რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ექსპერტები დიეტების არაეფექტურობაზე საუბრობენ
ექსპერტები დიეტების არაეფექტურობაზე საუბრობენ
ავსტრალიის დიეტოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, მოზრდილთა 54 % უკმაყოფილოა საკუთარი სხეულის მასით, ამასთან, 13%-მდე ცხოვრების სხვადასხვა მომენტში იცავს დიეტას. აღსანიშნავია, რომ დიეტების 95% არ მუშაობს. დიეტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს თევზს, ხორცს, კენკრას, ნიგოზს. ზღუდავს მარცვლეულს, რძის პროდუქტებს, პარკოსნებს, შაქარსა და დ
ამუშავებულ ცხიმებს. ამ დიეტების მომხრეების აზრით, კვების აღნიშნული რეჟიმი ეხმარება ადამიანს დაამარცხოს მავნე პროდუქტებისადმი ლტოლვა, მოიყვანოს ნორმაში ჰორმონული ფონი და გაიუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა ეს ჭეშმარიტებისგან შორსაა.

ექსპერტები ერთ რამეში დარწმუნებულები არიან - თანამედროვე "დასავლური რაციონია" (ცოტა ცხიმები, ბევრი ნახშირწლები) დამნაშავე სიმსუქნის ეპიდემიის განვითარებაში. მსგავსი "დიეტა" ზრდის ინსულინის დონეს და აპროგრამებს ცხიმოვან უჯრედებს კალორიების მომარაგებაზე.

სპეციალისტები გვირჩევენ უარი ვთქვათ დიეტებზე და უბრალოდ რაციონის მცირედ მოდერნიზება მოვახდინოთ. მთავარია ყურადღება მივაქციოთ ულუფის ზომას (შეიძლება გადავიდეთ პატარა ზომის თეფშებზე) და იმას, რომ ბოსტნეულმა თეფშის ნახევარი დაიკავოს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
23 ოქტომბერს დღის პირველ ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღეს წონაში დაკლება და სასარგებლო საკვების მიღება მოდურია. თუმცა ადამიანების უმრავლესობას ვერც კი წარმოუდგენია შესაძლებელი უარყოფითი შედეგები. მეცნიერები აცხადებენ, რომ სწორი კვება შესაძლებელია საშიში აღმოჩნდეს.
ამერიკელი ექიმების აზრით, თაფლი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ყოველდღიურად მხოლოდ ერთი კოვზი თაფლის მიღება საკმარისია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თაფლს მძლავრი ანტიოქსიდანტის თვისება გააჩნია და ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს.
კაკაოს მოყვარულთა ორგანიზმში დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შენელებულია, - აცხადებენ გერმანელი მეცნიერები. ეს არომატული სასმელი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, რადგანაც ის ასტიმულირებს კანის უჯრედების მეტაბოლიზმს და კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. 
კამპინასას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ლისიო ველოზოს ხელმძღვანელობით, ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი დაადგინეს. ცნობილია, რომ სიმსუქნის ეპიდემიას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
ლიმონი წელიწადის ნებისმიერ დროს შეუცვლელი პროდუქტია. მას ყავაზე უკეთ შეუძლია ორგანიზმის გამოღვიძება, ამიტომაც დილა ლიმონიანი წყლის დალევით უნდა დავიწყოთ - გვირჩვენ სპეციალისტები. ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის (ნადგომ) ან თბილ წყალში უნდა ჩავწუროთ ერთი ლიმონი და დავლიოთ. 
მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ამინომჟავებით მდიდარი პროდუქტები დანაყრების შეგრძნებას სწრაფად იწვევს. ისინი ტვინში მადის მარეგულირებელ უჯრედებს ასტიმულირებენ.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.