რომელია ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელია ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტი

ამიტომ რაფინირებულის მაგივრად (ტკბილეული) უმჯობესია არარაფინირებული ნახშირწყლების მიღება (წიწიბურა). წიწიბურაში ბევრია В ჯგუფის ვიტამინი, მაგნიუმი, ფოსფორი და თუთია, რაც მნიშვნელოვანია ტვინის ნეიროგადამცემთა სიგნალური აქტივობისთვის. ეს ელემენტები უმკლავდებიან შფოთსა და თავის ტკივილს.

ყურადღება უნდა გამახვილდეს კვერცხზეც. იგი დიდი რაოდენობით ცილას, ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3, ანტიოქსიდანტებსა და ქოლინს შეიცავს. ამ უკანასკნელს ტვინი აცეტილქოლინის გამოსამუშავებლად იყენებს. სიგნალური აქტივობისთვის მნიშვნელოვანია კვერცხში არსებული ფოსფოლიპიდები.

ნუშის ზეთი ცილის კიდევ ერთი სასარგებლო წყაროა. გარდა ამისა, ნუშის ზეთი შეიცავს რიბოფლავინსა და L-კარნიტინს, რაც ააქტიურებს ნეირონულ აქტივობას და ამუხრუჭებს კოგნიტიური მაჩვენებელების დაქვეითებას.

მოცვში კი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ტვინს ჟანგვითი სტრესისგან იცავს.

როზმარინი უნიკალური, 1,8-ცინეოლის შემცველი პროდუქტია. ეს უკანასკნელი ზრდის აცეტილქოლინის დონეს (ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალება).

შავი შოკოლადიც ცნობილია ანტიოქსიდანტური თვისებებით. ის ხსნის ანთებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, განწყობას.

ანტიანთებითი თვისებები აქვს ასევე კურკუმას. ჭარხალი აფართოებს სისხლძარღვებს ნიტრატების ხარჯზე. ისინი სხეულში აზოტის ოქსიდად გარდაიქმნება, რომელიც ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვის სანათურს. ეს კი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, აუმჯობესებს ტვინში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას. ჭარხალი ასტიმულირებს ტვინში ჯანგბადის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელ სისხლის წითელი სხეულაკების წარმოებას.

ლალი ჩხიკვაძე