ზოგიერთი პოპულარული პროდუქტის ღირსება და ნაკლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზოგიერთი პოპულარული პროდუქტის ღირსება და ნაკლი

სურსათის შეძენისას ხშირად ჩვეული წარმოდგენებით ვხელმძღვანელობთ, თუმცა ისინი ყოველთვის მართებული როდია, განსაკუთრებით დიეტურ, მსუბუქ და სამკურნალო საკვებად მიჩნეულ პროდუქტზე. მათ აუცილებლად სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, კარგად გავეცნოთ შემადგენლობას, სასარგებლო და მავნე ინგრედიენტების შემცველობას, გავარკვიოთ, რა გავლენას მოახდენს ეს ნივთიერებები ჩვენს ორგანიზმზე. მოდი, განვიხილოთ ზოგიერთი ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტი.

“საექიმო ძეხვი”

ე.წ. “საექიმო ძეხვი” ოდითგანვე დიეტურ პროდუქტად მიიჩნევა და დღემდე ინარჩუნებს ასეთ რეპუტაციას, ამიტომ მას ეტანებიან კუჭ-ნაწლავის პრობლემებისა და ჭარბი წონის მქონენი. ნაკლი: მაღალი ცხიმიანობა (დაახლოებით 30%), მარილისა და სოიის დანამატების მაღალი შემცველობა.

მარგარინი - “მსუბუქი კარაქი”

მარგარინს აქვს “მცენარეული ცხიმის შემცველი” პროდუქტის პრეტენზია, რომელიც წონის მომატებით არ გვემუქრება. იყენებენ სამარხვოდ. ნაკლი: გადამუშავებისას გადის ჰიდრირებას, ეს კი ძალიან მავნებელია.

ანანასი

ეს არის სუპერპოპულარული პროდუქტი, რომელიც თითქმის ყველა დიეტაშია ჩართული. მის შემადგენლობაში შემავალი ბრომელაინი ხელს უწყობს ცილების დაშლას. ეს ეგზოტიკური ხილი უკვე დამკვიდრდა ჩვენს ბაზარზე და ერთ-ერთ დელიკატესად მიიჩნევა. ნაკლი: ალერგიულია; მჟავა, რომელსაც მისი რბილობი შეიცავს, დამღუპველად ზემოქმედებს კბილის მინანქარზე.

ჩირი

ის ტკბილეულის დიეტურ ალტერნატივად მიიჩნევა. ნაკლი: შესაძლოა ქიმიურად იყოს დამუშავებული, ამიტომ მოხმარების წინ აუცილებლად უნდა გაირეცხოს თბილი წყლით.

წყალი

პლასტიკურ ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი წყალი ყველაზე სასურველი საქონელია. ნაკლი: პლასტმასა - არ არის საუკეთესო მასალა წყლის შესანახად. გარდა ამისა, მისი ნამდვილი წარმომავლობა უცნობია.

მწვანე ჩაი

აჩქარებს ცხიმების წვას; შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს, კალციუმს, ფთორს, ჩ ვიტამინს. ნაკლი: რეკომენდებული არ არის წყლულოვანი დაავადების დროს; არ შეიძლება პოდაგრით დაავადებულთა და ორსულთათვის.

მზესუმზირა

მაღალი კალორიულობის გამო ბევრი მას სათანადოდ ვერ აფასებს. ღირსება: მდიდარია ფასეული ვიტამინებითა და სასარგებლო ცხიმოვანი მჟავებით.

ნაღების კარაქი

როდესაც ცხიმიანობის მაჩვენებელი 75%-ზე მეტია, ამაღლებს ქოლესტერინის დონეს. ღირსება: მდიდარია ვიტამინებით. A ვიტამინი კვებავს კანს, თვალებს, B აძლიერებს იმუნიტეტს, D დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, E კვებავს თმასა და ფრჩხილებს.

ყურძენი

მაღალი კალორიულობის გამო ჭარბწონიანები მას უარყოფენ. ღირსება: შეიცავს მინერალებს, რომლებიც ორგანიზმს ტონუსს უნარჩუნებს. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს, გამოდევნის ტოქსინებს.

შავი ჩაი

მის შემადგენლობაში შედის კოფეინი, რომელიც აღმგზნები საშუალებაა. ღირსება: აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონის კლებას. რძიანი და თაფლიანი ჩაი უძილობის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა.

ონკანის წყალი

ის მეტისმეტად ქლორიანია მასში მომატებულია რკინისა და თუთიის შემცველობა. დადებითი მხარე: ის იწმინდება. უმჯობესია, გაფილტროთ, გადაადუღოთ, დააყენოთ, ჩადოთ ჭიქაში ვერცხლის კოვზი.