რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ისპანახს ორგანიზმიდან ნიკოტინი გამოაქვს
ისპანახს ორგანიზმიდან ნიკოტინი გამოაქვს
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება. ამას ხშირად 6-8 თვე სჭირდება. თუ თქვენ მოწევაზე უარი თქვით და საბოლოოდ გინდათ სძლიოთ მავნე ჩვევას, მიირთვით რაც შეიძლება ბევრი ისპანახი. მას ორგანიზმიდან ნიკოტინი გამოაქვს.

ისპანახში უხვადაა B9 ვიტამინი (ფოლის მჟავა), რომელიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის და კუნთოვანი ტონუსის შენარჩუნებისთვის. ის განსაკუთრებით საინტერესო ვიტამინია სწორედ მწეველთათვის, რადგანაც თამბაქოს
ხანგრძლივად მოხმარება, ჩვეულებრივ, ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტით ხასიათდება.

ისპანახს აქვს კიდევ ერთი საინტერესო თვისება. მისი მოყვარულები (ვინც რეგულარულად მიირთმევს ამ მცენარისგან დამზადებულ კერძებს) ხშირად აღნიშნავენ, რომ დროთა განმავლობაში სხვაგვარად შეიგრნობენ თამბაქოს კვამლის გემოს. მოწევის პროცესი მათთვის უსიამოვნო ხდება და ადვილადაც ანებებენ თავს მოწევას. ასე რომ, თუ თამბაქოს მოწევის მავნე ჩვევას ვერ ერევით, საკვებ რაციონში აუცილებლად ჩართეთ ისპანახი!

თინათინ გოცაძე
თარიღი : 03-01-2017
პოტენციური მომხმარებელი
ისპანახი უფრო მარგებელი იქნება თუ მიირთმევთ მის უმ სალათას, რადგან მოხარშვისას თვისებებს კარგავს, ძალიან გემრიელიაააა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელი ექიმების აზრით, თაფლი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ყოველდღიურად მხოლოდ ერთი კოვზი თაფლის მიღება საკმარისია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თაფლს მძლავრი ანტიოქსიდანტის თვისება გააჩნია და ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს.
კაკაოს მოყვარულთა ორგანიზმში დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შენელებულია, - აცხადებენ გერმანელი მეცნიერები. ეს არომატული სასმელი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, რადგანაც ის ასტიმულირებს კანის უჯრედების მეტაბოლიზმს და კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. 
კამპინასას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ლისიო ველოზოს ხელმძღვანელობით, ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი დაადგინეს. ცნობილია, რომ სიმსუქნის ეპიდემიას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
ლიმონი წელიწადის ნებისმიერ დროს შეუცვლელი პროდუქტია. მას ყავაზე უკეთ შეუძლია ორგანიზმის გამოღვიძება, ამიტომაც დილა ლიმონიანი წყლის დალევით უნდა დავიწყოთ - გვირჩვენ სპეციალისტები. ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის (ნადგომ) ან თბილ წყალში უნდა ჩავწუროთ ერთი ლიმონი და დავლიოთ. 
მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ამინომჟავებით მდიდარი პროდუქტები დანაყრების შეგრძნებას სწრაფად იწვევს. ისინი ტვინში მადის მარეგულირებელ უჯრედებს ასტიმულირებენ.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გახდომის მსურველებს არ უნდა მიეღოთ ცხიმიანი და კალორიული ნიგოზი. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზი (ზოგადად თხილეული) მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ვიტამინებითა და ფიტოქიმიური ნაერთებით.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.