ბროკოლი ტვინს ინსულტის გართულებებისგან იცავს
ის უხვად შეიცავს სასარგებლო კომპონენტებს, მათ შორის სულფორაფანს, რომელიც ადამიანის თავის ტვინში დამცველობით ფერმენტებს ააქტივებს.
აღნიშნული ნივთიერების სარგებლობა გამოიხატება იმით, რომ ის აფერხეს ქსოვილებში დამჟანგველ სტრესს. დამჟანგველი სტრესი ფაქტობრივად თავისუფალი, მავნე რადიკალების მიერ უჯრედების დამაზიანებელ-დამანგრეველი პროცესია. ეს პათოლოგიური პროცესი კი, მოგეხსენებათ, ბევრი დაავადების, მათ შორის სიმსივნური პათოლოგიისა და ალცჰაიმერის დაავადების საფუძველია.
თინათინ გოცაძე