რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
მართლა სასარგებლოა თუ არა ე.წ. სასარგებლო პროდუქტები
მართლა სასარგებლოა თუ არა ე.წ. სასარგებლო პროდუქტები
ზოგჯერ იმის გარკვევა, რამდენად სასარგებლოა პროდუქტი, ძნელი ხდება. პროდუქტები წარწერით: "შაქრის დაბალი შემცველობა", "ნახშირწყლების დაბალი შემცველობა" ან "ნატურალური" შეიძლება მავნე არჩევანი აღმოჩნდეს.

შაქრის შემცვლელის (აგავას სიროფი, ქოქოსის შაქარი) შემცველი პროდუქტები მავნებელია და ჩვეულებრივ შაქარზე ნაკლებად უსაფრთხო არ არის. რაციონში დიდი რაოდენობით შაქარი ჭარბ წონასა და კარიესს იწვევს. თავისთავად პროდუქტები "შაქრის გარეშე" მაინც მაღალი კალორიულობით გამოირჩევა. შედარებისთვის, 100 გრამი თეთრი შაქარი შეიცავს 406 კალორიას, აგავას სიროფი კი 310 კალორიას.

გარდა ამისა, სხვადასხვა საკვები და ვიტამინიზირებული სასმელი შეიცავს
შაქარს და კალორიულობაც მაღალი აქვთ. სჯობს ჩვეულებრივი წყლის მიღება. გემოვნებითი შეგრძნებების გასამრავალფეროვნებლად, წყალს შეიძლება დავუმატოთ სხვადასხვა ხილი ან ბოსტნეული.

კიდევ ერთი "სასარგებლო" პროდუქტი ბოსტნეულის ჩიფსია, რომელშიც ჭარბადაა მარილი, სხვადასხვა ემულგატრი და არომატიზატორი, რომლებიც გარდა მავნეობისა, კალორიულიცაა.

ცალკე საკითხია ე.წ. სასარგებლო, ენერგეტიკული თხილისა და ხილის ბატონები - მათშიც დიდი რაოდენობითაა შაქარი.

დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ცხიმის დაბალი შემცველობის იოგურტი, ასევე ჭარბად შეიცავს შაქარს.


ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელი ექიმების აზრით, თაფლი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ყოველდღიურად მხოლოდ ერთი კოვზი თაფლის მიღება საკმარისია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თაფლს მძლავრი ანტიოქსიდანტის თვისება გააჩნია და ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს.
კაკაოს მოყვარულთა ორგანიზმში დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შენელებულია, - აცხადებენ გერმანელი მეცნიერები. ეს არომატული სასმელი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, რადგანაც ის ასტიმულირებს კანის უჯრედების მეტაბოლიზმს და კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. 
კამპინასას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ლისიო ველოზოს ხელმძღვანელობით, ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი დაადგინეს. ცნობილია, რომ სიმსუქნის ეპიდემიას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
ლიმონი წელიწადის ნებისმიერ დროს შეუცვლელი პროდუქტია. მას ყავაზე უკეთ შეუძლია ორგანიზმის გამოღვიძება, ამიტომაც დილა ლიმონიანი წყლის დალევით უნდა დავიწყოთ - გვირჩვენ სპეციალისტები. ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის (ნადგომ) ან თბილ წყალში უნდა ჩავწუროთ ერთი ლიმონი და დავლიოთ. 
მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ამინომჟავებით მდიდარი პროდუქტები დანაყრების შეგრძნებას სწრაფად იწვევს. ისინი ტვინში მადის მარეგულირებელ უჯრედებს ასტიმულირებენ.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გახდომის მსურველებს არ უნდა მიეღოთ ცხიმიანი და კალორიული ნიგოზი. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზი (ზოგადად თხილეული) მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ვიტამინებითა და ფიტოქიმიური ნაერთებით.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.