რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
რატომ უნდა მივირთვათ კარაქი
რატომ უნდა მივირთვათ კარაქი
კარაქი შეიცავს A ვიტამინის ისეთ ფორმას, რომელიც ყველაზე ყელსაყრელი და ადვილად შესათვისებელია ორგანიზმისათვის. რეტინოლი, იგივე A ვიტამინი სხვა პროდუქტებთან შედარებით კარაქიდან გაცილებით სწრაფად შეიწოვება და ადვილად ხმარდება ორგანიზმის ქსოვილებს. რეტინოლს ორგანიზმი ყოველდღიურად უნდა იღებდეს. მასზეა დამოკიდებული შინაგანი სეკრეციის (ენდოკრინული) ჯირკვლების ფუნქცია, კონკრეტულად ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების, ასევე თვალების, კანის, ლორწოვანი გარსების, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობა. A ვიტამინის დეფიციტი ვლინდება იმუნიტეტის დაქვეითებით, მეტაბოლიზმის დარღვევით, მხედველობის გაუარესებით და დაბერების პროცესის დაჩქარებით.

კარაქში ბევრია K ვიტამინიც. ეს ვიტამინი სისხლის წარმოქმნისთვისაა აუცილებელი. მისი დეფიციტის დროს
სისხლის შედედება ირღვევა. გარდა ამისა, K ვიტამინი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის შენებაში, ამცირებს ოსტეპოროზისა და კარიესის განვითარების რისკს.

ამგვარად, კარაქის "რეპუტაცია" ტყუილად არის შელახული. ის მეტად სასარგებლო პროდუქტია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. რაც შეეხება გულის გვირგვინოვანი არტერიების (კორონარების) მდგომარეობაზე მის ვითომდა მავნე გავლენას, ეს
დღეს არაერთი კვლევითაა გაბათილებული.

თინათინ გოცაძე
თარიღი : 12-12-2016
ალექსანდრე
მაინტერესებს, მათთვის, ვისაც ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების რაოდენობა ნორმაზე მეტი აქვთ შეიძლება კარაქის მირთმევა? წინასწარ გმადლობთ!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
შუადღის შესვენებისას კაკლით წახემსება ორგანიზმს უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ელემენტებით, ანაყრებს და კლავს შიმშილის გრძნობას.
გაქვთ თუ არა ჭარბი წონა? ხომ არ გემუქრებათ სიმსუქნის განვითარება? გადადით ლინკზე და გაიგეთ თქვენი მასის
როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას?
ხილის მიღება რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამჯერად სეზონურ ხილზე ვსაუბრობთ,
აღიარებულია, რომ ჭარბი წონა ადამიანის განცდებთან, საკუთარი თავის უკმაყოფილებასა და ჯანმრთელობის
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა