რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ვის რგებს და ვის ვნებს გაღივებული ხორბალი
ვის რგებს და ვის ვნებს გაღივებული ხორბალი
ხორბლის მარცვლების გაღივებისას მათში იზრდება შემცველობა ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებისა, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. კერძოდ, ხორბლის გაღივებული მარცვლები მდიდარია E და D ჯგუფის ვიტამინებით, ასევე კალიუმით, რკინითა და ფოსფორით. აღნიშული პროდუქტის რეგულარულად გამოყენებისას ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა ბალანსდება, გამოიდევნება წიდები და ტოქსინები.

ამ კონკრეტული მიზნებისათვის დაწყებული დიეტის დროს აუცილებელია იმის ცოდნა, როგორ უნდა მიირთვათ გაღივებული ხორბალი. მისი მიღება მცირე ულუფით უნდა დაიწყოთ. ჭარბად მიღებამ შესაძლოა საჭმლის მონელების დარღვევა გამოიწვიოს. აუცილებელია ამ პროდუქტის მიღება დღის პირველ ნახევარში. საღამო
ხანს, მით უფრო, დიდი რაოდენობით მიღებულმა ხორბლის ღივმა, შესაძლოა ძილის დარღვევის პროვოცირება მოახდინოს.

გაღივებული ხორბალი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც სხვადასხვა კერძთან შერეული, ასევე ცალკე პროდუქტის სახით. ცალკე მიღების შემთხვევაში საწყისი ულუფა ერთ ჩაის კოვზს არ უნდა აღემატებოდეს და კარგად უნდა დაიღეჭოს. 

მიუხედავად მრავალი სასარგებლო ეფექტისა, გაღივებული ხორბლის მიღებასაც აქვს თავისი უკუჩვენება. ამ პროდუქტის მიღება არარეკომენდებულია კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის, 12 წლამდე ასაკის ბავშვებისა და იმ პირებისათვის, რომლებსაც გლუტეინზე ალერგია აღენიშნებათ.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კაკაოს მოყვარულთა ორგანიზმში დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შენელებულია, - აცხადებენ გერმანელი მეცნიერები. ეს არომატული სასმელი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, რადგანაც ის ასტიმულირებს კანის უჯრედების მეტაბოლიზმს და კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. 
კამპინასას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ლისიო ველოზოს ხელმძღვანელობით, ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი დაადგინეს. ცნობილია, რომ სიმსუქნის ეპიდემიას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
ლიმონი წელიწადის ნებისმიერ დროს შეუცვლელი პროდუქტია. მას ყავაზე უკეთ შეუძლია ორგანიზმის გამოღვიძება, ამიტომაც დილა ლიმონიანი წყლის დალევით უნდა დავიწყოთ - გვირჩვენ სპეციალისტები. ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის (ნადგომ) ან თბილ წყალში უნდა ჩავწუროთ ერთი ლიმონი და დავლიოთ. 
მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ამინომჟავებით მდიდარი პროდუქტები დანაყრების შეგრძნებას სწრაფად იწვევს. ისინი ტვინში მადის მარეგულირებელ უჯრედებს ასტიმულირებენ.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გახდომის მსურველებს არ უნდა მიეღოთ ცხიმიანი და კალორიული ნიგოზი. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზი (ზოგადად თხილეული) მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ვიტამინებითა და ფიტოქიმიური ნაერთებით.
მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ნიგოზი, ზრდის ინტელექტს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.