ძილის სწორი რეჟიმის გარეშე გახდომა შეუძლებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძილის სწორი რეჟიმის გარეშე გახდომა შეუძლებელია

რაც არასწორია, რადგან გამოუძინებლობის შემთხვევაში იზრდება სიმსუქნის რისკი. ეს კი ხდება ბანალური დაღლილობის გამო - ქვეითდება ფიზიკური აქტივობა, ორგანიზმი კი ძალების აღსადგენად ეძებს ცხიმიან ან ნახშირწყლიან საკვებს.

მეცნიერები დასაძინებლად დაწოლას გვირჩევენ, როგორც კი მთქნარება მოგვერევა. არაფერია საძრახისი, თუ 22:00 საათზე დავწვებით დასაძინებლად. ამასთან, ზოგს ბუნებრივად მეტი ძილი სჭირდება, რაც გენებით განისაზღვრება. ამიტომ თუ 5 საათი ძილი გყოფნით, არ ღირს საწოლში კოტრიალი. ცალკე საკითხია განათება - ცუდი ან დღის განათების ნათურების პირობებში ირღვევა მელატონინის - "ძილის ჰორმონის" რეგულაცია.

გამოსასვლელ დღეებშიც თქვენთვის ჩვეულ დროს უნდა ადგეთ. უმჯობესია დღე 20 წუთი დაიძინოთ, ვიდრე დაარღვიოთ რეჟიმი.

საღამოს ცხადია არაა რეკომენდებული კოფეინის შემცველი პროდუქტების (ყავა, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, შოკოლადი) მიღება. კოფეინი ასტიმულირებს ნერვულ სისტემას და ცვლის მელატონინის და ადენოზინის - ძილისათვის მნიშვნელოვანი ორი ნეიროგადამცემის - აქტივობას.

ძილზე ასევე მოქმედებს რაციონი. დამტკიცებულია, რომ ცხიმებისა და შაქრის აქტიური მოხმარება ანელებს საჭმლის მონელებას. ალკოჰოლი დასაწყისში იწვევს ძილიანაობას, თუმცა ღრმა ძილის ფაზაში გადასვლისას შეიძლება პრობლემები აღმოცენდეს. სპირტიანი სასმელი ბლოკავს ადრენალინის გამოყოფას, არღვევს ძილის რეგულირებისათვის აუცილებელი ტრიფტოფანის და სეროტონინის აქტივობას.

ლალი ჩხიკვაძე