დიეტური სცენარი - თუ გახდომას ცდილობთ, დაგაინტერესებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტური სცენარი - თუ გახდომას ცდილობთ, დაგაინტერესებთ

რას და რამდენს მიირთმევენ. ამის ცოდნა საინტერესო იქნება როგორც მათთვის, ვინც ჭარბი წონის მოცილებაზე ოცნებობს, ასევე მათთვის, ვინც უკვე დაამარცხა ზედმეტი კილოგრამები და შედეგის შენარჩუნება სურს.

  • როგორ მოვათვინიეროთ საღამოს მადა

ნაგვიანევ ვახშამზე უარის თქმა ყველას არ შეუძლია. ბევრი ცდუნებას ვერ უძლებს და ერთ ფუნთუშას ან ბუტერბროდს მაინც გადასანსლავს, მერე კი საშინლად კიცხავს საკუთარ თავს. მოცეკვავეები ამ დროს ასე იქცევიან: იწყებენ ვარჯიშს და მთელი ყურადღება მასზე გადააქვთ. ხუთიოდე წუთის შემდეგ ჭამაზე ფიქრს შეწყვეტთ. გარდა ამისა, მინი-ტანვარჯიში მოდუნებაშიც დაგეხმარებათ და კალორიებსაც დაწვავს.

  • მასალა თვალსაჩინოებისთვის

აწარმოეთ დღიური, რომელშიც აღნუსხავთ დიეტიდან ყველა გადახრას (ფინჯანი ყავა საუზმის ნაცვლად, მსუყე ვახშამი, ტკბილეული). როდესაც ამ ქრონიკას თვალს გადაავლებთ, მიხვდებით, რისი ბრალია თქვენი მარცხი, ეს კი ვითარების შეცვლაში დაგეხმარებათ. მაგალითად, გუშინ ინერვიულეთ და გადაწყვიტეთ, სტრესს რძიანი შოკოლადით ან ნიგვზის ტორტით გამკლავებოდით, დღეს კი სამსახურში თვიური ანგარიში ჩააბარეთ და გადაწყვიტეთ, ამის აღსანიშნავად პიცა დაგეკვეთათ... სამომავლოდ ანტიდეპრესანტად ან ჯილდოდ რაიმე ნაკლებკალორიული მიირთვით. გამორიცხული არ არის, თანდათან ამაზეც უარი თქვათ და სანაცვლოდ ქალაქში გაისეირნოთ ან თეატრში წაბრძანდეთ - გვერწმუნეთ, ეს არანაკლებ სიამოვნებას მოგგვრით.

  • საუზმე თვითონ მიირთვით

მსუყე საუზმე აუცილებელია, თორემ სადილად კატლეტი ან მაიონეზიანი სალათი მოგინდებათ. მაძღრისად რომ ისაუზმოთ, ადექით ნახევარი საათით ადრე და საუზმე მოიმზადეთ. მიირთვით კლასიკური ტაფამწვარი, ხილი ან მისი ახალგამოწურული წვენი, ხაჭოს მოზრდილი ულუფა ან რძე.

  • სადილი გაუყავით მეგობარს

ნოყიერი სადილის შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნებამ რომ არ შეგაწუხოთ, უნდა ისადილოთ, მაგრამ მეორე კერძის გარეშე. კარგი კომბინაცია იქნება მსუბუქი წვნიანი (ქათმის ბულიონი, ბოსტნეულის სუპი, ლობიო, კარტოფილის უხორცო წვნიანი) და მცენარეული ზეთით შეზავებული ბოსტნეულის სალათი. ნებადართულია აგრეთვე ცოტაოდენი ბრინჯი ან წიწიბურა.

  • ვახშამი გადაულოცეთ მტერს

რა თქმა უნდა, 18 საათამდე ვახშმობას ყველა ვერ ახერხებს, ამიტომ ვეცადოთ, დაძინებამდე ორი საათით ადრე მაინც ვივახშმოთ. ვახშმად შეგვიძლია იგივე მივირთვათ, რაც სადილად, მაგრამ სალათს ძროხის ან ქათმის მოხარშული მჭლე ხორცი დავუმატოთ. დასაშვებია თევზიც. თუ ტკბილეულის გარეშე ვერ ძლებთ, შეგიძლიათ, მიირთვათ კარამელი ან მარმელადი, ხილის ჟელე ან ერთი კოვზი თაფლი. რძიანი შოკოლადი და კრემიანი ნამცხვარი კი დაივიწყეთ.

  • მოხდენილობის ანბანი

  1. ქალების უმრავლესობას A-ის ფორმის ფიგურა აქვს - მასიური ბარძაყები და საჯდომი, ვიწრო ან საშუალო წელი, ცხიმი უმთავრესად თეძოებზე ლოკალიზდება. თუ ამ ტიპს მიეკუთვნებით, უარი უნდა თქვათ ცხიმიან საკვებსა და ცხარე სანელებლებზე, მარტივი ნახშირწყლების (ტკბილეულის) ნაცვლად კი რთული (ბურღულეული, ბოსტნეული) მიირთვათ.
  2. სხეულის მეორე გავრცელებული ტიპია O ფუშფუშა ნაკვთები, მასიური ხელები, მუცელზე - ნაკეცები. ამ ტიპის სხეულის პატრონებს რძის ნაწარმზე გადასვლა მოუწევთ. სადილზე აუცილებლად უნდა მიირთვან სალათი. არავითარი ცომეული და ტკბილეული!
  3. ასო I-ს ტიპის ფიგურა - გამხდარი ხელ-ფეხი, ბრტყელი მუცელი. ამ ტიპს მიეკუთვნებით? მომატება არ გაწყენდათ. მიიღეთ ნახშირწყლები, მიირთვით თევზი და თეთრი ხორცი, ნუ იტყვით უარს დესერტზე.
  • ტკბილეულის მოყვარულთათვის

არ არსებობს დესერტი, რომელზეც შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ უარი. დროდადრო შეგიძლიათ, ყელი ცოტაოდენი ტორტით ან შოკოლადით ჩაიკოკლოზინოთ. მთავარია, ზომიერებამ არ გიღალატოთ. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს. ნურც ჯანმრთელობას დაივიწყებთ - მის გარეშე სილამაზეს ფასი ეკარგება.