ყურძნის სამკურნალო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურძნის სამკურნალო თვისებები

მათ გარდა, სხვადასხვა რაოდენობით მოცემულია საქაროზა, რაფინოზა, ქსილოზა და სხვა შაქრის მსგავსი ნივთიერებები. გლუკოზა - ეს არის იდეალური ენერგეტიკული ნივთიერება. ყურძნის მიღების შემდეგ ის სწრაფად ვრცელდება სისხლში და ნერვული უჯრედების კვების ძირითადი წყარო ხდება. ყურძენში ყველაზე მეტი შემცველობით მოცემულია ღვინის მჟავა, შემდეგ ვაშლის, ლიმონისა და ქარვის. ორგანული მჟავების ზეგავლენით ძლიერდება კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედება, სუსტდება გულისცემა და მცირდება პულსის სიხშირე, სუნთქვა კი უფრო მშვიდი ხდება. ყურძნის წვენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო პრაქტიკულად ყველა მინერალურ ნივთიერებას და მიკროელემენტებს. კათიონებს შორის ჭარბობს კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, მარგანეცი, ალუმინი; ანიონებიდან – ფოსფორი, გოგირდი, კაჟბადი, ქლორი. მიკროელემენტები, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები, წარმოდგენილია მარგანეცის, მოლიბდენის, ბორის, ტიტანიუმის, ვანადიუმის, რადიუმის, თუთიისა და კობალტის სახით.

  • უძველეს დროში ექიმები ადამიანებს ჭამათა შორის ინტერვალებისას ყურძნის მიღებას ურჩევდნენ, მაგრამ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.
  • ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ეხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას.
  • ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, ის შეიცავს სამ ვიტამინს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: ფოლიუმის მჟავა (აძლიერებს მას), K ვიტამინი (მოქმედებს სისხლის შედედებაზე) და P ვიტამინი (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აბალანსებს სისხლის წნევას).
  • ყურძნის გამხმარი ფოთლებისგან ამზადებენ ფხვნილს და იღებენ 2-4 გ-ს დღეში, შინაგანი, განსაკუთრებით კი საშვილოსნოს სისხლდენის დროს.
  • წითელი ან თეთრი ღვინის ზომიერი გამოყენება (50-60გ) ორგანიზმში ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რაც თავის მხრივ მკვეთრად აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რომელიც ბლოკავს არტერიებს და იწვევს გულის შეტევას.
  • ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს.
  • გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს ამზადებენ ქიშმიშის ნახარშს და იღებენ ამოსახველებელ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებად: 100გ ქიშმიში 1 ჭიქა წყალში იხარშება, შემდეგ გადაიწურება და მიიღება 70-100 გ 3-4 ჯერ დღეში.
  • ყურძენი ასევე სასარგებლოა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების დროს, ბრონქული ასთმისა და პლევრიტებისას, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ საწყის სტადიაზე.
  • მორფით, კოკაინით, დარიშხანით, სტრიქნინით, ნატრიუმის ნიტრატით მოწამვლის დროს გამოიყენება ყურძენი, გლუკოზის დიდი შემცველობის გამო მას ძლიერი ანტიტოქსიკური თვისებები აქვს.
  • ყურძენს აქვს ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება. ის კლავს ნაწლავის ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს.
  • ყურძნის ფოთლებიც ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდებიან და ეხმარებიან დაჩირქებული ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას; ფოთლების ნაყენით ჩამოიბანეთ ჭრილობა და წყლული; ჭრილობასა და ფურუნკულზე დაიდეთ ახალდანაყილი ფოთლები.
  • ყურძნის წვენი, წითელი ღვინო და ქიშმიშის ჩაი ეწინააღმდეგებიან პოლიოვირუსს, მარტივი ჰერპესის ვირუსს (მჰვ-1 და მჰვ-2) და რეოვირუსს.
  • რადგან ღვინოსა და ყურძნის წვენს ყველა არ სვამს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად დააყენეთ ქიშმიშის ჩაი: 750 გ წყალს დაუმატეთ 250 გ ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი სიროფი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ 1 საათი; გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 200-250 გ ყოველდღე.
  • ყურძნით მკურნალობამდე ეწვიეთ ექიმს.
  • ყურძნით მკურნალობას ან მის გადაჭრაბებით მიღებას უკუჩვენებები ახასიათებს შაქრიანი დიაბეტისა და გაცხიმოვნების დროს. იგი ფრიად მაღალკალორიულია, მასში შაქრების, კერძოდ კი გლუკოზის დიდი შემცველობის გამო.

ყურძნის მიღება არ შეიძლება:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს; რემისიის პერიოდში შეგიძლიათ მიირთვათ ნაზი, წვნიანი ჯიშის ყურძენი;
  • კოლიტისას, რომელსაც თან ახლავს დიარეა;
  • ქრონიკული ფარინგიტისა და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს;
  • გულის მწვავე უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისას კალიუმის ცვლის მოშლის დროს;
  • ყურძენი აჩქარებს კბილის ქსოვილის დაშლას კარიესის დროს, ამიტომ ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე კბილები სრულად უნდა განკურნოთ. კბილების დასაცავად ყურძნის ყოველი მიღების შემდეგ პირის ღრუში კარგად გამოივლეთ სასმელი წყალი.

ყურძენი - შესანიშნავი აღმდგენი და მატონიზებელი საშუალებაა. ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ბოჭკოვანას, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, B ვიტამინს, პექტინს, მინერალებს, ფერმენტებს. დადგენილია, რომ ყურძენი ასტიმულირებს ძვლებს. ყურძენი - კალიუმის კარგი წყაროა.

ერთი ჭიქა ყურძნის წვენის ყოველდღიური მიღება ორგანიზმს შეავსებს B ვიტამინით, რომელიც მას დაეხმარება სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში. ყურძნის წვენი აძლიერებს ფრჩხილებს, თმას. ყურძენი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისაგან. ყურძნის წვენის საშუალებით კანს ელასტიკურობა ენიჭება. ყურძენი შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის უჯრედებს!

ყურძენი და ყურძნის წვენი რეკომენდებულია ნაწლავების პერისტალტიკის, ტრაქეიტის, ბრონქიტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს.

წითელი ყურძენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ტანინებს, კატექინებს. ის აუმჯობესებს გულისცემას, არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლს და ზრდის ჰემოგლობინის დონეს, აჯანსაღებს ღვიძლს, ხელს უწყობს სხეულიდან დაგროვილი ტოქსინების გამოდევნას.

100 გ ყურძენი შეიცავს:

1. წყალს - 80.2 გ;

2. ცილას - 0.6 გ;

3. ცხიმს - 0.2 გ;

4. ნახშირწყლებს - 16.8 გ;

5. მონო- და დისაქარიდებს - 15გ;

6. ბოჭკოვანას - 0.6 გ;

7. პექტინს - 0.6 გ;

8. ორგანულ მჟავებს - 0.84 გ;

9. კალიუმს - 255 მგ;

10. კალციუმს - 30 მგ;

11. მაგნიუმს - 17 მგ;

12. ნატრიუმს - 26 მგ;

13. ფოსფორს - 22 მგ;

14. რკინას - 600 მგ;

15. კობალტს - 2 მგ;

16. მანგანუმს - 90 მგ;

17. სპილენძს - 80 მგ;

18. მოლიბდენს - 3 მგ;

19. ფთორს - 12 მგ;

20. თუთიას - 91 მგ;

21. ვიტამინ A-კაროტინს;

22. ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) - 6 მგ;

23. ვიტამინ B1-ს (თიამინი) - 0.05 მგ;

24. ვიტამინ B2-ს (რიბოფლავინი) - 0.02 მგ;

25. ვიტამინ B9-ს (ფოლიუმის მჟავა) - 4 მგ;

26. ვიტამინ PP-ს (ნიაცინი) - 0.3 მგ;

27. კალორია - 65 კალორია