რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვს შოკოლადი და რა რაოდენობით
რომელი ასაკიდან მივცეთ ბავშვს შოკოლადი და რა რაოდენობით
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
ნამდვილი შოკოლადი ერთ-ერთი აუცილებელი და სასარგებლო პროდუქტია როგორც ბავშვების, ასევე დიდებისათვის, თუმცა მშობელმა აუცილებლად უნდა იცოდეს თუ როგორ შეარჩიოს ნამდვილი შოკოლადი, რა ასაკიდან მისცეს ბავშვს და რა ოდენობით შოკოლადის ჭამაა დაშვებული დღის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჰუმანას" სამედიცინო კონსულტანტი, ნატო შენგელია გვიზიარებს.

- რას
ნიშნავს ხარისხიანი შოკოლადი, რით განსხვავდება მისი შემცველობა ჩვეულებრივი შოკოლადებისგან, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება?


- მსოფლიოში ორი ქვეყნის შოკოლადია გამორჩეულად ხარისხიანი - ბელგიური და შვეიცარული. ბელგიურ შოკოლადშიოდნავ მაღალია კაკაოს შემცველობა, ვიდრე შვეიცარულში. ხარისხიანი შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს ფქვილს, რადგანაც სუფთა შოკოლადის დამზადებას ფქვილი საერთოდ არ
ჭირდება. ამ ინგრედიენტს საღებავებთან ერთად მასის გასაზრდელად ამატებენ. ასეთ ტკბილეულში ფქვილი მეტია, ვიდრე კაკაო.ასევე შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს კარტოფილის, ხორბლის, სიმინდის და სხვა სახამებელს .
mkurnali.ge

- ნებისმიერ წარმოებაში ქიმიური დანამატები, ემულგატორები და არომატიზატორები გამოიყენება. ამ მხრივ კარგი შოკოლადი რამდენად დაცულია?

- შოკოლადს, თუ იგი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, არ ჭირდება არომატიზატორების, კონსერვანტებისა და საღებავების დამატება.შოკოლადის შერჩევისას აუცილებელია კარგად გავეცნოთ მის შემადგენლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ კაკაოს შემცველ ტკბილეულს მიიღებთ სასარგებლო ნივთიერების ნაცვლად.

- ეტიკეტმა რომ "მოგვატყუოს", ჩვეულებრივმა მომხმარებელმა როგორ უნდა გავარჩიოთ, ნამდვილი შოკოლადი უხარისხოსგან?

- შოკოლადი, თუ ნამდვილად ხარისხიანია, 20 გრადუსი ტემპერატურიდან ნელ ნელა იწყებს დარბილებას და დნობას, თუ 25-27 გრადუს ტემპერატურაზე შოკოლადი ისევ მაგარია, ესე იგი უხარისხოა და შეიცავს დანამატებს.

- შოკოლადს ბევრ სასარგებლო თვისებას მიაწერენ. კონკრეტულად, რისთვის არის სასარგებლო ეს პროდუქტი?

-ნამდვილი შოკოლადი აუმჯობესებს ტვინის უჯრედებში იმპულსების გადაცემის ხარისხს, რაც გონებრივი დატვირთვისას ძალიან მნიშვნელოვანია, საკმაოდ კარგად მოქმედებს როდესაც მოზარდი ან მოზრდილი გონებრივად მუშაობს ან სწავლობს.
შავი შოკოლადი ნორმის ფარგლებში აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციონირებას განსაკთრებით მათთვის, ვისაც სისხლძარღვების შევიწროება აწუხებს.
შოკოლადი არის ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმს ეხმარება მავნე ტოქსინების, თავისუფალი რადიკალებისა თუ სხვა ორგანიზმისათვის არასასურველი ნივთიერებების განეიტრალებაში.
ბავშვებში და მოზარდებში მაღალი ხარისხის შოკოლადის მოხმარება აუმჯობესებს კონცენტრაციას და ორგანიზმის ტონუსს, ტვინის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით დასწავლის დროს.
შოკოლადის მიღებისას ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ენდორფინი, რომელიც იწვევს ბედნიერების შეგრძნებას და წარმოქმნის პოზიტიურ განწყობას. ასე, რომ ნამდვილად ღირს კარგი შოკოლადის ჭამა.
mkurnali.ge

- რა ასაკიდან და რამდენი გრამი შეიძლება ვაჭამოთ ბავშვს დღეში?

- მსგავს კითხვაზე მარტივი პასუხის გაცემა გამორიცხულია, რადგანაც რამდენიმე ფაქტორთან არის დაკავშირებული :
ბავშვებისათვის შოკოლადის მიცემა 2-2.5 წლის შემდეგ პატარ-პატარა პორციებით არის რეკომენდებული, თუმცა არავითარ შემთხვევაში საღამოს ან ძილის წინ, რადგანაც შოკოლადში შემავალი კოფეინი იწვევს ორგანიზმის ტონუსის მატებას და ბავშვებს ხელს შეუშლის მშვიდად ძილში დამოსვენებაში.
საერთოდ, პატარა ასაკში სასურველია ბავშვებს არ მისცეთ კარამელიანი, ტკბილი შიგთავსიანი ან შაქრის დიდი პროცენტული შემცველობის მქონე შოკოლადი, რადგანაც ბავშვებში შაქარი გვერდით ეფექტებს იწვევს, მაგალითად როგორიც არის: თავის ტკივილი, სიმსუქნე, რაც თავის თავად საწინდარია დიაბეტისა. ამიტომაც ყოველთვის მოვარიდოთ ბავშვები დიდი ოდენობით შაქრის შემცველ შოკოლადს. დღიური ნორმა საშუალოდ არის 25გრ მოზრდილობის ასაკამდე.

mkurnali.ge
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 10-12-2016
თეო
ეს გილიანის რეკლამაა? :)
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
შუადღის შესვენებისას კაკლით წახემსება ორგანიზმს უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ელემენტებით, ანაყრებს და კლავს შიმშილის გრძნობას.
გაქვთ თუ არა ჭარბი წონა? ხომ არ გემუქრებათ სიმსუქნის განვითარება? გადადით ლინკზე და გაიგეთ თქვენი მასის
როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას?
ხილის მიღება რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამჯერად სეზონურ ხილზე ვსაუბრობთ,
აღიარებულია, რომ ჭარბი წონა ადამიანის განცდებთან, საკუთარი თავის უკმაყოფილებასა და ჯანმრთელობის
16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
17 იანვარი 2018
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა