რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მავნე პროდუქტები ტვინს ასუსტებს
მავნე პროდუქტები ტვინს ასუსტებს
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ვირთხებზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე დაადგინეს კავშირი შაქრითა და ცხიმით მდიდარ პროდუქტებსა და კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითებას შორის. ექსპერიმენტის დროს შაქრითა და ცხიმით მდიდარ დიეტაზე მყოფ ვირთხებს მეხსიერების გაუარესება დაუდასტურდათ. კვლევის ავტორის მარგარეტ მორისის თქმით,
You must have Flash Player installed in order to see this player.
მეხსიერების დაქვეითების სისწრაფე შოკის მომგვრელად მაღალი იყო. მღრღნელების ჰიპოკამპში (ჰიპოკამპი ტვინის ის უბანია, რომელიც მოგონებების ფორმირებასა და შენახვას განაგებს) მკვლევრებმა ანთება აღმოაჩინეს. მათი დასკვნით, სწორედ ეს უდევს საფუძვლად ხსენებულ კავშირს.

ვირთხებში გამოვლენილის ანალოგიური მოვლენა აღინიშნა ადამიანებშიც. მათ ტვინის აღმასრულებელი ფუნქცია, კერძოდ, რეაქციის სისწრაფე უქვეითდებოდათ. ცვლილებები შესამჩნევი ხდებოდა მავნე პროდუქტების პირველი მიღებიდან 5 დღის შემდეგ. ცხიმითა და ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა განსაკუთრებით აჩქარებს ორგანიზმის დაბერებას, მეხსიერების გაუარესებას და კოგნიტიური შესაძლებლობების დაქვეითებას. ახლა მეცნიერებს იმის გარკვევა სურთ, შესაძლებელია თუ არა სწორი კვებით მეხსიერების გაუმჯობესება.

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გახდომის მსურველებს არ უნდა მიეღოთ ცხიმიანი და კალორიული ნიგოზი. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზი (ზოგადად თხილეული) მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ვიტამინებითა და ფიტოქიმიური ნაერთებით.
მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ნიგოზი, ზრდის ინტელექტს.
სპეციალისტები გვირჩევენ, სეზონზე რეგულარულად მივირთვათ ნესვი, ის ეფექტურად ებრძვის ქერტლს.
ტკბილი ნესვი გაჯერებულია ბეტა-კაროტინითა და A ვიტამინით, რომლებიც არეგულირებენ თავზე კანის უჯრედთა განახლებას, ცხიმის სეკრეციას კანის ზედაპირულ შრეებში, ხელს უშლიან ქერტლის წარმოქმნას.
ყველასათვის ცნობილია, რომ ქალის ჭარბი წონა ორსულობისას ჩვილის ჯანმრთელობის პრობლემების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, ამიტომაც არ ურჩევენ მეან-გინეკოლოგები ორსულებს გადაძღომას, ხოლო ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი მთელი ორსულობის პერიოდში მეტად მნიშვნელოვანია.
ორი ჩაის კოვზი მარილი საშიშ მოცულობად შეიძლება ვერ აღვიქვათ, მაგრამ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა, რომ ეს რაოდენობა სრულიად საკმარისია გულისთვის ზიანის მისაყენებლად. 3,73 გრამი მარილის მოხმარება (ეს არის ორი სუფრის კოვზი მარილის ეკვივალენტი) იწვევს გულის საკნების გაფართოებას.
მეცნიერები სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ცხრა კოსმონავტს, რომლებიც ფრენის იმიტაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალი იყო კოსმონავტების ყოველდღიურ რაციონში მარილის შემცველობა, მით ნაკლებად აწუხებდათ წყურვილის გრძნობა.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.