რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
კვების რეჟიმი ინფარქტგადატანილებისთვის
კვების რეჟიმი ინფარქტგადატანილებისთვის
ინფარქტგადატანილებისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო კომპლექსში კვების რეჟიმი პირველ პუნქტად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ შიმშილობა ან მკაცრი დიეტები, რომლითაც ხშირად ლამობენ წონის ერთბაშად დაკლებას, ინფარქტგადატანილებისთვის მიზანშეუწონელია. ყველაზე რაციონალურია თვეში 3-5კგ-ის დაკლება. სხეულის მასის ეტაპობრივად დაკლებით ინფარქტგადატანილი ადამიანი ნელ-ნელა, თანდათანობით ეგუება, ასე ვთქვათ, "ახალ სხეულს" და ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ სჭირდება. ინფარქტგადატანილებისთვის სხვადასხვა დიეტა არსებობს, თუმცა, ყველა საერთო პრინციპებს ეფუძნება. ეს ძირითადი პრინციპებია:

  • მიღებული საკვების კალორიულობის შემცირება;
  • ორგანიზმის ნახშირწყლებით გადატვირთვისაგან დაცვა (ანუ კანფეტების, ნამცხვრებისა და ცომეულის აკრძალვა);
  • ცხოველური ცხიმების შემცველი საკვების შეზღუდვა;
  • მარილის დღე-ღამეში 5 გ-მდე შეზღუდვა; მარილიანი,
    ცხარე და მწარე საკვების გამორიცხვა;
  • დღეში სულ ცოტა 1,5 ლიტრი წყლის დალევა;
  • საკვების ხშირად და მცირე ულუფებით მიღება (იმისათვის, რომ ადამიანი არ შეაწუხოს შიმშილის გრძნობამ, კუჭი სავსე იყოს, მაგრამ არაგადავსებული).
ამ პრინციპებზე დაფუძნებული დიეტა ეხმარება ინფარქტგადატანილ ადამიანს სხეულის მასის შემცირებაში, შესაბამისად, გულის კუნთზე დატვირთვაც საგრძნობლად
მცირდება.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
შუადღის შესვენებისას კაკლით წახემსება ორგანიზმს უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ელემენტებით, ანაყრებს და კლავს შიმშილის გრძნობას.
გაქვთ თუ არა ჭარბი წონა? ხომ არ გემუქრებათ სიმსუქნის განვითარება? გადადით ლინკზე და გაიგეთ თქვენი მასის
როგორ ვიკვებოთ მარხვის დასრულების შემდეგ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგვექმნას?
ხილის მიღება რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამჯერად სეზონურ ხილზე ვსაუბრობთ,
აღიარებულია, რომ ჭარბი წონა ადამიანის განცდებთან, საკუთარი თავის უკმაყოფილებასა და ჯანმრთელობის
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა