რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა სიმსუქნის მიზეზი საბოლოოდ დაადგინეს
მეცნიერებმა სიმსუქნის მიზეზი საბოლოოდ დაადგინეს
კამპინასას უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ლისიო ველოზოს ხელმძღვანელობით, ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი დაადგინეს. ცნობილია, რომ სიმსუქნის ეპიდემიას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მიზეზი ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის ცვლილებაა. მსუქან პირებთან მიკროორგანიზმების ჭარბად გამრავლება ასტიმულირებს საკვებიდან დიდი რაოდენობით ნივთიერებათა შთანთქმას. ამიტომაც, ჩვეულებრივი ვაშლიც
კი შესაძლოა უფრო კალორიული აღმოჩნდეს ჭარბწონიანი ადამიანისთვის, ვიდრე ნორმალური წონის მქონე პირისთვის.
სიმსუქნის მეორე მიზეზი ჰიპოთალამუსში (თავის ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურაა) სიმაძღრეზე პასუხისმგებელი ნეირონების გარკვეული ჯგუფის დაღუპვაა. ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით გაირკვა, რომ ჰიპოთალამუსში დაზიანებები გაცილებით ადრე ვითარდება, ვიდრე ნაწლავის მიკროფლორის ცვლილებები.
სისხლში ლიპიდების დონის მატება ხელს უწყობს ცენტრალური ნერვული სისტემის იმუნური უჯრედების (მიკროგლიის) სტიმულაციას და ანთებისწინა ნივთიერებების გამომუშავებას. ეს უკანასკნელი ნეგატიურ გავლენას ახდენს ჰიპოთალამუსის ნეირონებზე და საბოლოო ჯამში მათ დაღუპვას იწვევს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, აღნიშნული ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში წონის “აკრეფამდე” ბევრად ადრე მიმდინარეობს.
თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამერიკელი ექიმების აზრით, თაფლი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ყოველდღიურად მხოლოდ ერთი კოვზი თაფლის მიღება საკმარისია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თაფლს მძლავრი ანტიოქსიდანტის თვისება გააჩნია და ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს.
კაკაოს მოყვარულთა ორგანიზმში დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად შენელებულია, - აცხადებენ გერმანელი მეცნიერები. ეს არომატული სასმელი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, რადგანაც ის ასტიმულირებს კანის უჯრედების მეტაბოლიზმს და კანს ახალგაზრდობას უნარჩუნებს. 
ლიმონი წელიწადის ნებისმიერ დროს შეუცვლელი პროდუქტია. მას ყავაზე უკეთ შეუძლია ორგანიზმის გამოღვიძება, ამიტომაც დილა ლიმონიანი წყლის დალევით უნდა დავიწყოთ - გვირჩვენ სპეციალისტები. ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის (ნადგომ) ან თბილ წყალში უნდა ჩავწუროთ ერთი ლიმონი და დავლიოთ. 
მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ამინომჟავებით მდიდარი პროდუქტები დანაყრების შეგრძნებას სწრაფად იწვევს. ისინი ტვინში მადის მარეგულირებელ უჯრედებს ასტიმულირებენ.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გახდომის მსურველებს არ უნდა მიეღოთ ცხიმიანი და კალორიული ნიგოზი. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიგოზი (ზოგადად თხილეული) მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებით, ვიტამინებითა და ფიტოქიმიური ნაერთებით.
მონოუჯერი ცხიმებით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ნიგოზი, ზრდის ინტელექტს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.