საზამთრო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საზამთრო

სასარგებლოა განტვირთვის დღის მოწყობა, რომლის განმავლობაშიც მიირთმევთ მხოლოდ საზამთროს და ერთ ნაჭერ შავ პურს. გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: 1 კგ საზამთროს რბილობი წონის ყოველ 10 კგ-ზე. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ექვსდღიანი შესვენების შემდეგ დიეტა შეგიძლიათ გაიმეოროთ, ოღონდ ამჯერად რაციონში ჩართეთ ყველი, დაუშაქრავი შვრიის ფაფა, უცხიმო თევზი და ბოსტნეული. საზამთრო წმენდს და ზედმეტი სითხისგან ცლის ორგანიზმს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გვაწვდის ადვილად ასათვისებელ შაქრებს, რკინას, ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, გვიცავს სისხლნაკლებობისგან, სკლეროზისა და სიმსივნეებისგან. საზამთრო მიჩნეულია სამკურნალო დიეტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად ჰიპერტონიის, ინფექციურ-ალერგიული დაავადებების, პოდაგრის, თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, სიმსუქნის დროს, კენჭოვანი დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში კი უკუნაჩვენებია. ის აუცილებელია მათთვის, ვინც ანტიბიოტიკებით მკურნალობს. ხალხურ მედიცინაში საზამთროს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ. საზამთრო წმენდს ორგანიზმს წიდის, მარილებისა და ქვიშისგან, აჩქარებს ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნას და ამგვარად გვამზადებს ცივი სეზონისთვის.

ნესვი

ნესვი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. მასში ბევრია შაქარი (16-18%-ზე მეტი), სახამებელი, ჩ ვიტამინი (60 გრამამდე), ცილა, გარდა ამისა, შეიცავს კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებებს და მინერალურ მარილებს. გამოიყენება როგორც ცოცხალი ნაყოფი, ისე ჩირიც. ნესვისგან ამზადებენ მურაბას, ხილფაფას, ცუკატს, მარმელადს. მისი წვენისგან მზადდება ბექმეზი - ე.წ. ნესვის თაფლი, რომელშიც შაქრის შემცველობა 60%-ია. თესლის 25-30% საჭმელი ზეთია. ნესვი მრავალი დაავადების წამალია. ბევრი მას ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის წყაროდაც მიიჩნევს. ნესვი კიტრის უახლოესი ნათესავია. მისი რბილობის 90% წყალია. უკვე ჩამოთვლილ ნივთიერებებთან ერთად მის შემადგენლობაში შედის კალციუმი, რკინა, თუთია, ცხიმები, A, B, ჩ და P ვიტამინები, კაჟი. კაჟი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თავის ტვინის ქერქის, ნერვებისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას. რკინის უხვი შეცველობის გამო ნესვი ააქტიურებს სისხლის შედედებას, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია აქვს.

შეუცვლელია ქალის ორგანიზმისთვის კრიტიკულ დღეებში. ნესვს უნდა ერიდონ დიაბეტით დაავადებულები და მსუქნები, რადგან მასში ბევრია “მძიმე” შაქარი. თუ სამ ნაჭერზე მეტს შეჭამთ, უარყოფითად იმოქმედებს ნაწლავებზე. ნესვის რბილობი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სეროტონინის - “ბედნიერების ჰორმონის” - გამომუშავებას, ამიტომ უებარია მათთვის, ვისაც უგუნებობა ან დეპრესია აწუხებს. თუ მოწყენილი ხართ, შეჭამეთ ერთი ნაჭერი ნესვი, შეისუნთქეთ მისი არომატი და გუნება მაშინვე გამოგიკეთდებათ. ნესვის შემადგენლობაში შედის ნიკოტინის მჟავაც. მისი და ვიტამინების კომპლექსური მოქმედება სამმაგად ეფექტიანია: აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას. კალციუმი უხდება ტვინსა და ნივთიერებათა ცვლას. ფოლიუმის მჟავა და რკინა ამაღლებს ჰემოგლობინის დონეს. ჩ და V ვიტამინებს ანტიოქსიდანტური ეფექტი აქვს - ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უჯრედების კვდომას იწვევს.

ამრიგად, ნესვი ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას გვიხანგრძლივებს. ის სათუთად წმენდს ნაწლავებს, რაც უმალვე აისახება კანის ფერსა და მდგომარეობაზე. გულმკერდზე ნესვის რბილობის კომპრესი ხველას ამცირებს. თუ ასეთ კომპრესს ნატკენ ადგილებზე გაიკეთებთ, მალე მოგიშუშდებათ. არსებობს უბრალო ხალხური რეცეპტი, რომელიც სილამაზესა და ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ: წვენსაწურში ჩაუშვით ნესვი (თესლითა და კანითურთ) და ნახევარი ჭიქა გამონაწური დააყოლეთ ერთ ულუფა ნესვს.

თუ ძნელად ირუჯებით, შეგიძლიათ, მზის ეფექტურობა ნესვის დახმარებით გააძლიეროთ. მის შემადგენლობაში შემავალი ბეტა კაროტინი ეხმარება ორგანიზმში პიგმენტ მელანინის წარმოქმნას და კანის გამუქებას. თანაბარი რუჯის მისაღებად საკმარისია, ყოველდღე მიირთვათ 300 გ ნესვი და 1-2 საათით მზეზე დაწვეთ. სიმსუქნისკენ მიდრეკილებს ზოგი დიეტოლოგი ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე 2 კგ (5 ულუფა) ნესვის რბილობის მიღებას სთავაზობს. ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, გაწმენდს ნაწლავებს და ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ. არსებობს ნესვის დიეტის რამდენიმე ვარიანტი.

ერთ-ერთი ასეთია: სადილისა და ვახშმის ნაცვლად უნდა მიირთვათ ნესვი - 1 კგ სხეულის მასის 30 კგ-ზე. ამ დიეტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ კარტოფილი, პური, მაკარონი და ტკბილეული. რეკომენდებულია უმარილო ბრინჯი, ბოსტნეულის სალათა, უცხიმო ხაჭო. დღეგამოშვებით შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული თევზი, კვერცხი ან 150 გ ქათმის ხორცი. სვით უშაქრო მწვანე ჩაი. მთელი დღის ულუფა ხუთად უნდა გაიყოს. ერთი შუადღისას მიირთვით, დანარჩენი ოთხი კი - ორ საათში ერთხელ. გაითვალისწინეთ: ეს დიეტა არ შეიძლება მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული აქვს.