჭიროა არა მხოლოდ გულის, არამედ მთელი ორგანიზმის, მისი ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ჯანმრთელობისთვის. გამორჩევით სასარგებლოა ზოგიერთი სახეობა. მათ მეცნიერები ბუნების განსაკუთრებულ საჩუქრებს უწოდებენ. ასეთია, მაგალითად, ბროკოლი. ის კომბოსტოს ყველაზე ძვირფასი ჯიშია - ისეთი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და მინერალური ნივთიერებებით, რომ ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკო საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. გარდა ამისა, ეს მკვეთრი მწვანე ფერის კომბოსტო პრაქტიკულად სავსებით ანეიტრალებს ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ ყველა კანცეროგენს - სიმსივნის გამომწვევ მავნე აგენტს.

გოგრა მდიდარია კალიუმით, ჩ ვიტამინით, ბეტა კაროტინით, სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალით. გოგრის მოყვარულებს სისხლძარღვები იდეალურად სუფთა აქვთ, არტერიული წნევა - ნორმის ფარგლებში,

You must have Flash Player installed in order to see this player.
ორგანიზმში არასოდეს უგროვდებათ ზედმეტი სითხე, მათი გული უპრობლემოდ ფუნქციობს, ისინი თავისუფლად მოძრაობენ და თავს მუდამ მსუბუქად გრძნობენ.

ნიორი. ყველამ იცის, ნიორი სოკოებისა და ვირუსების საწინააღმდეგო საუკეთესო იარაღია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ის ჰიპერტონიის სამკურნალო ეფექტური საშუალებაც არის. მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებმა ნიორი ყოველდღე უნდა მიირთვან. მასში შემავალი ნივთიერებები წმენდს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ ტონუსს, რითაც ხელს უწყობს მომატებული წნევის დაქვეითებას. ჯანმრთელ ადამიანს წნევის ნორმაზე მეტად დაწევა არ ემუქრება, ჯანმრთელობის განმტკიცებაში კი ნიორი ძალიან დაეხმარება, რადგან მას მძლავრი ანტიკანცეროგენული თვისებებიც აქვს.

ძალზე სასარგებლოა გულისთვის ნიგოზიც. მასში იმდენი ცილაა, რომ თუ რეგულარულად მიირთვით, თამამად შეგიძლიათ, რაციონში ხორცის ოდენობა შეამციროთ. ნიგოზი მდიდარია ცხიმით, რომელიც ორგანიზმისთვის ძნელად ასათვისებელ ცხოველურ ცხიმს კი არ ჰგავს, არამედ მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით - ლინოლის, ლინოლენის, ოლეინის, პალმიტინის, სტეარინის მჟავებით და სხვა.

ხილი და კენკრა. ხილიდან გულისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ვაშლი, ბროწეული, ალუბალი, ბალი და გრეიპფრუტი, კენკრიდან - ჟოლო, წითელი და შავი მოცხარი, მარწყვი. ხილისა და კენკრის ეს სახეობები აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს წნევისა და წყალმარილოვანი ბალანსის შენარჩუნებას, რითაც გულ-სიხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ორგანიზმს სიმსივნური პროცესების განვითარებისგან იცავს და ბევრი სხვა სამკურნალო ეფექტიც აქვს.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ნიგოზი, ზრდის ინტელექტს.
სპეციალისტები გვირჩევენ, სეზონზე რეგულარულად მივირთვათ ნესვი, ის ეფექტურად ებრძვის ქერტლს.
ტკბილი ნესვი გაჯერებულია ბეტა-კაროტინითა და A ვიტამინით, რომლებიც არეგულირებენ თავზე კანის უჯრედთა განახლებას, ცხიმის სეკრეციას კანის ზედაპირულ შრეებში, ხელს უშლიან ქერტლის წარმოქმნას.
ყველასათვის ცნობილია, რომ ქალის ჭარბი წონა ორსულობისას ჩვილის ჯანმრთელობის პრობლემების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომაც არ ურჩევენ მეან-გინეკოლოგები ორსულებს გადაძღომას, ხოლო ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი მთელი ორსულობის პერიოდში მეტად მნიშვნელოვანია.
ორი ჩაის კოვზი მარილი საშიშ მოცულობად შეიძლება ვერ აღვიქვათ, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია გულისთვის ზიანის მისაყენებლად. 3,73 გრამი მარილის მოხმარება (ეს არის ორი სუფრის კოვზი მარილის ეკვივალენტი) იწვევს გულის საკნების გაფართოებას.
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
იტალიაში ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტა ყველას არ რგებს. აღნიშნული დიეტა ითვალისწინებს დიდი რაოდენობით ხილის, ბოსტნეულის, ნიგვზის, პარკოსნების, ბურღულეულის, ზეითუნის ზეთის, ზომიერი რაოდენობით თევზის,
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.