რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
 სიმსუქნე მეხსიერებას ვნებს
სიმსუქნე მეხსიერებას ვნებს
გაცხიმოვნება იმდენად აზიანებს ტვინს, რომ მეხსიერების გასაუმჯობესებელი ვარჯიშებიც კი უეფექტო ხდება. ჩვეულებრივ, აღნიშნული ტიპის ვარჯიშები მეტად ეფექტურია 65 წელს გადაცილებულ პირებთან, რომელთათვისაც ნეირონთა აქტივობის შენარჩუნება მეტად აუცილებელია.
სპეციალისტებმა გადაწყვიტეს ტვინის ვარჯიშის ეფექტურობა ადამიანის სხეულის მასის ინდექსთან დამოკიდებულებით შეესწავლათ. აღმოჩნდა, რომ მსუქნებთან ტვინის ვარჯიშს არანაირი შედეგი არ აქვს. ექსპერტა აზრით, მიღებული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაოდენ საზიანოა ორგანიზმისთვის გაცხიმოვნება და უმოძრაო წესი ცხოვრების ყველა ასპექტთან მიმართებაში.

ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარები 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და შეისწავლიდნენ ადამიანთა დიდი ნაწილის (რამდენიმე ჯგუფის)
კოგნიტიურ შესაძლებლობებს. ცვლილებათა ტრაექტორიას ისინი საგულდაგულოდ აფასებდნენ კვლევაში მონაწილეთა ასაკისა და სხეულის მასის ინდექსის გათვალისწინებით. აღმოჩნდა, რომ გაცხიმოვნების პრობლემის მქონე და ძალიან მსუქან პირებთან ტვინის ვარჯიშს არანაირი ეფექტი არ ჰქონდა.

სხვა მკვლევარების მიერ ნაჩვენებია ისიც, რომ წონაში მნიშვნელოვნად დაკლება აუმჯობესებს ტვინის ფუნქციობას, განამტკიცებს მეხსიერებას, გარდა
ამისა, მსუქან პირებთან თავის ტვინის მოცულობის შემცირება, კონკრეტულად ჰიპოკამპის არეში, ბევრად სწრაფად მიმდინარეობს მათთან შედარებით, ვისაც წონის პრობლემა არ აქვს.

სწორედ ამიტომაც მნიშვნელოვანია კვებისა და აქტიურობა-მოძრაობის ნორმალური რეჟიმის დაცვა, განსაკუთრებით ასაკოვნებისთვის!

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
შუადღის შესვენებისას კაკლით წახემსება ორგანიზმს უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ელემენტებით, ანაყრებს და კლავს შიმშილის გრძნობას.
გაქვთ თუ არა ჭარბი წონა? ხომ არ გემუქრებათ სიმსუქნის განვითარება? გადადით ლინკზე და გაიგეთ თქვენი მასის
როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას?
ხილის მიღება რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამჯერად სეზონურ ხილზე ვსაუბრობთ,
აღიარებულია, რომ ჭარბი წონა ადამიანის განცდებთან, საკუთარი თავის უკმაყოფილებასა და ჯანმრთელობის
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა